Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პალიტრამედიის პრაქტიკულმა აკადემიამ მეორე ნაკადის სტუდენტები მიიღო
პალიტრამედიის პრაქტიკულმა აკადემიამ მეორე ნაკადის სტუდენტები მიიღო

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია, რად­გან თუ ხარ მულ­ტი­მე­დი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი, ნიშ­ნავს, რომ შენ მზად ხარ ყვე­ლაფ­რის­თვის: გა­და­ღე­ბის­თვის, სა­უბ­რის­თვის, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში წე­რი­სათ­ვის და ყო­ველ­გვა­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ოს­თვის.

სწო­რედ ასე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა და­ი­წყო "პა­ლიტ­რა­მე­დია ჰოლ­დინ­გმა" და უნი­კა­ლუ­რი შან­სი მის­ცა არა­ერთ მსურ­ველს, მოხ­ვედ­რი­ლი­ყო პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნდში, რო­მელ­საც ჰოლ­დინ­გი აერ­თი­ა­ნებს.

პა­ლიტ­რა­მე­დი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის წარ­მა­ტე­ბამ, კარ­გი და­სა­წყი­სი შე­უქ­მნა პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას - შე­სა­ბა­მი­სად 2019 წლის 11 თე­ბერ­ვლი­დან, აკა­დე­მი­ის მე­ო­რე ნა­კა­დის სამ­თვი­ა­ნი სას­წავ­ლო კურ­სი და­ი­წყო.

კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის პერ­სო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინი მა­რე­ხაშ­ვი­ლი:

- შე­იც­ვა­ლა თუ არა პირ­ვე­ლი ნა­კა­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­ო­რე ნა­კა­დის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი?

- კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უც­ვლე­ლია: პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი­ყო და ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად შერ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, ასა­კობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბაც არის მათ შო­რის და თი­თო­ე­ულს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მათი ნა­წი­ლი არის სტუ­დენ­ტი, ნა­წილს აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­შიც თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს და რისი კე­თე­ბაც მოს­წონს... სა­ერ­თო ჯამ­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი შედ­გა, რომ­ლე­ბიც 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბენ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში" თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ნი­ვი­თა­რონ.

კი­დევ ერთი პლატ­ფორ­მა შე­ე­მა­ტა მე­ო­რე ნა­კადს და სტუ­დენ­ტებს უკვე შე­ეძ­ლე­ბათ, პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ერ­თონ ჰოლ­დინ­გის მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ჩა­ი­ხე­დონ მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა წინა კურ­სის­გან სწო­რედ ეს მო­დუ­ლი გახ­ლავთ, რაც და­ე­მა­ტა ახა­ლი პლატ­ფორ­მის სა­ხით.

- რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო პა­ლიტ­რა­მე­დი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი?

- მო­ლო­დი­ნე­ბი ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლეს, პირ­ვე­ლი ნა­კა­დი­დან რე­ა­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 90 % უკვე ჩვენ­თან და­საქ­მე­ბუ­ლია, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს და ვთვლით, რომ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი კრი­ე­ტე­რი­უ­მი, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ შე­ვა­ფა­სეთ ეს პრო­ექ­ტი, ესეც გახ­ლდათ. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ჩვენს გუნდში უკვე არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და რე­ა­ლუ­რად, პრაქ­ტი­კულ საქ­მე­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, აკე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან უყ­ვართ.

კურ­სის შე­სა­ხებ ასე­ვე გვე­სა­უბ­რა, პა­ლიტ­რა­მე­დი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის სტუ­დენ­ტი, თა­მარ ბო­კუ­ჩა­ვა.

- თა­მარ, 3-თვი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის შემ­დეგ, რო­მელ პლატ­ფორ­მა­ზე გა­ნაგ­რძობ უკვე თა­ნამ­შრომ­ლის რან­გში მუ­შა­ო­ბას?

- ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც ჩვენ გა­ვი­ა­რეთ სამ­თვი­ან სას­წავ­ლო პე­რი­ოდ­ში - ვმუ­შა­ობ კონ­ტენტ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ასე­ვე astrologi.ambebi.ge-სთვის ვწერ სტა­ტი­ებს და სტა­ტი­ებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ ვი­დეო კონ­ტენტზეც. მი­ხა­რია, რომ ჩემი წვლი­ლი შე­მაქვს ამ სა­ი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა რე­დაქ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ, გახ­ლა­ვართ რა­დი­ოს ბა­დის მე­ნე­ჯე­რი.

- რო­გორ ჩა­ი­ა­რა პირ­ველ­მა შეხ­ვედ­რამ მე­ო­რე ნა­კა­დის სტუ­დენ­ტებ­თან?

- მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა. პირ­ვე­ლი რაც ვუ­თხა­რი მათ იყო ის, რომ შემ­შურ­დე­ბა იმ სე­მი­ნა­რე­ბის, რო­მელ­საც ამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მო­ის­მე­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რე­ბი­სა­გან. მეც თუ მო­ვა­ხერ­ხებ და გა­მოვ­ყოფ დროს რომ და­ვეს­წრო გარ­კვე­ულ სე­მი­ნა­რებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო მეტ ცოდ­ნას შე­ვი­ძენ მათ­თან ერ­თად, ვი­ნა­ი­დან აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი დღე არ ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი მის­წრა­ფე­ბე­ბი, აკე­თონ ის რაც უყ­ვართ, იყ­ვნენ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი და თუ გა­მო­ავ­ლე­ნენ ნი­ჭ­სა და მონ­დო­მე­ბას, ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბათ! პი­რი­ქით მო­ე­მა­ტე­ბათ და წა­ი­ღე­ბენ აქე­დან ცოდ­ნას­თან ერ­თად უდი­დეს პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას.

ავ­ტო­რი: ლი­დია ამა­რი­ა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

პალიტრამედიის პრაქტიკულმა აკადემიამ მეორე ნაკადის სტუდენტები მიიღო

პალიტრამედიის პრაქტიკულმა აკადემიამ მეორე ნაკადის სტუდენტები მიიღო

დღესდღეობით მსოფლიოში მულტიმედია ჟურნალისტიკა ყველაზე მოთხოვნადია, რადგან თუ ხარ მულტიმედიაზე მომუშავე ჟურნალისტი, ნიშნავს, რომ შენ მზად ხარ ყველაფრისთვის: გადაღებისთვის, საუბრისთვის, ექსტრემალურ სიტუაციებში წერისათვის და ყოველგვარი ტექნიკური სამუშაოსთვის.

სწორედ ასეთი ინოვაციური სტანდარტების დანერგვა დაიწყო "პალიტრამედია ჰოლდინგმა" და უნიკალური შანსი მისცა არაერთ მსურველს, მოხვედრილიყო პროფესიონალთა გუნდში, რომელსაც ჰოლდინგი აერთიანებს.

პალიტრამედიის პრაქტიკული აკადემიის პირველი ნაკადის წარმატებამ, კარგი დასაწყისი შეუქმნა პროექტის გაგრძელებას - შესაბამისად 2019 წლის 11 თებერვლიდან, აკადემიის მეორე ნაკადის სამთვიანი სასწავლო კურსი დაიწყო.

კურსის შესახებ დეტალურად გვესაუბრება პალიტრა მედია ჰოლდინგის პერსონალის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ნინი მარეხაშვილი:

- შეიცვალა თუ არა პირველი ნაკადისგან განსხვავებით, მეორე ნაკადის შერჩევის კრიტერიუმები?

- კრიტერიუმები უცვლელია: პრაქტიკულად ნებისმიერ მსურველს შეეძლო პროექტში ჩართულიყო და ჰქონდა ამის საშუალება. შესაბამისად შერჩეულ სტუდენტებს რომ გადავხედოთ, ასაკობრივი განსხვავებაც არის მათ შორის და თითოეულს სხვადასხვა მიმართულებით აქვს დაგროვილი გამოცდილება. მათი ნაწილი არის სტუდენტი, ნაწილს აქვს ჩამოყალიბებული შეხედულება იმ მიმართულებებთან დაკავშირებით, რაშიც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და რისი კეთებაც მოსწონს... საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო გუნდი შედგა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში შეძლებენ "პალიტრამედიას პრაქტიკულ აკადემიაში" თანამედროვე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განივითარონ.

კიდევ ერთი პლატფორმა შეემატა მეორე ნაკადს და სტუდენტებს უკვე შეეძლებათ, პროექტის განმავლობაში ჩაერთონ ჰოლდინგის მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებებში, ჩაიხედონ მათ საქმიანობაში. ძირითადი განსხვავება წინა კურსისგან სწორედ ეს მოდული გახლავთ, რაც დაემატა ახალი პლატფორმის სახით.

- რამდენად წარმატებული იყო პალიტრამედიის პრაქტიკული აკადემიის პირველი ნაკადი?

- მოლოდინები ნამდვილად გაამართლეს, პირველი ნაკადიდან რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 90 % უკვე ჩვენთან დასაქმებულია, რაც ძალიან გვახარებს და ვთვლით, რომ პროექტის წარმატების ერთ-ერთი კრიეტერიუმი, როდესაც საბოლოოდ შევაფასეთ ეს პროექტი, ესეც გახლდათ. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს გუნდში უკვე არიან ეს ადამიანები და რეალურად, პრაქტიკულ საქმეში არიან ჩართულები, აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვართ.

კურსის შესახებ ასევე გვესაუბრა, პალიტრამედიის პრაქტიკული აკადემიის პირველი ნაკადის სტუდენტი, თამარ ბოკუჩავა.

- თამარ, 3-თვიანი პრაქტიკული კურსის შემდეგ, რომელ პლატფორმაზე განაგრძობ უკვე თანამშრომლის რანგში მუშაობას?

- ამ ეტაპზე ვმუშაობ ორი მიმართულებით, პირველი მიმართულება, რაც ჩვენ გავიარეთ სამთვიან სასწავლო პერიოდში - ვმუშაობ კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტში, ასევე astrologi.ambebi.ge-სთვის ვწერ სტატიებს და სტატიებთან ერთად ვმუშაობთ ვიდეო კონტენტზეც. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ამ საიტის განვითარებაში, რა თქმა უნდა რედაქტორის დახმარებით. მეორე მხრივ, გახლავართ რადიოს ბადის მენეჯერი.

- როგორ ჩაიარა პირველმა შეხვედრამ მეორე ნაკადის სტუდენტებთან?

- მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. პირველი რაც ვუთხარი მათ იყო ის, რომ შემშურდება იმ სემინარების, რომელსაც ამ თვეების მანძილზე მოისმენენ წარმატებული ჟურნალისტებისა და მთავარი რედაქტორებისაგან. მეც თუ მოვახერხებ და გამოვყოფ დროს რომ დავესწრო გარკვეულ სემინარებს, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ ცოდნას შევიძენ მათთან ერთად, ვინაიდან აქ გატარებული არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს.

ვურჩევდი, იყვნენ მაქსიმალურად თავისუფლები, აუცილებლად გამოავლინონ თავიანთი მისწრაფებები, აკეთონ ის რაც უყვართ, იყვნენ შრომისუნარიანები და თუ გამოავლენენ ნიჭსა და მონდომებას, ნამდვილად არაფერი დააკლდებათ! პირიქით მოემატებათ და წაიღებენ აქედან ცოდნასთან ერთად უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას.

ავტორი: ლიდია ამარიანი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი