Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინისტრმა დაიწუნა: როგორ შეიძლება საბჭოთა მილიციელი უვიცი იყოსო?!" - გოვენ ჭეიშვილის მოგონებები "რეკორდზე" და "ხუტა უფროსზე"
"მინისტრმა დაიწუნა: როგორ შეიძლება საბჭოთა მილიციელი უვიცი იყოსო?!" - გოვენ ჭეიშვილის მოგონებები "რეკორდზე" და "ხუტა უფროსზე"

საბ­ჭო­თა მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი "რე­კორ­დის" დამ­ყა­რე­ბი­დან 45 წელი გა­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცნო­ბი­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და, 34 წლის ასაკ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ხუტა უფ­რო­სის" როლი, გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლის­თვი­საც და მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც და­უ­ვი­წყა­რი აღ­მოჩ­ნდა...

ალ­ბათ არც ის იყო შემ­თხვე­ვი­თი რომ, ფილმში სხვა როლ­ზე მიწ­ვე­ულს, მი­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა ჩა­აც­ვეს და მსა­ხი­ობ­მა შეძ­ლო მა­ყუ­რე­ბელს მი­ლი­ცი­ე­ლი­სად­მი შიში და უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდა გაჰ­ქ­რო­ბო­და და მათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დღემ­დე „კე­თილ მი­ლი­ცი­ე­ლად“ რჩე­ბა.

თე­ატრს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ემ­შვი­დო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხში­რად და­დი­ო­და ქუ­თა­ი­სის მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, ეს­წრე­ბო­და სპექ­ტაკ­ლებს და თვალს ადევ­ნებ­და ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს. ბოლო პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­ბა თე­ატრთან 2015 წელს ჰქონ­და, რო­დე­საც მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მისი 75 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­მო­ემ­შვი­და თე­ატრს, შემ­დეგ კი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქთან დამ­შვი­დო­ბე­ბაც მო­უხ­და - ორი წე­ლია ქუ­თა­ი­სი­დან ბორ­ჯომ­ში შვილ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. გო­ვენ ჭე­იშ­ვილ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით.

AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და ამ­ჟა­მინ­დელ ყო­ფა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი, იგი­ვე "ხუტა უფ­რო­სი" უამ­ბობს.

და­ი­ბა­და ქუ­თა­ის­ში 1940 წელს, სკო­ლაც აქვე და­ას­რუ­ლა. სწავ­ლობ­და პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში. ამ­ბობს, რომ ხატ­ვი­თაც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რო­გორც იხ­სე­ნებს, მა­მა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ერთხელ ყვე­ლა სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტი დაწ­ვა.

"სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვხა­ტავ­დი და ვქმნი­დი ილუსტრა­ცი­ებს, ყვე­ლა ნაშ­რომს ვი­ნა­ხავ­დი. ამავდრო­უ­ლად, თბი­ლის­ში, მფრი­ნავ­თა სკო­ლა­ში მი­ღე­ბა გა­მო­ცხად­და. სა­ბუ­თე­ბი მო­ვამ­ზა­დე და მა­მას ვთხო­ვე, გა­ეგ­ზავ­ნა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლას რომ მო­უ­ვი­და პა­სუ­ხი და მე არა, ჩა­ვიქ­ნიე ხელი, ვი­ფიქ­რე არ მო­ვე­წო­ნე და აღარც გამ­ხსე­ნე­ბია, მაგ­რამ წლე­ბის მერე სახ­ლში შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბი. მა­მას ვკი­თხე, რა­ტომ იყო სა­ბუ­თე­ბი სახ­ლში, რა მოხ­და მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, "სად გა­გიშ­ვებ­დი "პა­გო­ნე­ბი­ა­ნი" შვი­ლი მინ­დო­და სახ­ლშიო?!" ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი და თუ რამე ტილო მქონ­და, გა­მო­ვი­ტა­ნე და დავ­წვი“ - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

მა­შინ ვერც კი იფიქ­რებ­დნენ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი "პა­გო­ნე­ბით" ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი გახ­დე­ბო­და.

ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ობ­და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, ასე­ვე იყო ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატრთან თა­ნაშ­რომ­ლო­ბა 1996 წლი­დან და­ი­წყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ნოს­ტუ­დი­ებ­თან არ თა­ნაშ­რომ­ლობ­და, რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი მა­ინც არ დარ­ჩე­ნი­ლა. რე­ჟი­სორ­მა გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ თა­ვის ახალ ფილმში სა­თა­მა­შოდ მი­იწ­ვია. რო­გორ უთხრეს, რე­კორდში ღინ­ტუს როლი უნდა ეთა­მა­შა. რო­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზა­და, ცდი­ლობ­და სა­ხა­სი­ა­თო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ცვლი­ლე­ბის გამო მი­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა მო­არ­გეს და...

„სა­ერ­თოდ არ მქონ­და კი­ნოს­თან შე­ხე­ბა. რომ მი­მიწ­ვი­ეს „რე­კორდში“ სა­თა­მა­შოდ, თა­ვის­თა­ვად მო­ვი­თხო­ვე რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გავ­ლა და ასე ნელ–ნელა „ღინ­ტუდ“ გა­და­ვი­ქე­ცი. „ხუტა უფ­როსს“ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე თა­მა­შობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როლ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და კახი კავ­სა­ძე და­ამ­ტკი­ცეს, თუმ­ცა მოხ­და ისე, რომ კა­ხი­მაც უარი თქვა. ამ დროს კი ვი­გებ, რომ „ღინ­ტუს“ როლ­ზე სხვა აირ­ჩი­ეს. ვი­ფიქ­რე არ მო­ვე­წო­ნე­მეთ­ქი, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად რე­ჟი­სორ­მა გა­მო­მი­ცხა­და, რომ ხუტა უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. გავ­გიჟ­დი, უარი ვთქვი, მაგ­რამ რე­ჟი­სორ­მა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა და ასე „ღინ­ტუს“ ნაც­ვლად გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლის „ხუტა უფ­რო­სი“ შე­იქ­მნა“.

79 წლის მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებს რომ, ერთი შე­ხედ­ვით მხი­ა­რუ­ლი ამ­ბა­ვი სა­მეგ­რე­ლო­დან, სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა უწყი­ნა­რი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხემ­ძღვა­ნე­ლო­ბის­თვის:

„იმ დრო­ინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ი­წუ­ნა. იუ­კად­რი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა საბ­ჭო­თა „მი­ლი­ცი­ე­ლი“ ასე­თი უვი­ცი იყო­სო და შე­იქ­მნა საფრ­თხე, რომ ფილ­მი თა­რო­ზე შე­მო­ი­დე­ბო­და. მისი მო­საზ­რე­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ზემ­დგო­მებ­მა. თა­ვად მას ჰკი­თხეს - თქვენ თუ იცით, რამ­დე­ნია რე­კორ­დი ბად­როს სტყორ­ცნა­ში? რომ ვერ უპა­სუ­ხა, ამი­ტომ უთხრეს, „თუ მი­ნის­ტრმა არ იცის რამ­დე­ნია რე­კორ­დი, რა გა­საკ­ვი­რია, რომ რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა არ იცო­დე­სო“. ასე გა­დარ­ჩა ფილ­მი" - აცხა­დებს გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი.

"ხუტა ოფ­რო­სის" შემ­დეგ კი­ნოს­თან გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­და. იყო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რო­ლე­ბი ფილ­მებ­ში - „კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი“, „ნე­ი­ლო­ნის ნაძ­ვის ხე“, „სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი“... 2017 წელს გა­მოჩ­ნდა ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და სი­მონ გრო­სის მიერ გა­და­ღე­ბულ დრა­მა­ში - "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი".

მი­უ­ხე­და­ვად კი­ნო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რი მა­ინც თე­ატ­რი იყო და მის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შა. ამ­ბობს, რომ თე­ატრს სხვა ხიბ­ლი აქვს, აქ რო­ლის შეც­ვლა­ზე, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­საც კი­ნო­ში ვერ შეძ­ლებ. მსა­ხი­ო­ბო­ბას­თან ერ­თად პო­ე­ზი­ი­თაც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი - გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლის შე­მოქმდე­ბა ლექ­სე­ბის კრე­ბულ­შია თავ­მოყ­რი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­ბეჭ­და...

ფოტო: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა

ავტორი:

"მინისტრმა დაიწუნა: როგორ შეიძლება საბჭოთა მილიციელი უვიცი იყოსო?!" - გოვენ ჭეიშვილის მოგონებები "რეკორდზე" და "ხუტა უფროსზე"

"მინისტრმა დაიწუნა: როგორ შეიძლება საბჭოთა მილიციელი უვიცი იყოსო?!" - გოვენ ჭეიშვილის მოგონებები "რეკორდზე" და "ხუტა უფროსზე"

საბჭოთა მასშტაბით ყველაზე გახმაურებული "რეკორდის" დამყარებიდან 45 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ფილმის გადაღებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, 34 წლის ასაკში შესრულებული "ხუტა უფროსის" როლი, გოვენ ჭეიშვილისთვისაც და მაყურებლისთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდა...

ალბათ არც ის იყო შემთხვევითი რომ, ფილმში სხვა როლზე მიწვეულს, მილიციელის ფორმა ჩააცვეს და მსახიობმა შეძლო მაყურებელს მილიციელისადმი შიში და უსიამოვნო განცდა გაჰქრობოდა და მათ მეხსიერებაში დღემდე „კეთილ მილიციელად“ რჩება.

თეატრს, როგორც მსახიობი რამდენიმე წლის წინ დაემშვიდობა, მიუხედავად ამისა, ხშირად დადიოდა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ესწრებოდა სპექტაკლებს და თვალს ადევნებდა ახალგაზრდა კოლეგებს. ბოლო პროფესიული შეხება თეატრთან 2015 წელს ჰქონდა, როდესაც მესხიშვილის თეატრში მისი 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას შემდეგ გოვენ ჭეიშვილი მალევე გამოემშვიდა თეატრს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქთან დამშვიდობებაც მოუხდა - ორი წელია ქუთაისიდან ბორჯომში შვილთან საცხოვრებლად გადავიდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გოვენ ჭეიშვილთან გასაუბრება ოჯახის დახმარებით შევძელით.

AMBEBI.GE-ს მკითხველს მსახიობის ცხოვრებასა და ამჟამინდელ ყოფაზე ცნობილი ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი, იგივე "ხუტა უფროსი" უამბობს.

დაიბადა ქუთაისში 1940 წელს, სკოლაც აქვე დაასრულა. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. ამბობს, რომ ხატვითაც იყო გატაცებული. როგორც იხსენებს, მამაზე განაწყენებულმა ერთხელ ყველა საკუთარი ნახატი დაწვა.

"სწავლის პარალელურად ვხატავდი და ვქმნიდი ილუსტრაციებს, ყველა ნაშრომს ვინახავდი. ამავდროულად, თბილისში, მფრინავთა სკოლაში მიღება გამოცხადდა. საბუთები მოვამზადე და მამას ვთხოვე, გაეგზავნა. რაღაც პერიოდის შემდეგ ყველას რომ მოუვიდა პასუხი და მე არა, ჩავიქნიე ხელი, ვიფიქრე არ მოვეწონე და აღარც გამხსენებია, მაგრამ წლების მერე სახლში შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს მიერ მომზადებული საბუთები. მამას ვკითხე, რატომ იყო საბუთები სახლში, რა მოხდა მეთქი და მიპასუხა, "სად გაგიშვებდი "პაგონებიანი" შვილი მინდოდა სახლშიო?!" ძალიან გავბრაზდი და თუ რამე ტილო მქონდა, გამოვიტანე და დავწვი“ - იხსენებს მსახიობი.

მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მოგვიანებით მისი "პაგონებით" ყველაზე საყვარელი მილიციელი გახდებოდა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ასევე იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრის მსახიობი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრთან თანაშრომლობა 1996 წლიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ კინოსტუდიებთან არ თანაშრომლობდა, რეჟისორებისთვის შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში სათამაშოდ მიიწვია. როგორ უთხრეს, რეკორდში ღინტუს როლი უნდა ეთამაშა. როლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, ცდილობდა სახასიათო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, თუმცა ცვლილების გამო მილიციელის ფორმა მოარგეს და...

„საერთოდ არ მქონდა კინოსთან შეხება. რომ მიმიწვიეს „რეკორდში“ სათამაშოდ, თავისთავად მოვითხოვე რეპეტიციების გავლა და ასე ნელ–ნელა „ღინტუდ“ გადავიქეცი. „ხუტა უფროსს“ ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა, მოგვიანებით, როლზე უარი განაცხადა და კახი კავსაძე დაამტკიცეს, თუმცა მოხდა ისე, რომ კახიმაც უარი თქვა. ამ დროს კი ვიგებ, რომ „ღინტუს“ როლზე სხვა აირჩიეს. ვიფიქრე არ მოვეწონემეთქი, მაგრამ მოულოდნელად რეჟისორმა გამომიცხადა, რომ ხუტა უნდა ვყოფილიყავი. გავგიჟდი, უარი ვთქვი, მაგრამ რეჟისორმა დაჟინებით მოითხოვა და ასე „ღინტუს“ ნაცვლად გოვენ ჭეიშვილის „ხუტა უფროსი“ შეიქმნა“.

79 წლის მსახიობი იხსენებს რომ, ერთი შეხედვით მხიარული ამბავი სამეგრელოდან, სულაც არ აღმოჩნდა უწყინარი იმჟამინდელი ხემძღვანელობისთვის:

„იმ დროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიწუნა. იუკადრისა, როგორ შეიძლება საბჭოთა „მილიციელი“ ასეთი უვიცი იყოსო და შეიქმნა საფრთხე, რომ ფილმი თაროზე შემოიდებოდა. მისი მოსაზრება არ გაითვალისწინეს ზემდგომებმა. თავად მას ჰკითხეს - თქვენ თუ იცით, რამდენია რეკორდი ბადროს სტყორცნაში? რომ ვერ უპასუხა, ამიტომ უთხრეს, „თუ მინისტრმა არ იცის რამდენია რეკორდი, რა გასაკვირია, რომ რაიონის მილიციის უფროსმა არ იცოდესო“. ასე გადარჩა ფილმი" - აცხადებს გოვენ ჭეიშვილი.

"ხუტა ოფროსის" შემდეგ კინოსთან გოვენ ჭეიშვილის თანამშრომლობა გაგრძელდა. იყო დასამახსოვრებელი როლები ფილმებში - „კუჩხი ბედინერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“... 2017 წელს გამოჩნდა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებულ დრამაში - "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

მიუხედავად კინოში მიღწეული წარმატებისა, მსახიობისთვის მთავარი მაინც თეატრი იყო და მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ამბობს, რომ თეატრს სხვა ხიბლი აქვს, აქ როლის შეცვლაზე, გაუმჯობესებაზე მუშაობა შესაძლებელია, რასაც კინოში ვერ შეძლებ. მსახიობობასთან ერთად პოეზიითაც იყო გატაცებული - გოვენ ჭეიშვილის შემოქმდება ლექსების კრებულშია თავმოყრილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა...

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე; ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს