პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსოვთ მეა "მეალომანიადან"? დღეს ის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიშია - თიკო ბერძენიშვილის გზა ვირტუალური წამყვანობიდან გენ. დირექტორის მოადგილეობამდე
გახსოვთ მეა "მეალომანიადან"? დღეს ის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიშია - თიკო ბერძენიშვილის გზა ვირტუალური წამყვანობიდან გენ. დირექტორის მოადგილეობამდე

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯე­რი, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია. ის ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის მე­დი­ა­მარ­თვის კო­მი­ტე­ტის წევ­რიც გახ­ლავთ. დღეს კი იმ კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა უწევს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენს.

ბევ­რმა არც იცის, რომ თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი წარ­სულ­ში, „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის „მე­ა­ლო­მა­ნი­ას“ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ. სწო­რედ ის „მეაა“, რომ­ლის ხმაც ბევ­რს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­და­ცე­მის ფი­ნალ­ში, რო­დე­საც ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და ოდ­ნავ გა­მომ­წვე­ვად ემ­შვი­დო­ბე­ბო­და მა­ყუ­რე­ბელს - „გკოც­ნით, თქვე­ნი მეა“.

AMBEBI.GE-ს თხოვ­ნით თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ახლა იმ წლებს იხ­სე­ნებს:

- თა­ვი­დან „სტუ­დია აუ­დი­ენ­ცი­ა­ში“ მოვ­ხვდი, რომ­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (კი­ნოჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი) პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ლალა (ოლია) თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ჯგუ­ფი­დან, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კა­ზე იქ გაგ­ვიშ­ვა, რად­გა­ნაც სტა­ჟი­ო­რე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ. მოკ­ლედ, „აუ­დი­ენ­ცი­ა­ში“ მი­ვე­დი და დავ­რჩი.

რას არ ვა­კე­თებ­დით, ოღონ­დაც, მიკრო­ფონ­თან ვმდგა­რი­ყა­ვით. ძა­ლი­ან ბევრ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... ვი­საც ახ­სოვს, მა­მუ­კა ბე­რი­კა და ირი­ნა მო­სეშ­ვი­ლი აკე­თებ­დნენ რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მას „მუ­სი­კა­ლუ­რი ათე­უ­ლი“ და იდეა გაჩ­ნდა, მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სია ვირ­ტუ­ა­ლუ­რი წამ­ყვა­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ მა­შინ შე­იქ­მნა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი „მეა“ და შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ცე­მა „მე­ა­ლო­მა­ნია“. გახ­მო­ვა­ნე­ბა მე მან­დეს, რაც სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო.

გა­და­ცე­მა ყო­ველ­თვის მთავ­რდე­ბო­და ფრა­ზით - „გკოც­ნით, თქვე­ნი მეა“. ნამ­დვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ერთხელ კოკა ყან­დი­აშ­ვილ­მა მი­თხრა, „ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა გოგო ხარ, რად­გა­ნაც გყავს სა­თა­მა­შო, რომ­ლი­თაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თა­მა­შობს“. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, მარ­თლა ასე იყო, მე კი ისეთ დე­ტა­ლებ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, „მეა“-ს თმა არ უხ­დე­ბო­და, ხელს ვერ ამოძ­რა­ვებ­და, კოს­ტი­უმს ვერ ვაც­მევ­დით... ნერ­ვი­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, ამა­ზე შე­მეძ­ლო, მე­ტი­რა კი­დეც. გა­და­ცე­მამ 5 წელი გაძ­ლო, ახლა ვხვდე­ბი, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის­თვის საკ­მა­ოდ დიდი დროა... ის პე­რი­ო­დი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხოვ­რე­ბამ ბა­ქო­ში მო­გი­წია, რად­გა­ნაც და­ო­ჯახ­დი... ის პე­რი­ო­დიც გა­ვიხ­სე­ნოთ.

- მა­შინ პა­რა­ლე­ლუ­რად საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია „არტ იმედ­ში“ ვმუ­შა­ობ­დი, თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ ნი­კუ­შა ლო­მი­ძეს­თან ერ­თად მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა „კლიპ­ლო­ტო“ მიმ­ყავ­და. იმ პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში დათო გო­მარ­თე­ლის და „ფორ­ტეს“ უკვე ცნო­ბი­ლი კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად გა­ვემ­გზავ­რეთ. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად იქ ცხოვ­რობ­და, რად­გა­ნაც მისი ოჯა­ხი სა­ელ­ჩო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მერე ისე მოხ­და, რომ ბა­ქო­ში გავ­თხოვ­დი და სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ იქ გა­და­ვე­დი. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი იყო. აზერ­ბა­ი­ჯან­ში 7 წელი გა­ვა­ტა­რე.

- და მგო­ნი, მათი ენაც ის­წავ­ლეთ...

- ისე მოხ­და, რომ ჩემი ქმრის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დით (სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს ახლა და მა­ში­ნაც). მოგ­ზა­უ­რო­ბამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი აქ შე­მე­ძი­ნა, მაგ­რამ 5 წლამ­დე ბა­ქო­ში იზ­რდე­ბო­და. ბაქო ჩემ­თვის ძა­ლი­ან თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენა ცოტა უკე­თე­სად რომ მეს­წავ­ლა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ვცდი­ლობ­დი.

- შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დით და სამ­სა­ხუ­რი ისევ „პირ­ველ არხზე“ და­ი­წყეთ. რა­ტომ?

- შემ­თხვე­ვით ისე მოხ­და, რომ „პირ­ველ არხზე“ დავ­ბრუნ­დი... მა­ნამ­დე კი ქუ­ჩა­ში მე­გო­ბა­რი შემ­ხვდა, რო­მე­ლიც მარ­კე­ტინ­გში მუ­შა­ობ­და, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დარ­გში მე­ნე­ჯერს ეძებ­დნენ და რე­ზი­უ­მეს გად­მოგ­ზავ­ნა მთხო­ვა. გა­ვუგ­ზავ­ნე, მერე პა­ტა­რა კონ­კურ­სიც გა­ვი­ა­რე და „პირ­ველ არხზე“ მოვ­ხვდი ჯერ პი­ა­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, შემ­დეგ მარ­კე­ტინ­გში გა­და­ვე­დი, ახლა მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვარ, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რად­გან ვთვლი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ის ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და თოთო ბავ­შვი­ვით უნდა მოფრ­თხი­ლე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ხომ რთუ­ლად მკვიდ­რდე­ბა, თვი­თონ ევ­რო­პულ მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­ში, რომ­ლის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბიც ვართ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს არ არის მხო­ლოდ თქვე­ნი ქვეყ­ნის გა­მოწ­ვე­ვა, ყვე­ლა­ნი ასე ვართ და BBC-ც კი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ლი­დე­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­აა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მა­საც დღემ­დე უწევს გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე პა­სუ­ხი. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ახლა ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­ში სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბია, სა­დაც კო­ორ­დი­ნა­ტო­რო­ბით და­ვი­წყე, რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რი, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ვი­ა­რე (თი­თო­ე­ულ კო­მი­ტეტ­ში წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა ხდე­ბა). მე მე­დია მარ­თვის კო­მი­ტეტ­ში ვარ და 2-წლი­ა­ნი მან­და­ტი მაქვს. შემ­დეგ­ში ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, რა­ღაც გეგ­მე­ბი მაქვს.

- ბევრ რა­მეს ას­წრებთ...

- რო­დე­საც რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ას­წრებ. ბევ­რს ვმუ­შა­ობ და არც იმის თქმა მე­რი­დე­ბა, რომ თუ რა­ი­მე არ ვიცი, ვის­წავ­ლო, ვხვე­წავ, ვა­უმ­ჯო­ბე­სებ. ამას შე­მიძ­ლია დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე დრო და­ვუთ­მო.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი არ­სე­ბობს, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი არ არის ისე­თი, რომ უნდა იყოს, არხს ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს თუნ­დაც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყუ­რე­ბა­დი და რე­ი­ტინ­გუ­ლი არ არის... რას იტყვით?

- მზარ­დი არ­ხია და უნდა ვთქვათ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მად, მხო­ლოდ რე­ი­ტინ­გი არ გა­მოდ­გე­ბა. თუმ­ცა, კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ გვე­უბ­ნე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 90 %-ს უნდა მივ­წვდეთ. დღე­ის­თვის, რო­გორც ვთქვი, მზარ­დე­ბი ვართ და არხი ტექ­ნი­კუ­რად და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ფეხ­ზე დგე­ბა.

წლე­ბი დას­ჭირ­და იმას, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან ამო­სუ­ლი­ყო. ახლა სწორ გა­ზა­ზე დგას, ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, ახა­ლი შე­ნო­ბის­თვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­დის, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ხე­დავს, რად­გა­ნაც კონ­ტენ­ტი აინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა ში­ნა­არ­სის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ცვლი­ლე­ბე­ბი გვაქვს. გარ­და „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­სა“ ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე ახა­ლი გა­და­ცე­მა შე­დის ეთერ­ში.

- „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გვერ­დით გი­ზით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­მაჩ­ნია, რომ ამ არ­ხის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და ეს არის ზაზა შენ­გე­ლია. პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლოთ, რა სხვა­ო­ბაა იმ­დრო­ინ­დელ და ახ­ლან­დელ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის?

- მგო­ნი, დრო­ის თვალ­საზ­რი­სით შე­და­რე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, მა­შინ ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია ერთ-ერთი ძლი­ე­რი არხი იყო, რო­მელ­ზეც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო მა­ყუ­რე­ბე­ლი, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ჰქონ­დათ. ზაზა პროგ­რე­სუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, დიდი რე­ფორ­მე­ბი ჩა­ატ­რა, ვი­ცით, რე­ფორ­მის ჩა­ტა­რე­ბა რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ მისი გა­მოც­დი­ლე­ბის და კომ­პე­ტენ­ცი­ის ადა­მი­ა­ნი ჟი­უ­რი­შია. მისი გა­მოც­დი­ლე­ბის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­შიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ასე გვჭირ­დე­ბა, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა.

- დღეს­დღე­ო­ბით და­საძ­ლე­ვია „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­სავ­ლე­ნია...

- ისე მოხ­და, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ის“ რამ­დე­ნი­ი­მე შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში მო­მი­წია ყოფ­ნამ. წელს ამის გამო რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ასე­თი კარ­გი ნა­კა­დი ჩვენ­თან რო­მაა, არ­სად ყო­ფი­ლა თავ­მოყ­რი­ლი, ამი­ტომ მშვი­დად ვართ, ვინც არ უნდა მო­ი­გოს, გვგო­ნია, რომ სწო­რად მივ­დი­ვართ წინ და სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ. რთუ­ლია ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნა, რად­გან თითო სი­ტყვას აწო­ნა სჭირ­დე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, მით უფრო, რომ ჩვენ წინ ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან და არ შე­იძ­ლე­ბა მათ ტრავ­მა მი­ა­ყე­ნო, რო­მელ­მაც შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას. აქ დე­დის ინ­სტინ­ქტი­თაც ვსა­უბ­რობ, თუმ­ცა კონ­კურ­სი კონ­კურ­სია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერ­თია, და­ნარ­ჩე­ნი - მარ­ცხდე­ბა და აქ ყოფ­ნით იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბას იღე­ბენ, რომ ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა. სა­ერ­თოდ, კი მი­მაჩ­ნია, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ შედ­გა.

- თიკო, შვი­ლებ­ზე რას გვე­ტყვით?

- სრულ­ყო­ფი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მინ­და, ვიყო კარ­გი დედა. ამა­ყი ვარ იმით, რომ ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი მყავს, რომ­ლე­ბის­თვი­საც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. ჯერ ჩემი შვი­ლე­ბი და მერე და­ნარ­ჩე­ნი სხვა. მთელს შა­ბათ-კვი­რას მათ ვუთ­მობ. შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე იყო ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ არ იყო სრულ­ყო­ფი­ლად მათ­თან, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა 15 წუთი გა­ა­ტა­რო და ბავ­შვებ­ში იმ­დე­ნი ჩადო, რამ­დე­ნიც დე­დამ უნდა გა­ა­კე­თოს შვი­ლე­ბის­თვის, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ შვი­ლებს ვეყო...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გახსოვთ მეა "მეალომანიადან"? დღეს ის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიშია - თიკო ბერძენიშვილის გზა ვირტუალური წამყვანობიდან გენ. დირექტორის მოადგილეობამდე

გახსოვთ მეა "მეალომანიადან"? დღეს ის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიშია - თიკო ბერძენიშვილის გზა ვირტუალური წამყვანობიდან გენ. დირექტორის მოადგილეობამდე

„საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯერი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თიკო ბერძენიშვილია. ის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიამართვის კომიტეტის წევრიც გახლავთ. დღეს კი იმ კონკურსანტების შეფასება უწევს, რომელთაგან ერთ-ერთი მაყურებლის გადაწყვეტილებით, „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

ბევრმა არც იცის, რომ თიკო ბერძენიშვილი წარსულში, „პირველი არხის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის „მეალომანიას“ ვირტუალური წამყვანი გახლდათ. სწორედ ის „მეაა“, რომლის ხმაც ბევრს ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით გადაცემის ფინალში, როდესაც ის დიდი სიყვარულით და ოდნავ გამომწვევად ემშვიდობებოდა მაყურებელს - „გკოცნით, თქვენი მეა“.

AMBEBI.GE-ს თხოვნით თიკო ბერძენიშვილი ახლა იმ წლებს იხსენებს:

- თავიდან „სტუდია აუდიენციაში“ მოვხვდი, რომლის“ ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი იყო. იმ პერიოდში თეატრალური უნივერსიტეტის (კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი) პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ლალა (ოლია) თაბუკაშვილის ჯგუფიდან, რომელმაც სტუდენტები პრაქტიკაზე იქ გაგვიშვა, რადგანაც სტაჟიორები სჭირდებოდათ. მოკლედ, „აუდიენციაში“ მივედი და დავრჩი.

რას არ ვაკეთებდით, ოღონდაც, მიკროფონთან ვმდგარიყავით. ძალიან ბევრ პროექტში ვმონაწილეობდი... ვისაც ახსოვს, მამუკა ბერიკა და ირინა მოსეშვილი აკეთებდნენ რადიოში გადაცემას „მუსიკალური ათეული“ და იდეა გაჩნდა, მისი სატელევიზიო ვერსია ვირტუალური წამყვანით გაკეთებულიყო. სწორედ მაშინ შეიქმნა ვირტუალური „მეა“ და შესაბამისად გადაცემა „მეალომანია“. გახმოვანება მე მანდეს, რაც საპასუხისმგებლო იყო.

გადაცემა ყოველთვის მთავრდებოდა ფრაზით - „გკოცნით, თქვენი მეა“. ნამდვილად სერიოზული ექსპერიმენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ კოკა ყანდიაშვილმა მითხრა, „ყველაზე ბედნიერი ახალგაზრდა გოგო ხარ, რადგანაც გყავს სათამაშო, რომლითაც მთელი საქართველო თამაშობს“. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მართლა ასე იყო, მე კი ისეთ დეტალებზე ვნერვიულობდი, „მეა“-ს თმა არ უხდებოდა, ხელს ვერ ამოძრავებდა, კოსტიუმს ვერ ვაცმევდით... ნერვიულობასთან ერთად, ამაზე შემეძლო, მეტირა კიდეც. გადაცემამ 5 წელი გაძლო, ახლა ვხვდები, რომ სატელევიზიო პროექტისთვის საკმაოდ დიდი დროა... ის პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

- მოგვიანებით ცხოვრებამ ბაქოში მოგიწია, რადგანაც დაოჯახდი... ის პერიოდიც გავიხსენოთ.

- მაშინ პარალელურად საპროდიუსერო კომპანია „არტ იმედში“ ვმუშაობდი, თან, ტელეკომპანია „იმედში“ ნიკუშა ლომიძესთან ერთად მუსიკალური გადაცემა „კლიპლოტო“ მიმყავდა. იმ პერიოდში აზერბაიჯანში დათო გომართელის და „ფორტეს“ უკვე ცნობილი კლიპის გადასაღებად გავემგზავრეთ. სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც იმხანად იქ ცხოვრობდა, რადგანაც მისი ოჯახი საელჩოში მოღვაწეობდა. მერე ისე მოხდა, რომ ბაქოში გავთხოვდი და საცხოვრებლად და სამუშაოდ იქ გადავედი. საუკეთესო წლები იყო. აზერბაიჯანში 7 წელი გავატარე.

- და მგონი, მათი ენაც ისწავლეთ...

- ისე მოხდა, რომ ჩემი ქმრის სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში ბევრს ვმოგზაურობდით (საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს ახლა და მაშინაც). მოგზაურობამ დიდი გამოცდილება მომცა. ჩემი პირველი შვილი აქ შემეძინა, მაგრამ 5 წლამდე ბაქოში იზრდებოდა. ბაქო ჩემთვის ძალიან თბილი და საყვარელი ქალაქია. აზერბაიჯანული ენა ცოტა უკეთესად რომ მესწავლა, კარგი იქნებოდა, თუმცა ვცდილობდი.

- შემდეგ თბილისში დაბრუნდით და სამსახური ისევ „პირველ არხზე“ დაიწყეთ. რატომ?

- შემთხვევით ისე მოხდა, რომ „პირველ არხზე“ დავბრუნდი... მანამდე კი ქუჩაში მეგობარი შემხვდა, რომელიც მარკეტინგში მუშაობდა, კომუნიკაციის დარგში მენეჯერს ეძებდნენ და რეზიუმეს გადმოგზავნა მთხოვა. გავუგზავნე, მერე პატარა კონკურსიც გავიარე და „პირველ არხზე“ მოვხვდი ჯერ პიარის განყოფილებაში, შემდეგ მარკეტინგში გადავედი, ახლა მენეჯერის პოზიციაზე ვარ, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო გაერთიანება, რადგან ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში ის ძალიან პატარაა და თოთო ბავშვივით უნდა მოფრთხილება. ყველაფერი ახალი ხომ რთულად მკვიდრდება, თვითონ ევროპულ მაუწყებელთა კავშირში, რომლის აქტიური წევრებიც ვართ, მეუბნებიან, რომ ეს არ არის მხოლოდ თქვენი ქვეყნის გამოწვევა, ყველანი ასე ვართ და BBC-ც კი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი ტელეკომპანიაა, საერთაშორისო ბაზარზე მასაც დღემდე უწევს გარკვეულ გამოწვევებზე პასუხი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირში სხვადასხვა ჯგუფებია, სადაც კოორდინატორობით დავიწყე, რამდენიმე საფეხური, არჩევნები გავიარე (თითოეულ კომიტეტში წევრების არჩევა ხდება). მე მედია მართვის კომიტეტში ვარ და 2-წლიანი მანდატი მაქვს. შემდეგში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რაღაც გეგმები მაქვს.

- ბევრ რამეს ასწრებთ...

- როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ყოველთვის ყველაფერს ასწრებ. ბევრს ვმუშაობ და არც იმის თქმა მერიდება, რომ თუ რაიმე არ ვიცი, ვისწავლო, ვხვეწავ, ვაუმჯობესებ. ამას შემიძლია დილიდან დაღამებამდე დრო დავუთმო.

- საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპი არსებობს, რომ ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ისეთი, რომ უნდა იყოს, არხს ბევრი პრობლემა აქვს თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ ყურებადი და რეიტინგული არ არის... რას იტყვით?

- მზარდი არხია და უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმად, მხოლოდ რეიტინგი არ გამოდგება. თუმცა, კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გვეუბნება, რომ მოსახლეობის 90 %-ს უნდა მივწვდეთ. დღეისთვის, როგორც ვთქვი, მზარდები ვართ და არხი ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ფეხზე დგება.

წლები დასჭირდა იმას, რომ ეს ტელევიზია გარკვეული პრობლემებიდან ამოსულიყო. ახლა სწორ გაზაზე დგას, ტექნიკური გადაიარაღება, ახალი შენობისთვის ინფრასტრუქტურული ცვლილებები მიდის, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს, რადგანაც კონტენტი აინტერესებს, თუმცა შინაარსის თვალსაზრისითაც, ცვლილებები გვაქვს. გარდა „საქართველოს ვარსკვლავისა“ ამჟამად რამდენიმე ახალი გადაცემა შედის ეთერში.

- „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის შემადგენლობაში გვერდით გიზით ადამიანი, რომელიც მიმაჩნია, რომ ამ არხის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ხელმძღვანელი იყო და ეს არის ზაზა შენგელია. პარალელი რომ გავავლოთ, რა სხვაობაა იმდროინდელ და ახლანდელ ტელევიზიას შორის?

- მგონი, დროის თვალსაზრისით შედარება ძალიან გაგვიჭირდება, მაშინ ჩვენი ტელევიზია ერთ-ერთი ძლიერი არხი იყო, რომელზეც ორიენტირებული იყო მაყურებელი, არჩევანის საშუალებაც არ ჰქონდათ. ზაზა პროგრესული ხელმძღვანელი იყო, დიდი რეფორმები ჩაატრა, ვიცით, რეფორმის ჩატარება რასთან არის დაკავშირებული. მიხარია, რომ მისი გამოცდილების და კომპეტენციის ადამიანი ჟიურიშია. მისი გამოცდილების არგამოყენება ამ პატარა ქვეყანაში, რომელშიც პროფესიონალები ასე გვჭირდება, არაფრით არ შეიძლება.

- დღესდღეობით დასაძლევია „საქართველოს ვარსკვლავი“ - გამარჯვებული გამოსავლენია...

- ისე მოხდა, რომ „ევროვიზიის“ რამდენიიმე შესარჩევი კონკურსის ჟიურიში მომიწია ყოფნამ. წელს ამის გამო რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ ასეთი კარგი ნაკადი ჩვენთან რომაა, არსად ყოფილა თავმოყრილი, ამიტომ მშვიდად ვართ, ვინც არ უნდა მოიგოს, გვგონია, რომ სწორად მივდივართ წინ და სწორ გზაზე ვდგავართ. რთულია ჟიურიში ყოფნა, რადგან თითო სიტყვას აწონა სჭირდება და პასუხისმგებლობის გაზიარება, მით უფრო, რომ ჩვენ წინ ახალგაზრდები დგანან და არ შეიძლება მათ ტრავმა მიაყენო, რომელმაც შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება პრობლემები შეუქმნას. აქ დედის ინსტინქტითაც ვსაუბრობ, თუმცა კონკურსი კონკურსია. გამარჯვებული ერთია, დანარჩენი - მარცხდება და აქ ყოფნით იმხელა გამოცდილებას იღებენ, რომ ვფიქრობ, პროექტში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. საერთოდ, კი მიმაჩნია, რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ შედგა.

- თიკო, შვილებზე რას გვეტყვით?

- სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ მინდა, ვიყო კარგი დედა. ამაყი ვარ იმით, რომ ორი არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს, რომლებისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ. ჯერ ჩემი შვილები და მერე დანარჩენი სხვა. მთელს შაბათ-კვირას მათ ვუთმობ. შეიძლება მთელი დღე იყო ბავშვებთან, მაგრამ არ იყო სრულყოფილად მათთან, მაგრამ შეიძლება 15 წუთი გაატარო და ბავშვებში იმდენი ჩადო, რამდენიც დედამ უნდა გააკეთოს შვილებისთვის, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შვილებს ვეყო...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს