სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს - რა მდგომარეობაშია დაშავებული
ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს - რა მდგომარეობაშია დაშავებული

ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩა­ზე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთ პირი - 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ. ყაზ­ბეგ­ში და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფილ მე­უღ­ლეს - 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.პ.-ს, სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და მუ­ქა­რის შემ­დეგ, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 11-117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად დაჭ­რილ 43 წლის ქალ­ბა­ტონს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც „ინ­ტერ­პეს­ნი­უსს“ ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კი­დან აც­ნო­ბეს, პა­ცი­ენ­ტი უკვე პა­ლა­ტა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, იგი ბი­ნა­ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ე­წე­რე­ბა.

43 წლის ქალი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გუ­შინ ზურ­გის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით შე­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენტს სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში ჭრი­ლო­ბა და­უ­მუ­შავ­და და პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს - რა მდგომარეობაშია დაშავებული

ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს - რა მდგომარეობაშია დაშავებული

ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთ პირი - 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება თავად დაჭრილ 43 წლის ქალბატონს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან აცნობეს, პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, იგი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.

43 წლის ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს. პაციენტს საოპერაციო ბლოკში ჭრილობა დაუმუშავდა და პოსტოპერაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ