ავტორი:

რატომ არ შედის "კოკა-კოლა" "კარფურსა" და "ორ ნაბიჯში" - "ისეთი ფილოსოფია აქვთ, უკვე აღარც გვახსოვს მაგ ქსელის არსებობა"

რატომ არ შედის "კოკა-კოლა" "კარფურსა" და "ორ ნაბიჯში" - "ისეთი ფილოსოფია აქვთ, უკვე აღარც გვახსოვს მაგ ქსელის არსებობა"

„ორი ნაბიჯის“ შემდეგ უკვე 2 თვეა „კოკა-კოლა“ არც „კარფურში“ იყიდება. 2 ბიზნესსუბიექტს შორის ხელშეკრულების გაწყვეტის დეტალური მიზეზები არ ხმაურდება. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქსელთან მოლაპარაკება გრძელდება. „მაგრამ, თუ ვერ შევთანხმდით, „კარფურში“ „კოკა-კოლა“ არ გაიყიდება და მორჩა. ჩვენ რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს“, - ამბობს ჭყონია.

როგორც ცნობილია, რითეილის ბაზარზე თამაშის თავისებური წესები მოქმედებს, რომლებსაც ისინი მწარმოებლებს უყენებენ. ამ წესებს შორისაა პროდუქციის შეტანის გადასახადი (ე.წ. ლისტინგი), „ქეშბექი“, ექსკლუზიური ფასდაკლება, მარკეტინგული ბიუჯეტის შეთანხმება, გაყიდვების წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და ა.შ. სწორედ ამგვარი პირობების გამო, მცირე წარმოებას ქსელებში შესვლაზე პრობლემები ექმნებათ. თუმცა ქართულ რეალობაში დაზღვეული არც მსხვილი ბიზნესია. მაგალითად, უკვე ორი თვეა „კოკა-კოლა“ არ იყიდება სუპერმარკეტების ქსელში „კარფურში“, მანამდე კი იყო „ორი ნაბიჯი“.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ „კარფურთან“ მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და თუ შეთანხმება შედგა, დისტრიბუციაც განახლდება. მისივე განცხადებით, „კარფურს“ თავისი პირობები აქვს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ - თავისი, ამ ეტაპზე კი შეთანხმება ვერ ხერხდება.

„ბევრი თემა და საკითხია, რომლის დალაგებაც გვინდა როგორც „კარფურთან“, ისე ყველა სხვა რითეილერთან. ჩვენი სურვილია, გავაფორმოთ ისეთი ხელშეკრულებები, რომელიც საერთაშორისო სტადარტის შესაბამისი იქნება. დღეს კი ასეთი სტანდარტის ხელშეკრულების დადება ქსელებთან არ ხდება. ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, მათ შორის, „კარფურს“. ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში ვართ, თუ შევთანხმდით, დისტრიბუცია განახლდება, მაგრამ, თუ ვერ შევთანხმდით, „კარფურში“ „კოკა-კოლა“ არ გაიყიდება და მორჩა. ჩვენ კი რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ყველა ობიექტს ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ, მაგრამ პატივისცემა მათგანაც უნდა მოდიოდეს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო