მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოჩვენებებს დასდევდა" - რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა
"მოჩვენებებს დასდევდა" - რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა

ძმის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვა­ლე­რი ირე­მა­ძის მე­გობ­რე­ბი და­ვით ქე­ბუ­ლა­ძე და ლაშა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლის­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში იტყუ­ე­ბი­ან, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ ირე­მა­ძეს მათ­თვის არ მი­უ­მარ­თავს. და­ვით ქე­ბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში იქ­ნე­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი, ამო­ი­ღონ ჩა­ნა­წე­რი და ნა­ხა­ვენ, რომ იქ მარ­თლაც იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი, თუმ­ცა უკან გა­მო­უშ­ვეს და პა­ცი­ენ­ტი არ მი­ი­ღეს.

„თბი­ლის­ში, ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გვი­თხრეს, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მიგ­ვეყ­ვა­ნა, იქვე - გვერ­დით შე­ნო­ბა­ში. მი­ვე­დით დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვეთ, ავუხ­სე­ნით პა­ცი­ენტს რა სჭირ­და, რა ეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩვენ ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ მი­ი­ღეს, უბ­რა­ლოდ, გა­მოგ­ვიშ­ვეს და გვი­თხრეს, რომ ად­გი­ლე­ბი არ იყო. უკან გა­მოგ­ვა­ტა­ნეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლი­ლი იყო და რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ არა­ფე­რი მსგავ­სი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა "რუს­თავ­ში“ გა­უ­კე­თეს და გვი­თხრეს, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ის რო­გორც სახ­ლში იქ­ცე­ო­და, რო­გორც გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, თით­ქოს ხმე­ბი ეს­მო­და, ვი­ღა­ცე­ებს დას­დევ­და, თბი­ლის­ში უკვე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მო­უ­ხა­ტავს, რად­გან უკვე და­მამ­შვი­დებ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რეს, რომ ადა­მი­ანს არა­ფე­რი არ სჭირ­და. სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნეთ, გა­უ­ა­რა იმ და­მაშ­ვი­დებ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ამ და ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და“ , - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში და­ვით ქე­ბუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თან­ხის წი­ნას­წარ გა­დახ­და ნარ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მოს­თხო­ვეს.

„თან­ხა ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში მოგვ­თხო­ვეს. მო­რი­გე ექი­მი იჯდა მიმ­ღებ­ში, რო­მელ­მაც და­რე­კა, ჩა­მო­ვი­და სხვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ წი­ნას­წა­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა გაგ­ვევ­ლო, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის ნარ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბა. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი იყო რა­ღა­ცის შევ­სე­ბა და 3 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და, პლუს იქ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო 14 დღე, ასე­ვე ესა­ჭი­რო­ე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად დარ­ჩე­ბო­და. ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში რომ ამ­ბო­ბენ, არ ყო­ფი­ლან მო­სუ­ლე­ბიო, რას ჰქვია არ ვყო­ფილ­ვართ მი­სუ­ლე­ბი, ის ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია, მისი შვი­ლის ნათ­ლია ვარ, ჩვენ გვყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი. რა კა­მე­რე­ბი არა აქვთ კლი­ნი­კა­ში?! კა­მე­რე­ბი შე­ა­მოწ­მონ და ნა­ხა­ვენ, რომ ჩვენ მიყ­ვა­ნი­ლი გვყავ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ეს არ მომ­ხდა­რი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და ირე­მა­ძის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა და­ვით ქე­ბუ­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მე-8 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ბი­ძამ 13 წლის ბავ­შვი მოკ­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"მოჩვენებებს დასდევდა" - რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა

"მოჩვენებებს დასდევდა" - რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა

ძმის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვალერი ირემაძის მეგობრები დავით ქებულაძე და ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებენ, რომ თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ირემაძეს მათთვის არ მიუმართავს. დავით ქებულაძის განცხადებით, კლინიკაში იქნება ვიდეოკამერები, ამოიღონ ჩანაწერი და ნახავენ, რომ იქ მართლაც იყვნენ მისულები, თუმცა უკან გამოუშვეს და პაციენტი არ მიიღეს.

„თბილისში, ნარკოლოგიურში გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში მიგვეყვანა, იქვე - გვერდით შენობაში. მივედით დახმარება ვთხოვეთ, ავუხსენით პაციენტს რა სჭირდა, რა ეჩვენებოდა. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არ მიიღეს, უბრალოდ, გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ ადგილები არ იყო. უკან გამოგვატანეს ადამიანი, რომელიც ფსიქიკურად შეშლილი იყო და რომელზეც ამბობენ, რომ არაფერი მსგავსი არ აღენიშნებოდა. მას მიღებული ჰქონდა დამამშვიდებლები, რომელიც კლინიკა "რუსთავში“ გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ფსიქიატრიულში გადაგვეყვანა. ის როგორც სახლში იქცეოდა, როგორც გველაპარაკებოდა, თითქოს ხმები ესმოდა, ვიღაცეებს დასდევდა, თბილისში უკვე მსგავსი არაფერი გამოუხატავს, რადგან უკვე დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე შეიძლება იფიქრეს, რომ ადამიანს არაფერი არ სჭირდა. სახლში მოვიყვანეთ, გაუარა იმ დამაშვიდებლების რეაქციამ და ასეთი ამბავი მოხდა“ , - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ქებულაძემ.

მისივე თქმით, თანხის წინასწარ გადახდა ნარკოლოგიურ კლინიკაში მოსთხოვეს.

„თანხა ნარკოლოგიურში მოგვთხოვეს. მორიგე ექიმი იჯდა მიმღებში, რომელმაც დარეკა, ჩამოვიდა სხვა მამაკაცი, რომელმაც გვითხრა, რომ წინასწარი პროცედურები უნდა გაგვევლო, რის შემდეგაც მოხდებოდა ადამიანის ნარკოლოგიურ კლინიკაში მოთავსება. ეს პროცედურები იყო რაღაცის შევსება და 3 ათასი ლარის გადახდა, პლუს იქ უნდა დარჩენილიყო 14 დღე, ასევე ესაჭიროებოდა ადამიანი, რომელიც მასთან ერთად დარჩებოდა. ფსიქიატრიულში რომ ამბობენ, არ ყოფილან მოსულებიო, რას ჰქვია არ ვყოფილვართ მისულები, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, მისი შვილის ნათლია ვარ, ჩვენ გვყავდა მიყვანილი. რა კამერები არა აქვთ კლინიკაში?! კამერები შეამოწმონ და ნახავენ, რომ ჩვენ მიყვანილი გვყავდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა ირემაძის ბავშვობის მეგობარმა დავით ქებულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს