ავტორი:

"პირდაპირ აპირებენ კალანდიას "გაპრავებას" - ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა

"პირდაპირ აპირებენ კალანდიას "გაპრავებას" - ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა

პირდაპირ აპირებენ კალანდიას "გაპრავებას", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სააპელაციო სასამართლოში ის პროცესი, სადაც მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.

"პროკურორები კითხავდნენ და ფიზიკურად ვეღარ გავუძელი. პროკურორმა მიმანიშნებელი კითხვა დაუსვა, რაზეც ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა და მოსამართლეებმაც არ დაუკმაყოფილეს. ჩემს ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებ გარეთ თუ არ გაჩუმდებიო. ფაქტია, რომ ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია არ არის მკვლელი, ანუ ჩემი შვილი მოკლულია და მკვლელი არ არსებობს", - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, მას კითხვები აქვს, რომელსაც გენერალურ პროკურორთან შევედრისას დასვამს, თუმცა ეს კითხვები წინასწარ არ გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს დაიღუპა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს