საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიყიდა თუ არა ტყიბულის ერთ-ერთი შახტა ამერიკულ კომპანიაზე - "საქნახშირის" კომენტარი
გაიყიდა თუ არა ტყიბულის ერთ-ერთი შახტა ამერიკულ კომპანიაზე - "საქნახშირის" კომენტარი

„საქ­ნახ­შირ­ში“ ტყი­ბუ­ლის ორ­ჯო­ნი­კი­ძის შახ­ტის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ბენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, ტყი­ბუ­ლის ერთ-ერთი შახ­ტა, კერ­ძოდ, შახ­ტა „ორ­ჯო­ნი­კი­ძე“ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ა­ზე იყი­დე­ბა, თუმ­ცა „საქ­ნახ­ში­რის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ჯამ­ბულ ჯა­ყე­ლი შახ­ტის გა­ყიდ­ვის ფაქტს უარ­ყოფს.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, შახ­ტა „ორ­ჯო­ნი­კი­ძე“ უკვე 30 წე­ლია არ მუ­შა­ობს და ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია მისი შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რეს­დეს.

გარ­და ამი­სა, ჯა­ყელ­მა უშუ­ა­ლოდ ქვა­ნახ­ში­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნია წლე­ბია წა­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

„არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა, მათ შო­რის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა. ამას­თან, 2017- 2018 წლებ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 230 000 ტო­ნას ყი­დუ­ლობ­და „ჰა­ი­დელ­ბერ­გი“, თუმ­ცა წელს ახა­ლი ქარ­ხა­ნა გახ­სნა კას­პში, რო­მე­ლიც მშრალ მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს, „ჰა­ი­დელ­ბერ­გის“ მო­თხოვ­ნა ქვა­ნახ­შირ­ზე 70 000 ტო­ნამ­დე შემ­ცირ­და. კომ­პა­ნია რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია რად­გან თვე­ე­ბია არ ვმუ­შა­ობთ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1,3 მლნ ლარს ხელ­ფა­სის სა­ხით გავ­ცემთ,“ - გა­ნა­ცხა­და ჯამ­ბულ ჯა­ყელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შახ­ტის შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვის ფაქტს არც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. რო­გორც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, შახ­ტის გა­ყიდ­ვის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

ცნო­ბის­თვის, შპს “საქ­ნახ­ში­რი (ჯი-აი-ჯი ჯგუ­ფი)” 2006 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია ჰოლ­დინ­გი "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი", რომ­ლის მფლო­ბე­ლიც და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლია. ამ­ჟა­მად ტყი­ბულ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და იქ გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი კვლე­ვებს ატა­რე­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გაიყიდა თუ არა ტყიბულის ერთ-ერთი შახტა ამერიკულ კომპანიაზე - "საქნახშირის" კომენტარი

გაიყიდა თუ არა ტყიბულის ერთ-ერთი შახტა ამერიკულ კომპანიაზე - "საქნახშირის" კომენტარი

„საქნახშირში“ ტყიბულის ორჯონიკიძის შახტის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, ტყიბულის ერთ-ერთი შახტა, კერძოდ, შახტა „ორჯონიკიძე“ ამერიკულ კომპანიაზე იყიდება, თუმცა „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი შახტის გაყიდვის ფაქტს უარყოფს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შახტა „ორჯონიკიძე“ უკვე 30 წელია არ მუშაობს და ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე კომპანია მისი შეძენით დაინტერესდეს.

გარდა ამისა, ჯაყელმა უშუალოდ ქვანახშირის რეალიზაციის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომპანია წლებია წაგებაზე მუშაობს.

„არაერთი პრობლემაა, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მოძველებული ტექნიკა. ამასთან, 2017- 2018 წლებში ხელშეკრულების მიხედვით, 230 000 ტონას ყიდულობდა „ჰაიდელბერგი“, თუმცა წელს ახალი ქარხანა გახსნა კასპში, რომელიც მშრალ მეთოდზე მუშაობს, „ჰაიდელბერგის“ მოთხოვნა ქვანახშირზე 70 000 ტონამდე შემცირდა. კომპანია რთულ მდგომარეობაშია რადგან თვეებია არ ვმუშაობთ, ამის მიუხედავად, ყოველთვიურად დაახლოებით 1,3 მლნ ლარს ხელფასის სახით გავცემთ,“ - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

აღსანიშნავია, რომ შახტის შესაძლო გაყიდვის ფაქტს არც ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შახტის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ცნობისთვის, შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლდინგი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომლის მფლობელიც დავით ბეჟუაშვილია. ამჟამად ტყიბულში სამუშაოები შეჩერებულია და იქ გერმანელი ექსპერტები კვლევებს ატარებენ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო