საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც რუსეთში "ყინულის ვარსკვლავებს" ზრდის
ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც რუსეთში "ყინულის ვარსკვლავებს" ზრდის

ლა­მა­ზია, სა­მარ­თლი­ა­ნი და მომ­თხოვ­ნი, გა­მო­ირ­ჩე­ვა მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით, მოთ­მი­ნე­ბით და რაც მთა­ვა­რია, იცის, რო­გორ მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნელს, 45 წლის ეთერ თუთ­ბე­რი­ძეს მოს­წავ­ლე­ე­ბი. მის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის არი­ან "ყი­ნუ­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბი", რომ­ლებ­მაც თუთ­ბე­რი­ძის დახ­მა­რე­ბით სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლებს მი­აღ­წი­ეს: სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის აღ­მო­ჩე­ნა, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ია, ორგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი ევ­გე­ნია მედ­ვე­დე­ვა, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ალი­ნა ზა­გი­ტო­ვა და სხვე­ბი...

ეთერ თუთ­ბე­რი­ძე ქარ­თულ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რუსი მო­ცი­გუ­რა­ვეა, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში თავ­ბრუ­დამ­ხვევ შე­დე­გებს ვერ მი­აღ­წია, თუმ­ცა შედ­გა მწვრთნე­ლად, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ყი­ნულ­ზე ოლიმ­პი­ურ და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნებს უშ­ვებს. დღეს თუთ­ბე­რი­ძეს რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლის ტი­ტუ­ლი აქვს, პრე­სა კი მას თა­ვი­სი საქ­მის გე­ნი­ო­სად მო­იხ­სე­ნი­ებს.

თუთ­ბე­რი­ძე 1974 წლის 24 თე­ბერ­ვალს მოს­კოვ­ში გი­ორ­გი თუთ­ბე­რი­ძის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის მე­ხუ­თე ბავ­შვი იყო: ცნო­ბილ სპორ­ტსმენს ძმა და სამი და ჰყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ცი­გუ­რა­ვის მშობ­ლე­ბი სუ­ლაც არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ მდი­დარ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ ოჯახ­ში არც ერთ ბავ­შვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა არ ეგ­რძნო.

მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის მამა ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე თან­ხმდე­ბო­და, იმის­თვის, რომ ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო, თუმ­ცა ნა­ბო­ლა­რას მა­ინც ხში­რად უწევ­და ძმის და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი სა­მო­სის ტა­რე­ბა. ამას თუ არ მი­ვი­ღებთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­მა­ვა­ლი მო­ცი­გუ­რა­ვის ბავ­შვო­ბამ საკ­მა­ოდ ხა­ლი­სი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა.

მოხ­დე­ნი­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გრა­ცი­ო­ზუ­ლად სრი­ა­ლებ­დნენ ყი­ნულ­ზე, უმ­ცროს­მა თუთ­ბე­რი­ძემ პირ­ვე­ლად 4 წლის ასაკ­ში ნახა. სპორ­ტსმე­ნე­ბის მსუ­ბუქ­მა, ძალ­და­უ­ტა­ნელ­მა მოძ­რა­ო­ბებ­მა ეთერ­ზე იმ­ხე­ლა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს, რომ მან მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი თოვ­ლის ფიფ­ქებს შე­ა­და­რა. ამ შემ­თხვე­ვით­მა მო­მენ­ტმა ეთერ თუთ­ბე­რი­ძის მო­მა­ვა­ლი გან­სა­ზღვრა - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო დე­დის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ის სა­ცი­გუ­რაო მო­ე­დან­ზე წა­ეყ­ვა­ნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა თა­ვი­დან შე­უ­ვა­ლი ჩან­და, ჯი­უტ­მა ნა­ბო­ლა­რამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და ნი­ჭი­ე­რი მწვრთნე­ლის ევ­გე­ნია ზე­ლი­კო­ვას ჯგუფ­ში მოხ­ვდა.

"ერთხელ დე­დამ და­რე­კა სამ­სა­ხუ­რი­დან და მი­თხრა, ეთერ დღეს ვე­რა­ვინ წა­გიყ­ვანს ვარ­ჯიშ­ზე, ამი­ტომ გა­ი­ხა­დე, ვერ მი­დი­ხარ. მე ვუ­თხა­რი - მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს, მე წა­ვე­დი... დე­დამ ტე­ლე­ფონ­ში ყვი­რი­ლი და­ი­წყო, არა არ შე­იძ­ლე­ბაო, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, რად­გან უკვე კარ­ში გავ­დი­ო­დი - ვარ­ჯიშ­ზე მაგ­ვი­ან­დე­ბო­და“ - იხ­სე­ნებს თუთ­ბე­რი­ძე.

ეთერ თუთ­ბე­რი­ძის დედა და ქა­ლიშ­ვი­ლი

სა­წყი­სე­ბი­დან­ვე ჩან­და, რომ ეთერ თუთ­ბე­რი­ძის ნიჭი იმე­დის­მომ­ცე­მი იყო, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტი ტრავ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თა­ვი­დან სა­უ­ბა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო: ბზა­რი ხერ­ხე­მალ­ში. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მო­ცი­გუ­რა­ვეს მუ­დამ უკე­თებ­დნენ კალცს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით ადგა თუთ­ბე­რი­ძე ფეხ­ზე, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უკუჩ­ვე­ნე­ბაც აღ­მო­აჩ­ნდა - სპორ­ტსმენ­მა 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­მაღ­ლე­ში 22 სან­ტი­მეტ­რით მო­ი­მა­ტა.

გაბ­ზა­რუ­ლი ხერ­ხე­მა­ლი აღ­დგა, თუმ­ცა სა­ცი­გუ­რაო მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სპორ­ტსმენ­მა გა­ი­აზ­რა, რომ ერ­თე­ულ­თა სრი­ალ­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ­და, ამი­ტომ ბედი წყვილ­ში სრი­ალ­ში სცა­და. თუთ­ბე­რი­ძე წყვილ­ში ისეთ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და, რო­გო­რე­ბიც ვი­ა­ჩეს­ლავ ჩი­ჩე­კი­ნი და ალექ­სეი კი­ლი­ა­კი­ნი იყ­ვნენ. თუმ­ცა, ეთერ თუთ­ბე­რი­ძის სპორ­ტულ კა­რი­ე­რას თავ­ბრუ­დამ­ხვევს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ, მას სხვა­დას­ხვა დროს რამ­დე­ნი­მე მწვრთნე­ლის­გან წა­მოს­ვლა მო­უხ­და, რამ­დე­ნი­მემ კი ის თა­ვად მი­ა­ტო­ვა.

მო­რი­გი მწვრთნე­ლის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა მო­ცი­გუ­რა­ვემ გა­და­წყვი­ტა, რომ დრო იყო რა­ღაც შე­ეც­ვა­ლა. სწო­რედ ამ დროს თუთ­ბე­რი­ძემ ამე­რი­კა­ში გას­ტრო­ლებ­ზე წას­ვლის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, რა­ზეც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­თან­ხმდა. ამე­რი­კა­ში ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა თუთ­ბე­რი­ძის­თვის არ ახდა - გა­ჭირ­ვე­ბა, უსახ­ლკა­რო­თა სახ­ლში ცხოვ­რე­ბა, ტე­რაქ­ტი, რო­მელ­საც გა­და­ურ­ჩა და ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სა­ცი­გუ­რაო მო­ე­დან­ზე ყვე­ლა მსურ­ვე­ლის დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

"ძა­ლი­ან არ მომ­წონ­და ვი­ღაც ბა­ბუ­ას­თან ერ­თად სრი­ა­ლი, იმი­ტომ რომ მეს­მო­და ამას არა­ფერ­თან არ მივ­ყავ­დი, რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლის შოვ­ნას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეს სა­ინ­ტე­რე­სო არ არის ჩემ­თვის“ - თქვა თუთ­ბე­რი­ძემ რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იმედ­გაც­რუ­ე­ბის ჯაჭ­ვი რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბით დას­რულ­და, სა­დაც ეთერ თუთ­ბე­რი­ძე მწვრთნე­ლო­ბას უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და. მწვრთნე­ლის კა­რი­ე­რა მის­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - დღეს თუთ­ბე­რი­ძის სა­ხე­ლი ბრენ­დია.

2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა თუთ­ბე­რი­ძე ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა

მისი დახ­მა­რე­ბით სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლებს ძა­ლი­ან მცი­რე ასაკ­ში ისეთ­მა მო­ცი­გუ­რა­ვე­ებ­მა მი­აღ­წი­ეს, რო­გო­რიც ორგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ორგზის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი ევ­გე­ნია მედ­ვე­დე­ვა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პრი­ზი­ო­რი სერ­გეი ვა­რო­ნო­ვი და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ია და ალი­ნა ზა­გი­ტო­ვა არი­ან.

თუთ­ბე­რი­ძის ჯგუფ­ში დღეს ორი ათე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ­ჯი­შობს, რო­მელ­თა­გან უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი გახ­და ან ხდე­ბა ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი. მათ შო­რის 13 წლის ალექ­სან­დრა ტრუ­სო­ვაც, რო­მე­ლიც ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად ას­რუ­ლებს ოთხმაგ ბრუნს. სი­ცხა­დის­თვის ვი­ტყვით, რომ მთელს მსოფ­ლი­ო­ში ოთხმაგ ბრუნს გო­გო­ნე­ბი­დან მის გარ­და კი­დევ ერთი - 13 წლის მო­ცი­გუ­რა­ვე ანია შერ­ბა­კო­ვა აკე­თებს, რო­მე­ლიც ასე­ვე ეთერ თუთ­ბე­რი­ძის აღ­საზ­რდე­ლია. რო­გორც წესი, ოთხმა­გი ბრუ­ნი მა­მა­კა­ცე­ბის პროგ­რა­მის ელე­მენ­ტია და მისი შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია.

ალექ­სან­დრა ტრუ­სო­ვას ოთხმა­გი ბრუ­ნი

via GIPHY

რაში მდგო­მა­რე­ობს ეთერ თუთ­ბე­რი­ძის სა­ი­დუმ­ლო? - ალ­ბათ, აღ­ზრდა­ში, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ ასე მი­იჩ­ნევს.

„მე ვცდი­ლობ სწო­რად აღვზარ­დო, სწო­რე­დაც რომ აღვზარ­დო! სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ფერს ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ იმას ვაღ­წევ, რომ სპორ­ტსმენს თა­ვად არ უნ­დო­დეს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა. ის ამის გამო თავს ამაზ­რზე­ნად უნდა გრძნობ­დეს ში­ნა­გა­ნად“ - ამ­ბობს თუთ­ბე­რი­ძე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თონ თავს მკაცრ პე­და­გო­გად არ მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ითხოვს, მისი ვარ­სკვლა­ვე­ბი მას რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ახა­სი­ა­თე­ბენ.

მედ­ვე­დე­ვას­თან და ზა­გი­ტო­ვას­თან ერ­თად

„რო­გორც კი ნა­ბიჯს დგამს ყი­ნულ­ზე, გული მე­ყი­ნე­ბა. რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც მას­თან ვვარ­ჯი­შობ და ეს გრძნო­ბა ჯერ კი­დევ მაქვს ხოლ­მე. მისი ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, ახ­ლაც მე­ში­ნია, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა გვაქვს, ეს ვი­პო­ვეთ. გა­მოს­ვლის წინ ის ყო­ველ­თვის შე­მო­დის ჩვენ­თან გა­სახ­დელ­ში, რო­დე­საც ცი­გუ­რებს ვიკ­რავთ და ყო­ველ­თვის ჩვენს გვერ­დით ჯდე­ბა. არ ვიცი ეს სა­ი­დან მო­დის, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მა­შინ­ვე სიმ­შვი­დეს ვგრძნობ“ - ამ­ბობს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ალი­ნა ზა­გი­ტო­ვა.

პირ­ვე­ლად პრე­სის დიდი ყუ­რა­დღე­ბა მწვრთნელ­მა თა­ვი­სი აღ­საზ­რდე­ლის იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ი­ას არა­ნორ­მა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც 2014 წლის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და ჯგუ­ფურ შე­ჯიბრში. ლიპ­ნიც­კა­ი­ამ ერ­თე­ულ­თა სრი­ალ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო, იმა­ვე წელს მო­ცი­გუ­რა­ვემ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ი­მარ­ჯვა და გახ­და ამ შე­ჯიბ­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ის­ტო­რი­ა­ში. თუმ­ცა 2015 წლის ბო­ლოს ლიპ­ნიც­კა­ი­ამ თუთ­ბე­რი­ძე მი­ა­ტო­ვა და სხვა მწვრთელ­თან გა­და­ვი­და, სპორ­ტულ­მა პრე­სამ ინ­ცი­დენ­ტი მწვრთნელ­სა და აღ­საზ­რდელს შო­რის კონ­ფლიქტს და­უ­კავ­ში­რა.

იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ი­ას­თან ერ­თად

თუმ­ცა ლიპ­ნიც­კა­ია ერ­თა­დერ­თი არ აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც თუთ­ბე­რი­ძე თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მი­ა­ტო­ვა. მათ შო­რის არის ევ­გე­ნია მედ­ვე­დე­ვაც, რო­მელ­მაც კა­ნა­დელ მწვრთნელ­თან გა­და­ი­ნაც­ვლა. თუთ­ბე­რი­ძეს კი, რო­მელ­თა­ნაც 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­შობ­და, ამის შე­სა­ხებ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რით შე­ა­ტყო­ბი­ნა.

„რა თქმა უნდა, სა­წყე­ნია. ყვე­ლას­გან მი­დი­ან, ეს ნორ­მა­ლუ­რია. ადა­მი­ანს სურს რა­ღაც ახა­ლი, ესეც ნორ­მა­ლუ­რია. ჩემ­თვის არა­ნორ­მა­ლუ­რია ის, თუ რო­გორ მი­დის ადა­მი­ა­ნი, სულ ესაა. იპო­ვე შენს თავ­ში ძალა, ეს ძნე­ლია ალ­ბათ, მაგ­რამ სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არა ჩემ­თვის“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თუთ­ბე­რი­ძე მედ­ვე­დე­ვას წას­ვლას. მას შემ­დეგ მწვრთნე­ლი თა­ვი­სი ყო­ფი­ლი აღ­საზ­რდე­ლის გა­მოს­ვლებ­საც აღარ უყუ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა თუთ­ბე­რი­ძის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ის უფრო მე­ტად და­ხუ­რუ­ლი და ჭო­რე­ბით მო­ცუ­ლია. თუთ­ბე­რი­ძეს ერთი შვი­ლი ჰყავს, დი­ა­ნა დე­ვი­სი, რო­მე­ლიც 2003 წელს და­ი­ბა­და. მწვრთნე­ლის თქმით, მისი მამა ვინ­მე ამე­რი­კე­ლი დე­ვი­სია, რო­მელ­მაც ოჯახ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა არ მო­ი­სურ­ვა.

რო­გორც არ უნდა იყოს, დი­ა­ნა დე­დის კვალს გაყ­ვა და ცი­გუ­რე­ბი მო­ირ­გო, ის დე­დის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­დის, თუმ­ცა მე­გობ­რუ­ლი დედა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნია.

ფო­ტო­ე­ბი: Sports.ru; 24smi.org; sport-express.ru; РИА Новости

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც რუსეთში "ყინულის ვარსკვლავებს" ზრდის

ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც რუსეთში "ყინულის ვარსკვლავებს" ზრდის

ლამაზია, სამართლიანი და მომთხოვნი, გამოირჩევა მიზანდასახულობით, მოთმინებით და რაც მთავარია, იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას - ასე ახასიათებენ ფიგურული სრიალის საუკეთესო მწვრთნელს, 45 წლის ეთერ თუთბერიძეს მოსწავლეები. მის მოსწავლეებს შორის არიან "ყინულის ვარსკვლავები", რომლებმაც თუთბერიძის დახმარებით სპორტული კარიერის მწვერვალებს მიაღწიეს: სოჭის ოლიმპიადის აღმოჩენა, ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლიპნიცკაია, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ევგენია მედვედევა, ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა და სხვები...

ეთერ თუთბერიძე ქართულ ოჯახში დაბადებული რუსი მოციგურავეა, რომელმაც საკუთარ სპორტულ კარიერაში თავბრუდამხვევ შედეგებს ვერ მიაღწია, თუმცა შედგა მწვრთნელად, რომელიც ყოველწლიურად ყინულზე ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს უშვებს. დღეს თუთბერიძეს რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული აქვს, პრესა კი მას თავისი საქმის გენიოსად მოიხსენიებს.

თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში გიორგი თუთბერიძის ოჯახში დაიბადა. ის მრავალშვილიანი ქართული ოჯახის მეხუთე ბავშვი იყო: ცნობილ სპორტსმენს ძმა და სამი და ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მოციგურავის მშობლები სულაც არ განეკუთვნებოდნენ მდიდარ სოციალურ ფენას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ოჯახში არც ერთ ბავშვს განსაკუთრებული საჭიროება არ ეგრძნო.

მომავალი წარმატებული სპორტსმენის მამა ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა, იმისთვის, რომ ოჯახის კეთილდღეობა უზრუნველეყო, თუმცა ნაბოლარას მაინც ხშირად უწევდა ძმის დაპატარავებული სამოსის ტარება. ამას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მოციგურავის ბავშვობამ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა.

მოხდენილი მოციგურავეები, რომლებიც გრაციოზულად სრიალებდნენ ყინულზე, უმცროსმა თუთბერიძემ პირველად 4 წლის ასაკში ნახა. სპორტსმენების მსუბუქმა, ძალდაუტანელმა მოძრაობებმა ეთერზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინეს, რომ მან მოციგურავეები თოვლის ფიფქებს შეადარა. ამ შემთხვევითმა მომენტმა ეთერ თუთბერიძის მომავალი განსაზღვრა - დაუყოვნებლივ დაიწყო დედის დარწმუნება, რომ ის საციგურაო მოედანზე წაეყვანა და მიუხედავად იმისა, რომ დედა თავიდან შეუვალი ჩანდა, ჯიუტმა ნაბოლარამ თავისი გაიტანა და ნიჭიერი მწვრთნელის ევგენია ზელიკოვას ჯგუფში მოხვდა.

"ერთხელ დედამ დარეკა სამსახურიდან და მითხრა, ეთერ დღეს ვერავინ წაგიყვანს ვარჯიშზე, ამიტომ გაიხადე, ვერ მიდიხარ. მე ვუთხარი - მზად ვარ, ყველაფერი მახსოვს, მე წავედი... დედამ ტელეფონში ყვირილი დაიწყო, არა არ შეიძლებაო, მაგრამ ვერაფერი გავიგე, რადგან უკვე კარში გავდიოდი - ვარჯიშზე მაგვიანდებოდა“ - იხსენებს თუთბერიძე.

ეთერ თუთბერიძის დედა და ქალიშვილი

საწყისებიდანვე ჩანდა, რომ ეთერ თუთბერიძის ნიჭი იმედისმომცემი იყო, თუმცა პროფესიული სპორტი ტრავმებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. თავიდან საუბარი უმნიშვნელო დაზიანებებზე იყო, თუმცა მალევე ახალგაზრდა სპორტსმენმა სერიოზული ტრავმა მიიღო: ბზარი ხერხემალში. მკურნალობის პროცესში მოციგურავეს მუდამ უკეთებდნენ კალცს. შესაძლოა, სწორედ ამის დამსახურებით ადგა თუთბერიძე ფეხზე, თუმცა მკურნალობის ამ მეთოდს მნიშვნელოვანი უკუჩვენებაც აღმოაჩნდა - სპორტსმენმა 3 თვის განმავლობაში სიმაღლეში 22 სანტიმეტრით მოიმატა.

გაბზარული ხერხემალი აღდგა, თუმცა საციგურაო მოედანზე დაბრუნებულმა სპორტსმენმა გაიაზრა, რომ ერთეულთა სრიალში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ამიტომ ბედი წყვილში სრიალში სცადა. თუთბერიძე წყვილში ისეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც ვიაჩესლავ ჩიჩეკინი და ალექსეი კილიაკინი იყვნენ. თუმცა, ეთერ თუთბერიძის სპორტულ კარიერას თავბრუდამხვევს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მას სხვადასხვა დროს რამდენიმე მწვრთნელისგან წამოსვლა მოუხდა, რამდენიმემ კი ის თავად მიატოვა.

მორიგი მწვრთნელისგან იმედგაცრუებულმა მოციგურავემ გადაწყვიტა, რომ დრო იყო რაღაც შეეცვალა. სწორედ ამ დროს თუთბერიძემ ამერიკაში გასტროლებზე წასვლის შეთავაზება მიიღო, რაზეც დაუყოვნებლივ დათანხმდა. ამერიკაში ამერიკული ოცნება თუთბერიძისთვის არ ახდა - გაჭირვება, უსახლკაროთა სახლში ცხოვრება, ტერაქტი, რომელსაც გადაურჩა და ახალი სამსახური, რომელიც საციგურაო მოედანზე ყველა მსურველის დახმარებას გულისხმობდა.

"ძალიან არ მომწონდა ვიღაც ბაბუასთან ერთად სრიალი, იმიტომ რომ მესმოდა ამას არაფერთან არ მივყავდი, რაღაცნაირად ჩემთვის ყველაფერი ფულის შოვნასთან იყო დაკავშირებული და ეს საინტერესო არ არის ჩემთვის“ - თქვა თუთბერიძემ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იმედგაცრუების ჯაჭვი რუსეთში დაბრუნებით დასრულდა, სადაც ეთერ თუთბერიძე მწვრთნელობას უკვე სერიოზულად მოეკიდა. მწვრთნელის კარიერა მისთვის გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა - დღეს თუთბერიძის სახელი ბრენდია.

2018 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თუთბერიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მისი დახმარებით სპორტული კარიერის მწვერვალებს ძალიან მცირე ასაკში ისეთმა მოციგურავეებმა მიაღწიეს, როგორიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის მედალოსანი ევგენია მედვედევა, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი სერგეი ვარონოვი და ოლიმპიური ჩემპიონები იულია ლიპნიცკაია და ალინა ზაგიტოვა არიან.

თუთბერიძის ჯგუფში დღეს ორი ათეული სპორტსმენი ვარჯიშობს, რომელთაგან უკვე ძალიან ბევრი გახდა ან ხდება ყინულის მოედნის ნამდვილი ვარსკვლავი. მათ შორის 13 წლის ალექსანდრა ტრუსოვაც, რომელიც ძალდაუტანებლად ასრულებს ოთხმაგ ბრუნს. სიცხადისთვის ვიტყვით, რომ მთელს მსოფლიოში ოთხმაგ ბრუნს გოგონებიდან მის გარდა კიდევ ერთი - 13 წლის მოციგურავე ანია შერბაკოვა აკეთებს, რომელიც ასევე ეთერ თუთბერიძის აღსაზრდელია. როგორც წესი, ოთხმაგი ბრუნი მამაკაცების პროგრამის ელემენტია და მისი შესრულება ყველას არ შეუძლია.

ალექსანდრა ტრუსოვას ოთხმაგი ბრუნი

via GIPHY

რაში მდგომარეობს ეთერ თუთბერიძის საიდუმლო? - ალბათ, აღზრდაში, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიიჩნევს.

„მე ვცდილობ სწორად აღვზარდო, სწორედაც რომ აღვზარდო! სინამდვილეში არაფერს ვითხოვ, უბრალოდ იმას ვაღწევ, რომ სპორტსმენს თავად არ უნდოდეს საშინაო დავალების შეუსრულებლობა. ის ამის გამო თავს ამაზრზენად უნდა გრძნობდეს შინაგანად“ - ამბობს თუთბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თავს მკაცრ პედაგოგად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს, მისი ვარსკვლავები მას რადიკალურად განსხვავებულად ახასიათებენ.

მედვედევასთან და ზაგიტოვასთან ერთად

„როგორც კი ნაბიჯს დგამს ყინულზე, გული მეყინება. რამდენი ხანია, რაც მასთან ვვარჯიშობ და ეს გრძნობა ჯერ კიდევ მაქვს ხოლმე. მისი ძალიან მეშინოდა, ახლაც მეშინია, მაგრამ რაღაცნაირი ურთიერთგაგება გვაქვს, ეს ვიპოვეთ. გამოსვლის წინ ის ყოველთვის შემოდის ჩვენთან გასახდელში, როდესაც ციგურებს ვიკრავთ და ყოველთვის ჩვენს გვერდით ჯდება. არ ვიცი ეს საიდან მოდის, მაგრამ რატომღაც მაშინვე სიმშვიდეს ვგრძნობ“ - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა.

პირველად პრესის დიდი ყურადღება მწვრთნელმა თავისი აღსაზრდელის იულია ლიპნიცკაიას არანორმალური წარმატების შემდეგ მიიპყრო, რომელიც 2014 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა ჯგუფურ შეჯიბრში. ლიპნიცკაიამ ერთეულთა სრიალში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მიიღო, იმავე წელს მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა და გახდა ამ შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ფიგურული სრიალის ისტორიაში. თუმცა 2015 წლის ბოლოს ლიპნიცკაიამ თუთბერიძე მიატოვა და სხვა მწვრთელთან გადავიდა, სპორტულმა პრესამ ინციდენტი მწვრთნელსა და აღსაზრდელს შორის კონფლიქტს დაუკავშირა.

იულია ლიპნიცკაიასთან ერთად

თუმცა ლიპნიცკაია ერთადერთი არ აღმოჩნდა, რომელმაც თუთბერიძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ მიატოვა. მათ შორის არის ევგენია მედვედევაც, რომელმაც კანადელ მწვრთნელთან გადაინაცვლა. თუთბერიძეს კი, რომელთანაც 11 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა, ამის შესახებ სატელევიზიო კომენტარით შეატყობინა.

„რა თქმა უნდა, საწყენია. ყველასგან მიდიან, ეს ნორმალურია. ადამიანს სურს რაღაც ახალი, ესეც ნორმალურია. ჩემთვის არანორმალურია ის, თუ როგორ მიდის ადამიანი, სულ ესაა. იპოვე შენს თავში ძალა, ეს ძნელია ალბათ, მაგრამ საჭიროა საკუთარი თავისთვის, არა ჩემთვის“ - ასე გამოეხმაურა თუთბერიძე მედვედევას წასვლას. მას შემდეგ მწვრთნელი თავისი ყოფილი აღსაზრდელის გამოსვლებსაც აღარ უყურებს.

რაც შეეხება თუთბერიძის პირად ცხოვრებას, ის უფრო მეტად დახურული და ჭორებით მოცულია. თუთბერიძეს ერთი შვილი ჰყავს, დიანა დევისი, რომელიც 2003 წელს დაიბადა. მწვრთნელის თქმით, მისი მამა ვინმე ამერიკელი დევისია, რომელმაც ოჯახთან ერთად რუსეთში გამგზავრება არ მოისურვა.

როგორც არ უნდა იყოს, დიანა დედის კვალს გაყვა და ციგურები მოირგო, ის დედის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დადის, თუმცა მეგობრული დედა-შვილის ურთიერთობა ყინულის მოედანზე მხოლოდ საქმიანია.

ფოტოები: Sports.ru; 24smi.org; sport-express.ru; РИА Новости

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ამ თემაზე არსად მილაპარაკია…რასაც ვაკეთებ ყველაფერი მას ეძღვნება" - ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე და სიძეზე, რომელიც მხარში მამასავით უდგას

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს