მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს
"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

არ­სე­ბობს ტკი­ვი­ლი, რომ­ლის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა უძ­ნე­ლე­სია. სამი შვი­ლის დე­დის, ირი­ნა ქო­ბუ­ლა­ძის ტკი­ვი­ლიც ეს არის - ენით აღუ­წე­რე­ლი: რო­დე­საც სამი წლის წინ მი­თხრა, ჩემს 12 წლის გი­ორ­გის პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი და­ე­მარ­თა, ეს და­ა­ვა­დე­ბა ტვინს თი­შავს, და­მეხ­მა­რეთ, ასე არ მოხ­დე­სო, ამის შემ­დეგ კარ­გა ხანს იჯდა გა­ფით­რე­ბუ­ლი და უმე­ტყვე­ლო. ბო­ლოს ისევ მე ვკი­თხე, ეს რა და­ა­ვა­დე­ბაა-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, წი­თე­ლა­ზე აუც­რელ ბავ­შვებს ემარ­თე­ბათ, გი­ორ­გის აცრა ცოტა და­ვუგ­ვი­ა­ნე, შვი­დი თვი­სა ავ­ცე­რი, წი­თე­ლა კი ექ­ვსი თვი­სას შეხ­ვდა და ბაქ­ტე­რია და­უ­ტო­ვა, რო­მე­ლიც 16 წლამ­დე ასაკ­ში იღ­ვი­ძებს და ტვინს ჭამ­სო! თა­ვი­დან მეც ვერ მივ­ხვდი, ეს რა იყო, გი­ორ­გიმ თა­ვად მი­თხრა, დედა, მე ვიცი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი რაც არის, სიკ­ვდი­ლი­აო!

და­მე­თან­ხმე­ბით, ამის მოს­მე­ნა ად­ვი­ლი არ იყო, მით უფრო, და­წე­რა. მაგ­რამ უნდა და­მე­წე­რა - ადა­მი­ა­ნებს ამან სი­კე­თის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ნად­გუ­რე­ბულ დე­დას კი გუ­ლის მო­ო­ხე­ბის, რომ შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რაც დე­დამ უნდა გა­ა­კე­თოს. თუმ­ცა კი ამა­ოდ. გი­ორ­გი სამი წე­ლი­წა­დია კო­მა­შია, დე­და­მი­სი კი ისევ იმა­ზე ფიქ­რობს, რომ მისი გი­ორ­გის სუნ­თქვა არ შე­წყდეს.

- ის დღე­ე­ბი რომ მახ­სენ­დე­ბა, როცა გი­ორ­გი ნელ-ნელა ეცე­მო­და, ამ ქვეყ­ნი­დან გაქ­რო­ბა მინ­და, მაგ­რამ ასე როდი ყო­ფი­ლა. როცა ამ­ბო­ბენ, უფა­ლი ადა­მი­ანს იმა­ზე მეტ გან­საც­დელს არ მის­ცემს, რისი გაძ­ლე­ბაც არ შე­უძ­ლი­აო, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, ახლა ყვე­ლა­ფერს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ვა­კე­თებ. ყვე­ლა­ზე ძნე­ლი წუ­თე­ბი ის იყო, როცა ვხე­დავ­დი, რო­გორ უძ­ლურ­დე­ბო­და ჩემი ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი ბიჭი, რო­გორ უსუს­ტდე­ბო­და მუხ­ლე­ბი, რო­გორ მი­ათ­რევ­და ფე­ხებს, რო­გორ და­ე­ჭი­მა და გა­უ­შეშ­და ხე­ლე­ბი, ფე­ხე­ბი და ყვე­ლა ნაკ­ვთი, ახლა კი მხო­ლოდ უნდა ვა­ცო­ცხლო და კი­დეც ვა­ცო­ცხლებ.

- გი­ორ­გი ხვდე­ბო­და მის თავს რა იყო?

- უკვე ვე­ღარ. ნელ-ნელა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ჩემი სა­ხე­ლიც კი. მხო­ლოდ სი­ტყვა "დედა" ახ­სოვ­და და გა­მუდ­მე­ბით მე­ძახ­და. სულ ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა უნ­დო­და, რომ გულ­ში ჩა­მეკ­რა იმ პა­ტა­რა ჩვი­ლი გი­ორ­გი­ვით, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც მყავ­და. ერთ სა­ში­ნელ დღეს ყბე­ბიც შე­ეკ­რა, რომ ვე­ღარ გა­ვუხ­სე­ნით, იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ და ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ის შეძ­ლეს, რომ გი­ორ­გის­თვის ზონ­დით საჭ­მლის მი­ცე­მა მას­წავ­ლეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

არსებობს ტკივილი, რომლის სიტყვებით გადმოცემა უძნელესია. სამი შვილის დედის, ირინა ქობულაძის ტკივილიც ეს არის - ენით აღუწერელი: როდესაც სამი წლის წინ მითხრა, ჩემს 12 წლის გიორგის პანენცეფალიტი დაემართა, ეს დაავადება ტვინს თიშავს, დამეხმარეთ, ასე არ მოხდესო, ამის შემდეგ კარგა ხანს იჯდა გაფითრებული და უმეტყველო. ბოლოს ისევ მე ვკითხე, ეს რა დაავადებაა-მეთქი და მიპასუხა, წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამსო! თავიდან მეც ვერ მივხვდი, ეს რა იყო, გიორგიმ თავად მითხრა, დედა, მე ვიცი პანენცეფალიტი რაც არის, სიკვდილიაო!

დამეთანხმებით, ამის მოსმენა ადვილი არ იყო, მით უფრო, დაწერა. მაგრამ უნდა დამეწერა - ადამიანებს ამან სიკეთის გაკეთების საშუალება მისცა, განადგურებულ დედას კი გულის მოოხების, რომ შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინა, რაც დედამ უნდა გააკეთოს. თუმცა კი ამაოდ. გიორგი სამი წელიწადია კომაშია, დედამისი კი ისევ იმაზე ფიქრობს, რომ მისი გიორგის სუნთქვა არ შეწყდეს.

- ის დღეები რომ მახსენდება, როცა გიორგი ნელ-ნელა ეცემოდა, ამ ქვეყნიდან გაქრობა მინდა, მაგრამ ასე როდი ყოფილა. როცა ამბობენ, უფალი ადამიანს იმაზე მეტ განსაცდელს არ მისცემს, რისი გაძლებაც არ შეუძლიაო, მართალი ყოფილა, ახლა ყველაფერს გაქვავებული ვაკეთებ. ყველაზე ძნელი წუთები ის იყო, როცა ვხედავდი, როგორ უძლურდებოდა ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი, როგორ უსუსტდებოდა მუხლები, როგორ მიათრევდა ფეხებს, როგორ დაეჭიმა და გაუშეშდა ხელები, ფეხები და ყველა ნაკვთი, ახლა კი მხოლოდ უნდა ვაცოცხლო და კიდეც ვაცოცხლებ.

- გიორგი ხვდებოდა მის თავს რა იყო?

- უკვე ვეღარ. ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, ოჯახის წევრების და ჩემი სახელიც კი. მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა. სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა, რომ გულში ჩამეკრა იმ პატარა ჩვილი გიორგივით, რომელიც ოდესღაც მყავდა. ერთ საშინელ დღეს ყბებიც შეეკრა, რომ ვეღარ გავუხსენით, იაშვილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი. საავადმყოფოში მხოლოდ ის შეძლეს, რომ გიორგისთვის ზონდით საჭმლის მიცემა მასწავლეს. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"