საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქურდული შეკრება" თბილისში ბიზნეს დავის გადასაწყვეტად - შსს-მ 5 პირი დააკავა
"ქურდული შეკრება" თბილისში ბიზნეს დავის გადასაწყვეტად - შსს-მ 5 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ე.წ. „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე 5 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ კახა სა­ბა­ნა­ძემ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით, 5 პირი და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.რ, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ლ.ს., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.მ., 1948 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ქ. და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 27 იან­ვარს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე მ.კ.-სა და ბიზ­ნეს­მენ ჯ.მ.-ს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, „ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბა“ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

ამა­ვე შეკ­რე­ბა­ში, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ერ­თო 2016 წლი­დან ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (წარ­სულ­ში სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე), რო­მელ­მაც თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მხა­რე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით გა­და­წყვი­ტა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პო­ლი­ცი­ამ 5-ვე პირი მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ ქარ­თველ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურდ" სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძეს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სხვა­დას­ხვა ტი­პის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე სე­კუნ­და მუხ­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“-გა­ნა­ცხა­და კახა სა­ბა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წი­ნა­აღ­მდეგ შე­უ­რი­გე­ბელ ბრძო­ლას და უწყე­ბის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის აღ­მო­ფხვრა.

ავტორი:

"ქურდული შეკრება" თბილისში ბიზნეს დავის გადასაწყვეტად - შსს-მ 5 პირი დააკავა

"ქურდული შეკრება" თბილისში ბიზნეს დავის გადასაწყვეტად - შსს-მ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე 5 პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“-განაცხადა კახა საბანაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და უწყების მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს