პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი აქ ყოფნისას ერთი უცნაური რამ მოხდა..." - ამერიკელი მილიარდერისა და ლენინის მეგობრის ჰამერის საქართველოში ვიზიტის უცნობი დეტალები
"მისი აქ ყოფნისას ერთი უცნაური რამ მოხდა..." - ამერიკელი მილიარდერისა და ლენინის მეგობრის ჰამერის საქართველოში ვიზიტის უცნობი დეტალები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ იცის ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის არ­მანდ ჰა­მე­რის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და. პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს, 1922 წელს ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო და მისი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მე­ო­რედ კი 1980-იან წლებ­ში ჩა­მო­ვი­და, მისი ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა გა­მარ­თა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და ამე­რი­კე­ლი მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი, ლე­ნი­ნის ახლო მე­გო­ბა­რი ჰა­მე­რი... იგი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გვეს­ტუმ­რა და თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყო. გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ვუ­მარ­თეთ სა­ზე­ი­მო ვახ­შა­მი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჰა­მე­რი პირ­ვე­ლად არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, იგი თბი­ლის­ში 1922 წელს ჩა­მო­სუ­ლა, პი­რა­დად ლე­ნი­ნის და­ვა­ლე­ბი­თა და თხოვ­ნით. ამე­რი­კე­ლი მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე ღიად ლა­პა­რა­კობ­და, მათ შო­რის, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ხარ­ჯებ­ზეც. "ჩემი მე­უღ­ლე ჩემ­ზე არც ფი­ნან­სუ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არც საქ­მი­ა­ნად. მას ოცი მი­ლი­ო­ნი მი­ვე­ცი და თვი­თონ გან­კარ­გავს სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტს" - მე­უბ­ნე­ბა ჰა­მე­რი. ცალ­კე ასეთ­მა ას­ტრო­ნო­მი­ულ­მა ციფრ­მა და ცალკ ცოლ-ქმარს შო­რის ამ­გვარ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია ჩემ­ში, რო­გორც პარ­ტი­ულ ფუნ­ქცი­ო­ნერ­ში და თა­ნაც ქარ­თველ­ში, გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია" - ასე იხ­სე­ნებს ჰა­მე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი თა­ვის წიგნ­ში "ოც­და­სა­მი წლის შემ­დეგ".

ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი ჰა­მე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დე­ტა­ლებ­ზე ვრცლად გვე­სა­უბ­რა:

- 1980-იან წლებ­ში ჰა­მე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე შემ­ხვდა, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნელს. პა­ტივ­სა­ცე­მად სა­დი­ლიც გა­ვუ­მარ­თეთ და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­ღე­ბას ეს­წრე­ბო­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ვა­ლე­რი ასა­თი­ა­ნი, თარ­ჯი­მა­ნი ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე... ჰა­მე­რი მე­ტად თა­ვი­სე­ბუ­რი პი­როვ­ნე­ბა ჩან­და. მახ­სოვს ღა­მის გა­თე­ვა სას­ტუმ­რო­ში არ ისურ­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი სას­ტუმ­რო თვა­ლი­თაც ნა­ნა­ხი არ ჰქონ­და. თა­ვის თვითმფრი­ნავ­ში ჰქონ­და სა­ძი­ნე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლი და მე მგო­ნი სხვა ქვეყ­ნებ­შიც უარს ამ­ბობ­და, რომ ღამე სას­ტუმ­რო­ში გა­ე­თია. მე ეს მისი ხა­სა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბად მი­ვიჩ­ნიე, სხვებ­მა სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ი­ღეს... შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია! იგი უდა­ოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დერ­თა ჯგუფ­ში იყო და ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კას მარ­თავ­და. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­შიც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი. იმ დრო­ში მი­ლი­არ­დე­რი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო და ამი­ტო­მაც ჰა­მე­რი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო.

ფო­ტო­ზე: ჰა­მე­რი თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას

მან გა­იხ­სე­ნა, რომ პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში 1922 წელს, ლე­ნი­ნის და­ვა­ლე­ბით ჩა­მო­ვი­და. ბაქო-ბა­თუ­მის ნავ­თობ­სა­დენ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო ჩა­მო­სუ­ლი. ლე­ნი­ნის ახლო მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ და ჩვენც გვი­თხრა, რომ თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში ლე­ნი­ნის ბი­უს­ტი ედგა მა­გი­და­ზე. ჰა­მე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ბიჭი იყო და მე­ო­რე ვი­ზიტ­ზე უკვე ღრმად მო­ხუ­ცი, 88 წლის...

ჰა­მერ­მა 1930-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ამე­რი­კა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძვირ­ფა­სი ნა­ხა­ტე­ბი გა­ი­ტა­ნა. კერ­ძოდ – მოს­კო­ვი­დან და პე­ტერ­ბურ­გი­დან. მა­შინ ხე­ლოვ­ნე­ბას ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და და შემ­დეგ, რო­დე­საც გორ­ბა­ჩო­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, ჰა­მე­რი ყო­ველ წელს თითო ნა­ხატს რო­გორც სა­ჩუ­ქარს, ისე უბ­რუ­ნებ­და. ხე­ლოვ­ნე­ბა უსა­ზღვროდ უყ­ვარ­და და თბი­ლის­შიც, თა­ვის ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მო­ა­წყო. მახ­სოვს მი­თხრა, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია "იუ­ნო­ნაო". ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო და ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი.

ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და გულ­ღია მო­სა­უბ­რედ და­მა­მახ­სოვ­რდა. სუფ­რა­ზე რაც კი მი­ვარ­თვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­სინ­ჯა და ძა­ლი­ან მო­ი­წო­ნა. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი აშ­კა­რად მო­ხიბ­ლუ­ლი ჩან­და. ყვე­ლას გვიკ­ვირ­და, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ფი­ნან­სუ­რად ამ­დე­ნად გაძ­ლი­ე­რე­ბა, მაგ­რამ გო­ნი­ე­რი კაცი ჩან­და და შეძ­ლო გამ­ხდა­რი­ყო მი­ლი­არ­დე­რი. მხო­ლოდ ერთი რამ გაგ­ვან­დო, ჩემს ბიზ­ნეს­ში არა­ვის არ ვა­ხე­დებ, სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რსაც კიო.

ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე:

- ჰა­მე­რის ვი­ზი­ტი მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­მახ­სოვ­რო იყო. მე მხო­ლოდ თარ­ჯი­მა­ნი არ გახ­ლდთ, არა­მედ პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხურს წარ­მო­ვად­გენ­დი და მისი აქ ვი­ზი­ტი­სას მას­თან კავ­ში­რი მუდ­მი­ვად მი­წევ­და. ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილს უთ­ქვამს, ნუგ­ზარ რუ­ხა­ძის გარ­და არა­ვის ჩა­ა­ბა­როთ ეგ კა­ციო და ჩა­მა­ბა­რეს. გუ­რამ ენუ­ქი­ძე იყო ცე­კას მდი­ვა­ნი, იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და "პა­რადს". ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში პირ­ველ სარ­თულ­ზე გა­იხ­სნა ჰა­მე­რის ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა, ჩვენ გა­მო­ფე­ნას ვეს­წრე­ბო­დით და ერ­თმა­ნეთ­ში ვსა­უბ­რობ­დით. იქ ერთი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და და არც ვიცი ამის და­წე­რა თუ შე­იძ­ლე­ბა. სა­უბ­რის დროს ხში­რად ვახ­სე­ნებ­დით თბი­ლისს და მე ერთხელ ვახ­სე­ნე ტიფ­ლის, ანუ ადრე რომ ტიფ­ლი­სი ერ­ქვა... ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ჰა­მერ­მა ხმა­მაღ­ლა წა­მო­იყ­ვი­რა, ღმერ­თო ჩემო, ისევ ტიფ­ლის­ში ვარო? იგი ხომ ადრე ნამ­ყო­ფი იყო თბი­ლის­ში, მაგ­რამ მე­ო­რე ვი­ზიტ­ზე ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ და­უ­კავ­ში­რა.

- ანუ არც იცო­და, სად იყო?

- ქა­ლა­ქი იმ­დე­ნად იყო შეც­ვლი­ლი, ვე­ღარ იცნო. მერე კი აღ­ფრთო­ვან­და, ისევ ტიფ­ლის­ში ვარო. ქა­ლა­ქის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად რომ გა­მო­ვე­დით, მე ჰა­მე­რის მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი, გუ­რამ ენუ­ქი­ძე ჩვენს წინ მი­მა­ვალ მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ სამ­თავ­რო­ბო ჩა­ი­კე­ბი იყო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ. მცხე­თის­კენ მი­ვე­მარ­თე­ბო­დით და უცებ ჰა­მე­რი გვე­უბ­ნე­ბა, მან­ქა­ნა მო­აბ­რუ­ნეთ, და­ვი­ღა­ლე და აე­რო­პორ­ტში მსურს წას­ვლაო... სა­ში­ნელ დღე­ში ჩავ­ვარ­დით, რად­გან შუ­ა­გულ ექ­სკურ­სი­ა­ში ვი­ყა­ვით. რა­ღას ვი­ზამ­დით, და­ვე­მორ­ჩი­ლეთ და წა­ვე­დით აე­რო­პორ­ტის­კენ. მო­ბი­ლუ­რე­ბი არ იყო ჯერ შე­მო­სუ­ლი და სხვა მან­ქა­ნა­ში მყო­ფებს ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ რა­ცი­ე­ბით შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ. გუ­რამ ენუ­ქი­ძე გა­გიჟ­და, სად მი­დი­ა­ნო. რო­გო­რია ცე­კას მდი­ვა­ნი წინ მი­დის და ჩვენ უკან მივტრი­ალ­დით... აე­რო­პორ­ტში მის თვითმფრი­ნავ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა მქონ­და და ნა­ხა­ტი შე­ვუ­ტა­ნე, რო­მე­ლიც ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა სა­ჩუქ­რად მო­უ­ტა­ნა. ჰა­მე­რი უკვე თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში იყო, იქ ვუ­ჯე­ქი და ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ღრმად მო­ხუ­ცი ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ჩან­და ყვე­ლაფ­რით და მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბა სურ­და. მას სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ასაკ­ში და ამ­ხე­ლა ფუ­ლის პატ­რონს უკვე აღა­რაფ­რის თავი ჰქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ ჰა­მე­რი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მისი აქ ყოფნისას ერთი უცნაური რამ მოხდა..." - ამერიკელი მილიარდერისა და ლენინის მეგობრის ჰამერის საქართველოში ვიზიტის უცნობი დეტალები

"მისი აქ ყოფნისას ერთი უცნაური რამ მოხდა..." - ამერიკელი მილიარდერისა და ლენინის მეგობრის ჰამერის საქართველოში ვიზიტის უცნობი დეტალები

საქართველოში ყველამ იცის ამერიკელი მილიარდერის არმანდ ჰამერის შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში იგი ორჯერ იმყოფებოდა. პირველი ვიზიტის დროს, 1922 წელს ძალიან ახალგაზრდა იყო და მისი ვიზიტის შესახებ ცნობები ნაკლებად არის შემორჩენილი, მეორედ კი 1980-იან წლებში ჩამოვიდა, მისი ძვირფასი კოლექციის გამოფენა გამართა.

"საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი მულტიმილიონერი, ლენინის ახლო მეგობარი ჰამერი... იგი მეუღლესთან ერთად გვესტუმრა და თბილისში საკუთარი ძვირადღირებული და საინტერესო კოლექციის გამოფენა მოაწყო. გამოფენის შემდეგ კრწანისის რეზიდენციაში გავუმართეთ საზეიმო ვახშამი. აღმოჩნდა, რომ ჰამერი პირველად არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი თბილისში 1922 წელს ჩამოსულა, პირადად ლენინის დავალებითა და თხოვნით. ამერიკელი მულტიმილიონერი საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ყველაფერზე ღიად ლაპარაკობდა, მათ შორის, პირად ცხოვრებასა და ხარჯებზეც. "ჩემი მეუღლე ჩემზე არც ფინანსურადაა დამოკიდებული და არც საქმიანად. მას ოცი მილიონი მივეცი და თვითონ განკარგავს საკუთარ ბიუჯეტს" - მეუბნება ჰამერი. ცალკე ასეთმა ასტრონომიულმა ციფრმა და ცალკ ცოლ-ქმარს შორის ამგვარმა დამოკიდებულებამ, ბუნებრივია ჩემში, როგორც პარტიულ ფუნქციონერში და თანაც ქართველში, გაკვირვება გამოიწვია" - ასე იხსენებს ჰამერის საქართველოში ვიზიტს ჯუმბერ პატიაშვილი თავის წიგნში "ოცდასამი წლის შემდეგ".

ჯუმბერ პატიაშვილი ჰამერის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ვრცლად გვესაუბრა:

- 1980-იან წლებში ჰამერი საქართველოში მე შემხვდა, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელს. პატივსაცემად სადილიც გავუმართეთ და სამახსოვრო ფოტოც გვაქვს გადაღებული. მიღებას ესწრებოდა კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, თარჯიმანი ნუგზარ რუხაძე... ჰამერი მეტად თავისებური პიროვნება ჩანდა. მახსოვს ღამის გათევა სასტუმროში არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არცერთი სასტუმრო თვალითაც ნანახი არ ჰქონდა. თავის თვითმფრინავში ჰქონდა საძინებელი მოწყობილი და მე მგონი სხვა ქვეყნებშიც უარს ამბობდა, რომ ღამე სასტუმროში გაეთია. მე ეს მისი ხასათის თავისებურებად მივიჩნიე, სხვებმა სრულიად ჩვეულებრივად მიიღეს... შეფასება ძალიან ძნელია! იგი უდაოდ გამორჩეული ადამიანი იყო, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მილიარდერთა ჯგუფში იყო და ამერიკის ეკონომიკას მართავდა. მსოფლიო ეკონომიკაშიც ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი. იმ დროში მილიარდერი იშვიათობა იყო და ამიტომაც ჰამერი მსოფლიოში აღიარებული იყო.

ფოტოზე: ჰამერი თბილისში ვიზიტისას

მან გაიხსენა, რომ პირველად თბილისში 1922 წელს, ლენინის დავალებით ჩამოვიდა. ბაქო-ბათუმის ნავთობსადენთან დაკავშირებით იყო ჩამოსული. ლენინის ახლო მეგობარი გახლდათ და ჩვენც გვითხრა, რომ თავის სამუშაო კაბინეტში ლენინის ბიუსტი ედგა მაგიდაზე. ჰამერი საქართველოში პირველი ვიზიტის დროს ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო და მეორე ვიზიტზე უკვე ღრმად მოხუცი, 88 წლის...

ჰამერმა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში დიდი რაოდენობით ძვირფასი ნახატები გაიტანა. კერძოდ – მოსკოვიდან და პეტერბურგიდან. მაშინ ხელოვნებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა და შემდეგ, როდესაც გორბაჩოვი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ჰამერი ყოველ წელს თითო ნახატს როგორც საჩუქარს, ისე უბრუნებდა. ხელოვნება უსაზღვროდ უყვარდა და თბილისშიც, თავის ძვირფასი კოლექციის გამოფენა შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში მოაწყო. მახსოვს მითხრა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია "იუნონაო". ხელოვნებაში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ მართლაც საოცარი ნამუშევარი იყო და ძალიან ძვირადღირებული, 3 მილიონ დოლარად ჰქონდა შეძენილი.

ძალიან სასიამოვნო და გულღია მოსაუბრედ დამამახსოვრდა. სუფრაზე რაც კი მივართვით, ყველაფერი გასინჯა და ძალიან მოიწონა. ქართული სამზარეულოთი აშკარად მოხიბლული ჩანდა. ყველას გვიკვირდა, როგორ მოახერხა ფინანსურად ამდენად გაძლიერება, მაგრამ გონიერი კაცი ჩანდა და შეძლო გამხდარიყო მილიარდერი. მხოლოდ ერთი რამ გაგვანდო, ჩემს ბიზნესში არავის არ ვახედებ, საკუთარ ოჯახის წევრსაც კიო.

ნუგზარ რუხაძე:

- ჰამერის ვიზიტი მართლაც ძალიან სამახსოვრო იყო. მე მხოლოდ თარჯიმანი არ გახლდთ, არამედ პროტოკოლის სამსახურს წარმოვადგენდი და მისი აქ ვიზიტისას მასთან კავშირი მუდმივად მიწევდა. ჯუმბერ პატიაშვილს უთქვამს, ნუგზარ რუხაძის გარდა არავის ჩააბაროთ ეგ კაციო და ჩამაბარეს. გურამ ენუქიძე იყო ცეკას მდივანი, იგი ხელმძღვანელობდა "პარადს". ხელოვნების მუზეუმში პირველ სართულზე გაიხსნა ჰამერის ძვირფასი კოლექციის გამოფენა, ჩვენ გამოფენას ვესწრებოდით და ერთმანეთში ვსაუბრობდით. იქ ერთი ძალიან უცნაური რამ მოხდა და არც ვიცი ამის დაწერა თუ შეიძლება. საუბრის დროს ხშირად ვახსენებდით თბილისს და მე ერთხელ ვახსენე ტიფლის, ანუ ადრე რომ ტიფლისი ერქვა... ამის გაგონებაზე ჰამერმა ხმამაღლა წამოიყვირა, ღმერთო ჩემო, ისევ ტიფლისში ვარო? იგი ხომ ადრე ნამყოფი იყო თბილისში, მაგრამ მეორე ვიზიტზე ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირა.

- ანუ არც იცოდა, სად იყო?

- ქალაქი იმდენად იყო შეცვლილი, ვეღარ იცნო. მერე კი აღფრთოვანდა, ისევ ტიფლისში ვარო. ქალაქის დასათვალიერებლად რომ გამოვედით, მე ჰამერის მანქანაში ვიჯექი, გურამ ენუქიძე ჩვენს წინ მიმავალ მანქანაში იმყოფებოდა. მაშინ სამთავრობო ჩაიკები იყო, მოგეხსენებათ. მცხეთისკენ მივემართებოდით და უცებ ჰამერი გვეუბნება, მანქანა მოაბრუნეთ, დავიღალე და აეროპორტში მსურს წასვლაო... საშინელ დღეში ჩავვარდით, რადგან შუაგულ ექსკურსიაში ვიყავით. რაღას ვიზამდით, დავემორჩილეთ და წავედით აეროპორტისკენ. მობილურები არ იყო ჯერ შემოსული და სხვა მანქანაში მყოფებს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ რაციებით შევატყობინეთ. გურამ ენუქიძე გაგიჟდა, სად მიდიანო. როგორია ცეკას მდივანი წინ მიდის და ჩვენ უკან მივტრიალდით... აეროპორტში მის თვითმფრინავში შესვლის უფლება მქონდა და ნახატი შევუტანე, რომელიც ზურაბ წერეთელმა საჩუქრად მოუტანა. ჰამერი უკვე თავის საძინებელში იყო, იქ ვუჯექი და ვესაუბრებოდი. ღრმად მოხუცი ძალიან დაღლილი ჩანდა ყველაფრით და მხოლოდ დასვენება სურდა. მას საქართველო ძალიან მოეწონა, მაგრამ ამხელა ასაკში და ამხელა ფულის პატრონს უკვე აღარაფრის თავი ჰქონდა. სამწუხაროდ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჰამერი მალევე გარდაიცვალა.

"ვფიქრობ, ჩემში ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს..." - ვინ არის 17 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?