საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა..." - რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?
"18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა..." - რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია 2018 წელს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­სულ წელს მსოფ­ლი­ო­ში 50 000 ქალი მოკ­ლეს.

amerikiskhma.com-ს ცნო­ბით, გა­ე­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2018 წელს ქალ­თა მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა აზი­ა­ში და­ფიქ­სირ­და, სა­დაც ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს, უმე­ტე­სად, პარტნი­ო­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი კლა­ვენ.

ფე­მი­ცი­დის მსხვერ­პლთა სტა­ტის­ტი­კა 2018 წელს ასე­თია:

  • აზია - 20 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • აფ­რი­კა - 19 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტე­ბი - 8 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • ევ­რო­პა - 3 000 მოკ­ლუ­ლი ქალი
  • ოკე­ა­ნე­თი - 300 მოკ­ლუ­ლი ქალი

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში, ათი­დან ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქალი ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის მსხვერ­პლია. ასე­ვე, ყო­ველ მე­ო­რეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გამო აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა მკვლე­ლო­ბე­ბი 58%-ით შემ­ცირ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს ქმრის მიერ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის 5 875 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

რა­ტომ კლა­ვენ ქა­ლებს?

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზი­ა­ში ამ მხრივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი არც 2017 წელს ყო­ფი­ლა – მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 45 ათა­სამ­დე ქალი და­ხო­ცეს. მათ­გან 58% ახ­ლობ­ლე­ბის ან სუ­ლაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ იყო ჩა­დე­ნი­ლი. ამ საქ­მე­თა დიდ ნა­წილ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ან ფორ­მა­ლუ­რად არის და­წყე­ბუ­ლი, ან არც კი და­წყე­ბუ­ლა.

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს ერთ დღე­ში 21 ქვე­ყა­ნა­ში, გენ­დერუ­ლი მი­ზე­ზით 47 ქალი მოკ­ლეს და ყვე­ლა მათ­გა­ნის მკვე­ლო­ბის უკან ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იდ­გნენ.

კე­ნი­ა­ში 22 წლის ჯუ­დი­ტი (ფო­ტო­ზე), რო­მე­ლიც 3 შვი­ლის დედა იყო, მხო­ლოდ იმი­ტომ მოკ­ლეს, რომ ქმარს და­შორ­და და მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და. ყო­ფილ­მა ქმარ­მა ის პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას მოკ­ლა... ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ამის შემ­დეგ თა­ვად ქმა­რი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მოკ­ლეს.

გა­ე­როს ცნო­ბით, აფ­რი­კა­ში ქა­ლე­ბი მუდ­მი­ვად დგა­ნან სი­ცო­ცხლის რის­კის წი­ნა­შე, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის კუ­თხით აზია ლი­დე­რობს, სა­დაც 2017 წელს 20 ათა­სი ქალი მოკ­ლეს. იქ ისევ, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია “ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა”. ასე­თი ვე­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი ინ­დო­ეთ­შიც მრავ­ლად არის.

"18 წლის ნეჰა (ფო­ტო­ზე) სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოკ­ლეს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან ეს დღე მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად აღ­ნიშ­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის თქმით, გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მათი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ" - იუ­წყე­ბა BBC. ინ­დო­ეთ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მკვლე­ლო­ბა­ში მისი მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვი მა­მა­კა­ცი არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი. გო­გო­ნა სა­კუ­თარ სახ­ლში, თა­ვი­სი­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოკ­ლეს.

Amnesty International-ის ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და აზი­ა­ში, კერ­ძოდ, ირან­ში ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლას, სა­დაც 24 წლის ზე­ი­ნაბ სე­კან­ვა­ა­ნი ქმრის მკვლე­ლო­ბის გამო სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

Amnesty International-ის ცნო­ბით, მას ქმა­რი მუდ­მი­ვად აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და არც გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხმდე­ბო­და. ზე­ი­ნა­ბის პრობ­ლე­მებს არც პო­ლი­ცი­ამ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ის 17 წლის ასაკ­ში ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ზე­ი­ნა­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის თქმით, ის აწა­მეს და სცე­მეს, რათა ეღი­ა­რე­ბი­ნა ქმრის მკვლე­ლო­ბა. ზე­ი­ნაბ­მა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო ვერ მი­ი­ღო...

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ასო­ბით გო­გო­ნას მხო­ლოდ იმი­ტომ კლა­ვენ, რომ მათ ოჯა­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­უყ­ვარ­დათ. ასე “გამ­ქრა­ლი ქა­ლე­ბის” შე­სა­ხებ დუმს რო­გორც ოჯა­ხი, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი სიკ­ვდი­ლი მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კა ხდე­ბა...

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ამე­რი­კის ხმის" და BBC-ის მი­ხედ­ვით

ავტორი:

"18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა..." - რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?

"18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა..." - რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2018 წელს ქალთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გასულ წელს მსოფლიოში 50 000 ქალი მოკლეს.

amerikiskhma.com-ს ცნობით, გაეროში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში, ფემიციდის შემთხვევების საერთო მაჩვენებელი იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ქალთა მკვლელობის ყველაზე დიდი რაოდენობა აზიაში დაფიქსირდა, სადაც ქალებსა და გოგონებს, უმეტესად, პარტნიორები და ოჯახის წევრები კლავენ.

ფემიციდის მსხვერპლთა სტატისტიკა 2018 წელს ასეთია:

  • აზია - 20 000 მოკლული ქალი
  • აფრიკა - 19 000 მოკლული ქალი
  • ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები - 8 000 მოკლული ქალი
  • ევროპა - 3 000 მოკლული ქალი
  • ოკეანეთი - 300 მოკლული ქალი

გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ამერიკაში, ათიდან ყოველი მეორე ქალი ინტერნეტში ძალადობისა და დამცირების მსხვერპლია. ასევე, ყოველ მეორეს სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების გამო აყენებენ შეურაცხყოფას.

აღსანიშნავია რომ, გასულ წელს საქართველოში ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, ოჯახური ძალადობის 5 875 შემთხვევა დაფიქსირდა.

რატომ კლავენ ქალებს?

გაეროს ინფორმაციით, აზიაში ამ მხრივ განსხვავებული სურათი არც 2017 წელს ყოფილა – მთელი წლის განმავლობაში 45 ათასამდე ქალი დახოცეს. მათგან 58% ახლობლების ან სულაც ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი. ამ საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება ან ფორმალურად არის დაწყებული, ან არც კი დაწყებულა.

გაეროს ინფორმაციით, 2017 წელს ერთ დღეში 21 ქვეყანაში, გენდერული მიზეზით 47 ქალი მოკლეს და ყველა მათგანის მკველობის უკან ოჯახის წევრები და ახლობლები იდგნენ.

კენიაში 22 წლის ჯუდიტი (ფოტოზე), რომელიც 3 შვილის დედა იყო, მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ქმარს დაშორდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. ყოფილმა ქმარმა ის პლანტაციაში მუშაობისას მოკლა... ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამის შემდეგ თავად ქმარი ადგილობრივებმა მოკლეს.

გაეროს ცნობით, აფრიკაში ქალები მუდმივად დგანან სიცოცხლის რისკის წინაშე, თუმცა, მთლიანობაში ქალების მკვლელობის კუთხით აზია ლიდერობს, სადაც 2017 წელს 20 ათასი ქალი მოკლეს. იქ ისევ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ძალიან აქტუალურია “ღირსების მკვლელობა”. ასეთი ველური ტრადიციები ინდოეთშიც მრავლად არის.

"18 წლის ნეჰა (ფოტოზე) საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ეს დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ" - იუწყება BBC. ინდოეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წერს, მკვლელობაში მისი მშობლები და ნათესავი მამაკაცი არიან ბრალდებულნი. გოგონა საკუთარ სახლში, თავისივე დაბადების დღეზე მოკლეს.

Amnesty International-ის ცნობით, ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა აზიაში, კერძოდ, ირანში ვითარების შესწავლას, სადაც 24 წლის ზეინაბ სეკანვაანი ქმრის მკვლელობის გამო სიკვდილით დასაჯეს.

Amnesty International-ის ცნობით, მას ქმარი მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას და არც განქორწინებაზე თანხმდებოდა. ზეინაბის პრობლემებს არც პოლიციამ მიაქცია ყურადღება. ის 17 წლის ასაკში ქმრის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ზეინაბის მხარდამჭერების თქმით, ის აწამეს და სცემეს, რათა ეღიარებინა ქმრის მკვლელობა. ზეინაბმა სამართლიანი სასამართლო ვერ მიიღო...

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასობით გოგონას მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ მათ ოჯახის ნების წინააღმდეგ შეუყვარდათ. ასე “გამქრალი ქალების” შესახებ დუმს როგორც ოჯახი, ასევე სამართალდამცავი უწყებები და დროთა განმავლობაში მათი სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკა ხდება...

მომზადებულია "ამერიკის ხმის" და BBC-ის მიხედვით

შვეიცარიაში მოსახლეობამ საჯარო ადგილებში სახის დაფარვის, მათ შორის ბურკასა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები