ინდოეთში უტარ-პრადეშისა და უტარაკჰანდის შტატებში კონტრაფაქტული ალკოჰოლური სასმელის მოხმარების გამო სამი დღის განმავლობაში 104 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ უხარისხო სასმელის წარმოებისა და ვაჭრობის ბრალდებით 215 პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შტატებიას ხელისუფლებამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო არაკანონიერად წარმოებული ალკოჰოლის გამოსავლენად. პოლიციამ ამ დროისთვის 9.2 ათასი ლიტრი ალკოჰოლი ამოიღო უტარ-პრადეშის შტატში და ათასი ლიტრი კი უტარაკჰანდის შტატში.