პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან..." - არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია
"გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან..." - არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია

BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­ში სექსმომ­სა­ხუ­რე­ბის ინ­დუსტრია შე­იც­ვა­ლა - ახლა ტი­პი­უ­რი სექსმუ­შა­კი შე­საძ­ლოა იყოს 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალი, რომ­ლის უკა­ნაც შვი­ლე­ბი, იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი სახ­ლი და სხვა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი კა­ტე­გო­რია - ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცე­ბი ატყუ­ე­ბენ და სექსმო­ნე­ბად იყე­ნე­ბენ...

მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად მო­ძა­ლა­დე­ებ­თან შეკ­რუ­ლია რუ­სუ­ლი პო­ლი­ცია და მათ­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას აზრი არ აქვს.

BBC-სთან სა­უ­ბარ­ში, სექს-მუ­შაკ­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია "ვერ­ცხლის ვარ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირი­ნა მას­ლო­ვა ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში სექსმუ­შა­კად არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. თუმ­ცა, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, რო­მელ ქა­ლაქ­სა და რე­გი­ონ­ში რა ვი­თა­რე­ბაა - არ არ­სე­ბობს. მი­სი­ვე თქმით, მათ შო­რის არი­ან 12 წლის და ზე­მოთ ასა­კის გო­გო­ნე­ბიც. ბოლო წლებ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, გო­გო­ნე­ბის რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში სექსმო­ნე­ბად გა­ყიდ­ვამ, მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო.

ირი­ნა მას­ლო­ვა, Эхо Москвы

რუ­სე­თის შს სა­მი­ნის­ტრო სექსმუ­შა­კე­ბის გა­ცი­ლე­ბით "მოკ­რძა­ლე­ბულ" რა­ო­დე­ნო­ბას ასა­ხე­ლებს - უწყე­ბის ცნო­ბით, 2013 წელს რუ­სეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი.

კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “ნა­ბი­ჯე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის კი­რილ ბარ­სკის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ე.წ. ია­ტაკ­ქვე­შა პროს­ტი­ტუ­ცია, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ქა­ლე­ბის 99% სამ­სა­ხურ­და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი ამ გზით ოჯა­ხებს არ­ჩე­ნენ და მათ შო­რის, ქმრი­ა­ნი ქა­ლე­ბიც არი­ან...

ეკა­ტე­რინ­ბურ­გში არ­სე­ბუ­ლი ფონ­დის “ახა­ლი სი­ცო­ცხლის” დამ­ფუძ­ნებ­ლის ვერა კო­ვა­ლენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ნარ­კო­ტი­კის “დო­ზის­თვის” სექსმუ­შა­კე­ბი­დან პროს­ტი­ტუ­ცი­ით 5% თუ იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ამ გზით შვი­ლებს არ­ჩენს და ბან­კის ვა­ლებს ის­ტუმ­რებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მათ “აპარ­ტა­მენ­ტის გო­გო­ნებს” უწო­დე­ბენ და მათი სა­შუ­ა­ლო ასა­კი 30-34 წე­ლია.

იუ­რისტ ალი­ო­ნა მე­ხა­ნო­ში­ნას თქმით, ის წლე­ბია ამ ქა­ლებ­თან მუ­შა­ობს, რად­გან მათ პო­ლი­ცი­აც დევ­ნის და ამ­ბობს, რომ უმე­ტე­სო­ბას გა­ნათ­ლე­ბა და სამ­სა­ხუ­რი აქვთ, თუმ­ცა, ამით შვი­ლებს ვერ არ­ჩე­ნენ.

ფოტო-ილუსტრა­ცია BBC

“ჩემს ბოლო კლი­ენტს ქმა­რი და ორი შვი­ლი ჰყავს, ბინა იპო­თე­კით აქვთ დატ­ვირ­თუ­ლი და ქმა­რი საქ­მის კურ­სშია... მან მი­თხრა, რომ კრე­დი­ტის ფულს აგ­რო­ვებს, რად­გან საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ის­გან აქვს სეს­ხი აღე­ბუ­ლი, ბი­ნის და­კარ­გვა ემუქ­რე­ბათ... ქმა­რი მუ­შა­ობს, თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან სან­ქცი­ე­ბის გამო ხელ­ფა­სი შე­უმ­ცი­რეს. სხვა­თა შო­რის, ეს პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რს შე­ე­ხო, მათ სახ­ლი კრე­დი­ტით ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი, ახლა კი ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის, ან სუ­ლაც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის გამო, ბან­კის ვა­ლე­ბის გა­დახ­და ვერ შეძ­ლეს და “იოლი” გა­მო­სა­ვა­ლი იპოვ­ნეს... ქმა­რი ან ეგუ­ე­ბა, ან შორ­დე­ბა. არის მე­სა­მე ვა­რი­ან­ტიც - ლოთ­დე­ბა და ბი­ნას მა­ინც კარ­გა­ვენ.

არი­ან ისე­თი ქა­ლე­ბიც, ვინც ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარს და ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია... ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მივ­ლი­ნე­ბებ­ში უწევთ სი­ა­რუ­ლი... თუმ­ცა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნე­ტით ახალ “ნაც­ნო­ბებს” ეძე­ბენ...” - ამ­ბობს მე­ხა­ნო­ში­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს ამ პრო­ფე­სი­ის ქა­ლე­ბის უგზო-უკვლოდ გაქ­რო­ბის და თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

“გო­გო­ნე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ჰყვე­ბი­ან, რომ მათ და მათ მე­გობ­რებს კომ­პა­ნია და კერ­ძო პირი უცხო­ეთ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, კა­ზი­ნო­ში, სას­ტუმ­რო­ებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი, ვი­საც შვი­ლი არ ჰყავს, ან ჰყავს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი დე­დას და ახ­ლობ­ლებს და­უ­ტო­ვა, წა­ვი­და, მაგ­რამ დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან... ასე­თე­ბი ათა­სო­ბი­თაა,” - ამ­ბობს ის.

ორ­გა­ნი­ზა­ცია “ნა­ბი­ჯებ­ში” ამ­ბო­ბენ, რომ არა­ერ­თხელ აც­ნო­ბეს რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ პოდ­მოს­კო­ვი­ეს­თან, რე­გუ­ლა­რუ­ლად ხე­და­ვენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნი­დან გად­მოყ­ვა­ნილ გო­გო­ნებს სვა­მენ. “რო­დე­საც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რით, გვი­თხრეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი არ უნდა გა­და­მეკ­ვე­თა,” - ამ­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ევ­გე­ნია ვო­რო­ნი­ნას შე­ფა­სე­ბით, სექსმუ­შა­კე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომ­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და ეს მხო­ლოდ მათ არ ეხე­ბათ, რად­გან უამ­რა­ვი გა­დამ­დე­ბი ვირუ­სი­სა და ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.

“ეს გო­გო­ნე­ბი არა­თუ სხვის ჯან­მრთე­ლო­ბას, თა­ვი­ანთსაც კი არ უფრთხილ­დე­ბი­ან. მათ უმე­ტე­სო­ბას აივ ვირუ­სი, ცე ჰე­პა­ტი­ტი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ. სა­ხელ­მწი­ფო კი გვერდს უვ­ლის მათ, თით­ქოს მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან, არა­ვი­თა­რი სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბი არ არ­სე­ბობს, რი­თაც ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლე­ბენ, არა­და, საფრ­თხეს უქ­მნი­ან გარ­შე­მო ყვე­ლას და თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­ცი­დი­ნო სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი რის­კის ქვეშ დგას", - ამ­ბობს BBC-სთან სა­უ­ბარ­ში ევ­გე­ნია ვო­რო­ნი­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ს მი­ხედ­ვით

მთა­ვა­რი ფოტო: Комсомольская Правда

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან..." - არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია

"გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან..." - არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში რუსეთში სექსმომსახურების ინდუსტრია შეიცვალა - ახლა ტიპიური სექსმუშაკი შესაძლოა იყოს 30 წელს გადაცილებული ქალი, რომლის უკანაც შვილები, იპოთეკით დატვირთული სახლი და სხვა საბანკო ვალდებულებია. სპეციალისტების თქმით, არსებობს კიდევ ერთი კატეგორია - ქალები, რომელთაც მამაკაცები ატყუებენ და სექსმონებად იყენებენ...

მედიასთან საუბარში, დაზარალებულები ამბობენ, რომ ხშირად მოძალადეებთან შეკრულია რუსული პოლიცია და მათთვის დახმარების თხოვნას აზრი არ აქვს.

BBC-სთან საუბარში, სექს-მუშაკთა დაცვის ორგანიზაცია "ვერცხლის ვარდის" ხელმძღვანელი ირინა მასლოვა ამბობს, რომ რუსეთში სექსმუშაკად არაოფიციალური მონაცემებით, 3 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა, რომელ ქალაქსა და რეგიონში რა ვითარებაა - არ არსებობს. მისივე თქმით, მათ შორის არიან 12 წლის და ზემოთ ასაკის გოგონებიც. ბოლო წლებში გავლენიანი ადამიანების ხელშეწყობით, გოგონების როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში სექსმონებად გაყიდვამ, მასშტაბური სახე მიიღო.

ირინა მასლოვა, Эхо Москвы

რუსეთის შს სამინისტრო სექსმუშაკების გაცილებით "მოკრძალებულ" რაოდენობას ასახელებს - უწყების ცნობით, 2013 წელს რუსეთში პროსტიტუციით დაკავებული იყო 1 მილიონი ადამიანი.

კიდევ ერთი ორგანიზაციის “ნაბიჯების” დამფუძნებლის კირილ ბარსკის განცხადებით, არსებობს ე.წ. იატაკქვეშა პროსტიტუცია, რომელშიც ჩართული ქალების 99% სამსახურდაკარგულები არიან. ისინი ამ გზით ოჯახებს არჩენენ და მათ შორის, ქმრიანი ქალებიც არიან...

ეკატერინბურგში არსებული ფონდის “ახალი სიცოცხლის” დამფუძნებლის ვერა კოვალენკოს განცხადებით, ნარკოტიკის “დოზისთვის” სექსმუშაკებიდან პროსტიტუციით 5% თუ იქნება დაკავებული, დანარჩენი ამ გზით შვილებს არჩენს და ბანკის ვალებს ისტუმრებს. სპეციალისტები მათ “აპარტამენტის გოგონებს” უწოდებენ და მათი საშუალო ასაკი 30-34 წელია.

იურისტ ალიონა მეხანოშინას თქმით, ის წლებია ამ ქალებთან მუშაობს, რადგან მათ პოლიციაც დევნის და ამბობს, რომ უმეტესობას განათლება და სამსახური აქვთ, თუმცა, ამით შვილებს ვერ არჩენენ.

ფოტო-ილუსტრაცია BBC

“ჩემს ბოლო კლიენტს ქმარი და ორი შვილი ჰყავს, ბინა იპოთეკით აქვთ დატვირთული და ქმარი საქმის კურსშია... მან მითხრა, რომ კრედიტის ფულს აგროვებს, რადგან საკრედიტო კომპანიისგან აქვს სესხი აღებული, ბინის დაკარგვა ემუქრებათ... ქმარი მუშაობს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სანქციების გამო ხელფასი შეუმცირეს. სხვათა შორის, ეს პრობლემები ბევრს შეეხო, მათ სახლი კრედიტით ჰქონდათ აღებული, ახლა კი ხელფასების შემცირების, ან სულაც სამსახურის დაკარგვის გამო, ბანკის ვალების გადახდა ვერ შეძლეს და “იოლი” გამოსავალი იპოვნეს... ქმარი ან ეგუება, ან შორდება. არის მესამე ვარიანტიც - ლოთდება და ბინას მაინც კარგავენ.

არიან ისეთი ქალებიც, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს და ალკოდამოკიდებულია... ისინი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ კერძო კომპანიაში მუშაობენ და სამსახურებრივ მივლინებებში უწევთ სიარული... თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ინტერნეტით ახალ “ნაცნობებს” ეძებენ...” - ამბობს მეხანოშინა, რომლის თქმითაც, უამრავი შემთხვევა არსებობს ამ პროფესიის ქალების უგზო-უკვლოდ გაქრობის და თითქმის ყველა საქმე გამოუძიებელია.

“გოგონები პირად საუბრებში ჰყვებიან, რომ მათ და მათ მეგობრებს კომპანია და კერძო პირი უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას ჰპირდებოდა, კაზინოში, სასტუმროებსა და ღამის კლუბებში. რამდენიმე მათგანი, ვისაც შვილი არ ჰყავს, ან ჰყავს, მაგრამ ბავშვები დედას და ახლობლებს დაუტოვა, წავიდა, მაგრამ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან... ასეთები ათასობითაა,” - ამბობს ის.

ორგანიზაცია “ნაბიჯებში” ამბობენ, რომ არაერთხელ აცნობეს რუსეთის სამართალდამცავ უწყებებს იმის შესახებ, რომ პოდმოსკოვიესთან, რეგულარულად ხედავენ მიკროავტობუსს, რომელშიც რამდენიმე მანქანიდან გადმოყვანილ გოგონებს სვამენ. “როდესაც პოლიციას ვუთხარით, გვითხრეს წითელი ხაზები არ უნდა გადამეკვეთა,” - ამბობენ ორგანიზაციაში.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელის ევგენია ვორონინას შეფასებით, სექსმუშაკების ჯანმრთელობის მდგომრეობა უკიდურესად მძიმეა და ეს მხოლოდ მათ არ ეხებათ, რადგან უამრავი გადამდები ვირუსისა და ინფექციის მატარებლები არიან.

“ეს გოგონები არათუ სხვის ჯანმრთელობას, თავიანთსაც კი არ უფრთხილდებიან. მათ უმეტესობას აივ ვირუსი, ცე ჰეპატიტი და სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები აქვთ. სახელმწიფო კი გვერდს უვლის მათ, თითქოს მათი მოქალაქეები არ არიან, არავითარი სამედიცინო პროგრამები არ არსებობს, რითაც ისინი სარგებლობას შეძლებენ, არადა, საფრთხეს უქმნიან გარშემო ყველას და თუ ჩვენს ქვეყანაში სამეციდინო სფეროში არსებულ პრობლემებს გავითვალისწინებთ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი რისკის ქვეშ დგას", - ამბობს BBC-სთან საუბარში ევგენია ვორონინა.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით

მთავარი ფოტო: Комсомольская Правда

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე