ავტორი:

რუსი ძმები, რომლებმაც და ვინჩის ნახატების ასლებით მილიონები იშოვეს

რუსი ძმები, რომლებმაც და ვინჩის ნახატების ასლებით მილიონები იშოვეს

"კარგი მხატვრები ქმნიან, დიდებულები იპარავენ" - საინტერესოა რას გულისხმობდა პიკასო ამ სიტყვებში. ხელოვნების ნიმუში ხომ შრომის გარეშე არ იბადება. ის ჯერ გონებაში მწიფდება და შემდეგ, დიდი ძალისხმევისა და ჯაფის შედეგად გადადის ტილოზე. საქმე ისაა, რომ სტურტევანტმა შეძლო და კოლეგების შემოქმედება საკუთარი ხელოვნების შესაქმნელად გამოიყენა, როგორც წყარო, მასალა. მოგვიანებით ის ამბობდა - "რიმეიკი, განმეორებითი გამოყენება, ხელახალი დაბადება, რეკომბინაცია - ესაა წინსვლის გზა".

იყო პერიოდი, როცა გამყალბებლობა კრიმინალად, პლაგიატად და თაღლითობად ითვლებოდა და მისაკუთრებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი, თუმცა მოგვიანებით, ხელოვნების კრიტიკოსებმა აღიარეს, რომ ნამდვილი ხელოვანი ცნობილი მხატვრების ტილოების გადახატვის დროს იქმნება. ესაა მისთვის რეპეტიცია ახალი, საკუთარი ხელოვნების აღმოჩენამდე. მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ კლოდ მონეს ნახატების რეპროდუქცია გაკეთებულა. შესაძლოა, სწორედ ესაა მისი სიცოცხლისუნარიანობისა და პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.

დღეს ნახატების ასლების საუკეთესო შემქნელები რუსი ძმები - მიხაილ, ევგენი და სემიონ პოზინები არიან, რომლებსაც და ვინჩის იმდენად მდიდარი კოლექცია აქვთ, რომ გასულ წელს მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლის გასვლასთან დაკავშირებით გამოფენაც კი მოაწყვეს და გამომუშავებულმა 450 მილიონმა დოლარმა კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმი გაუჩინათ. ძმები მომავალ წელსაც აპირებენ საზოგადოებას მათ მიერ შესრულებული და ვინჩის ტილოები წარუდგინონ.

ლეონარდოს ნახატებით შექმნილი ბიზნესი კოლექციონერების მოთხოვნებით საზრდოობს. კითხვაზე, თუ ვინ ყიდულობს მათ ნახატებს, ისინი ვრცელი სიის ჩამოთვლას იწყებენ: ბიზნესმენები, აკადემიკოსები, ადვოკატები, ხელოვნების ისტორიკოსები და სასულიერო პირებიც კი... წაიკითხეთ ვრცლად

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი.ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: მონა ლიზა, ქალი ყარყუმით, საიდუმლო სერობა. ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ