კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობა - მიტროპოლიტი გრიგოლი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ინტერვიუს ეხმაურება
შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობა - მიტროპოლიტი გრიგოლი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ინტერვიუს ეხმაურება

ეს არის შან­ტა­ჟის ენა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას აი­ძუ­ლონ, მი­ი­ღოს რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ილა­რი­ონ ალ­ფე­ე­ვის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

რო­გორც მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია გო­ნივ­რულ, კა­ნო­ნი­კურ სა­მარ­თალ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

„ეს არის შან­ტა­ჟის ენა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას აი­ძუ­ლონ, მი­ი­ღოს რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ალ­ფე­ე­ვი არაა კერ­ძო პირი. ჩათ­ვა­ლეთ, რომ მან გა­ახ­მო­ვა­ნა რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია ამ სი­ტყვე­ბით. ეს სა­კი­თხი არაა და­ხუ­რუ­ლი, მსჯე­ლო­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, იხარ­შე­ბა. არა მხო­ლოდ ჩვენ­თან, სხვა ეკ­ლე­სი­ებ­შიც არ­სე­ბობს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. მჯე­რა, რომ სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღებთ გო­ნივ­რულ, კა­ნო­ნი­კურ სა­მარ­თალ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ შე­უ­წყებს ხელს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში ახა­ლი დიდი სქიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას“, - აცხა­დებს მე­უ­ფე გრი­გო­ლი.

მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გე­ნელ­ზე და ამ­ბობს, რომ მას­ში სა­ხი­ფა­თო ნაღ­მე­ბია და­მა­ლუ­ლი. „ამ სა­კი­თხში იმ­დე­ნად ძლი­ე­რია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი, რომ რე­ლი­გი­ურს ტოლს არ უდებს. იქ­ნებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი შეგ­ვეს­წავ­ლა და ის გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა? ეს თემა იმ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, მისი გავ­ლე­ნა აი­სა­ხე­ბა არა მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ზე, არა­მედ, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე. მით უმე­ტეს, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა აქვს. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სა­მო­მავ­ლო სე­რი­ო­ზულ საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო და­აბ­რუ­ნოს იმ წი­აღ­ში, სა­ი­და­ნაც გა­მო­ვე­დით, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ დაგ­ვიღ­წე­ვია თავი. ესაა საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლი­ტე­ტის, საბ­ჭო­უ­რი ის­ტო­რი­ის წი­ა­ღი. ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვართ პო­ლი­ტი­კუ­რად, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სია. ბო­ლომ­დე არ ვართ წარ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი“, - აცხა­დებს მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, „რუ­სე­თი, თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, ჩა­ე­რე­ვა ამ სა­კი­თხში, მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.

„თუმ­ცა, ამ სა­კი­თხის და­კავ­ში­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას­თან არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი, რად­გან რუ­სე­თის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მა­პი­რო­ბებ­ლად. ჩვენ სი­მარ­თლის მხა­რეს ვართ, თუ კო­ნი­უნ­ქტუ­რის მხა­რეს? ერ­თია სიფრ­თხი­ლე, მაგ­რამ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ კონ­ტროლ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ. იქ რუ­სუ­ლი ჯარი დგას და ვიდ­რე ეს ასეა, მე არა­ფერ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­კე­თეს არ ველი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, - აცხა­დებს მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი.

მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ილა­რი­ონ ალ­ფე­ევ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მხარს ვერ და­უ­ჭერს უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას, რად­გან თბი­ლის­ში კარ­გად ეს­მით, რა ემუქ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობა - მიტროპოლიტი გრიგოლი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ინტერვიუს ეხმაურება

შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობა - მიტროპოლიტი გრიგოლი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ინტერვიუს ეხმაურება

ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც მიტროპოლიტმა გრიგოლმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სჯერა, რომ საქართველოს ეკლესია გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ალფეევი არაა კერძო პირი. ჩათვალეთ, რომ მან გაახმოვანა რუსეთის ეკლესიის პოზიცია ამ სიტყვებით. ეს საკითხი არაა დახურული, მსჯელობის პროცესი გრძელდება, იხარშება. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ეკლესიებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეუწყებს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი დიდი სქიზმის განვითარებას“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მიტროპოლიტი გრიგოლი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის პოლიტიკურ შემადგენელზე და ამბობს, რომ მასში სახიფათო ნაღმებია დამალული. „ამ საკითხში იმდენად ძლიერია პოლიტიკური შემადგენელი, რომ რელიგიურს ტოლს არ უდებს. იქნებ, საზოგადოების აზრი შეგვესწავლა და ის გაგვეზიარებინა? ეს თემა იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მისი გავლენა აისახება არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაზე, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაზე. მით უმეტეს, ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც ეკლესიას ძალიან ძლიერი პოლიტიკური გავლენა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება, საქართველო დააბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც გამოვედით, მაგრამ ბოლომდე არ დაგვიღწევია თავი. ესაა საბჭოთა მენტალიტეტის, საბჭოური ისტორიის წიაღი. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკურად, მაგრამ ეს პროცესია. ბოლომდე არ ვართ წარსული გავლენებისგან თავისუფალი“, - აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

მისივე განცხადებით, „რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“.

„თუმცა, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის“, - აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან თბილისში კარგად ესმით, რა ემუქრება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ