Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს?
"კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს?

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლად ატ­ვირ­თვა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის, დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვის ძმა, რომა ან­დრე­ე­ვი აცხა­დებს, რომ მისი ძმა ავან­ტი­უ­რის­ტია და ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფერს იგო­ნებს, ხოლო ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვის არ­ცოდ­ნის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გრა­მა­ტი­კუ­ლად და და­ლა­გე­ბუ­ლად ვერ და­წერ­და.

გა­ზე­თი „კვი­რის პა­ლიტ­რა“ ან­დრე­ე­ვის ძმას იმ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რაც დი­მიტ­რი ან­დრე­ევ­მა ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში მის მიერ ფა­რუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

„მის­გან ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დი, ფან­ტა­ზი­ო­რია, მაგ­რამ რაც მო­ვის­მი­ნე, იმ სი­ბინ­ძუ­რეს - არა. კაცი მოკ­ლა სომ­ხეთ­ში და რა შუ­ა­ში არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი? მა­კან­კა­ლებ­და, ამ სი­ბინ­ძუ­რეს რომ ვუს­მენ­დი. ემ­ზარ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემი მე­ზო­ბე­ლია. კარ­გის მეტი ამ ოჯა­ხის­გან არა­ფე­რი მახ­სოვს. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მათ­თან მე­გობ­რობ­და. ბა­ბუა ლომ­თა­თი­ძეა­ (დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვი facebook-ში სწო­რედ ამი­ტო­მაც არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ლომ­თა­თი­ძის გვა­რით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, რო­გორც მისი ძმა ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან ბუ­ბას ეძახ­დნენ. - ავტ.), ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი და ბა­ბუ­ას ოჯა­ხი ერთი კუ­თხი­დან იყ­ვნენ. დღემ­დე ვმე­გობ­რობ ემ­ზარ­თან, ურეკ­ში ჩვე­ნი სახ­ლე­ბი გვერ­დიგ­ვერდ დგას, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხე­დავ. როცა ოთხი წლის წინ ბა­ბუა გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ოჯა­ხი დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი ბუ­ბას ემ­ზარ­თან არ ჰქო­ნია, მაგ­რამ არც ძმა­კა­ცე­ბი ყო­ფი­ლან. წლე­ბია, ჩემს ძმას ემ­ზა­რი არ უნა­ხავს. ურე­კი­დან იძუ­ლე­ბით წა­ვე­დიო, რომ ამ­ბობს, ტყუ­ი­ლია! მას სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა წას­ვლა.

ავან­ტი­უ­რის­ტია ჩემი ძმა და ყვე­ლა­ფერს იგო­ნებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო მის ხელ­ში ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, არ ვიცი. არა­სო­დეს არ­ჩევ­ნებ­ზეც კი არ წა­სუ­ლა, აპო­ლი­ტი­კუ­რი იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვი­ღაც იყე­ნებს, მის ზურგს უკან ვი­ღაც დგას. და­ნამ­დვი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ მის facebook-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტექ­სტი ჩემი ძმის და­წე­რი­ლი არ არის. ჩვენ რუ­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გვაქვს, მარ­თვის მოწ­მო­ბაც კი რუ­სუ­ლად ავი­ღეთ. ლა­პა­რა­კი და წერა-კი­თხვა კი ვი­ცით ქარ­თუ­ლად, მაგ­რამ ასე გრა­მა­ტი­კუ­ლად და და­ლა­გე­ბუ­ლად ჩემი ძმა ვერ და­წერ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია! ამა­ზე თავს დავ­დებ! არ ვიცი, რის­თვის უნ­დო­და ეს სპექ­ტაკ­ლი, ან რა­ტომ და­მა­ლა ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბა. იქ­ნებ ვინ­მე დაჰ­პირ­და, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბიო.

VIDEO: რაში ამ­ხელს ძმა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბულს - ექ­სკლუ­ზი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი

ნე­ტავ, რის­თვის აკე­თებს ამას? სა­ი­დან მოხ­ვდა მის ხელ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი? ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს ამა­ზე ფიქ­რით. ამ ყვე­ლა­ფერს ის მარ­ტო ვერ გა­ა­კე­თებ­და. ალ­ბათ, რა­მეს შეჰ­პირ­დნენ და აქვს იმე­დი, რომ ცი­ხი­დან და­იხ­სნი­ან...“, - გა­ნუ­ცხა­და „კვი­რის პა­ლიტ­რას“ რომა ან­დრე­ევ­მა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს?

"კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს?

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველად ატვირთვაში სავარაუდოდ ბრალდებული პირის, დიმიტრი ანდრეევის ძმა, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია და ივანიშვილებთან დაკავშირებით ყველაფერს იგონებს, ხოლო ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო სოციალურ ქსელში გრამატიკულად და დალაგებულად ვერ დაწერდა.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ანდრეევის ძმას იმ ფაქტების შესახებ ესაუბრა, რაც დიმიტრი ანდრეევმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მისგან ყველაფერს ველოდი, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს - არა. კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა (დიმიტრი ანდრეევი facebook-ში სწორედ ამიტომაც არის დარეგისტრირებული ლომთათიძის გვარით. რაც შეეხება სახელს, როგორც მისი ძმა ამბობს, ბავშვობიდან ბუბას ეძახდნენ. - ავტ.), ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან, ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბუბას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა.

ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ! არ ვიცი, რისთვის უნდოდა ეს სპექტაკლი, ან რატომ დამალა ნამდვილი ვინაობა. იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო.

VIDEO: რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს - ექსკლუზიური დეტალები

ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით. ამ ყველაფერს ის მარტო ვერ გააკეთებდა. ალბათ, რამეს შეჰპირდნენ და აქვს იმედი, რომ ციხიდან დაიხსნიან...“, - განუცხადა „კვირის პალიტრას“ რომა ანდრეევმა წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს