კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"
რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"

იშ­ვი­ა­თად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც ულა­მა­ზე­სი თაკო ჩხე­ი­ძის მი­მართ უარ­ყო­ფი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა თა­კომ და მის­მა მე­უღ­ლემ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის თან­ხა შეს­წი­რეს, ხალ­ხის ნა­წი­ლი გა­ღი­ზი­ან­და...

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მით­ქმა-მოთ­ქმა შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტზე თა­კოს მე­უღ­ლის - რუს­ლან აბა­ში­ძის და­ნიშ­ვნამ გა­მო­იწ­ვია.

თაკო ჩხე­ი­ძეს ჟურ­ნა­ლი "გზა" სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ეს­ტუმ­რა და მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა სა­კი­თხზე ესა­უბ­რა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­საძ­ლოა, სა­ინ­ტე­რე­სო იყოს...

- თაკო, 3 შვი­ლის აღ­ზრდას და კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბას წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებთ თუ ამ ორ საქ­მე­ში ბა­ლან­სის დაც­ვა გი­ჭირთ?

- ვცდი­ლობ, დრო სწო­რად გა­ვა­ნა­წი­ლო: არც ჩემს საქ­მეს მო­ვაკ­ლდე და არც - შვი­ლებს. საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე მაქვს. ადა­მი­ანს ძლი­ე­რი და ერ­თგუ­ლი გუნ­დი თუ არ გყავს, ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბა - მარ­ტო წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ჩემი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო ჩემი გუნ­დია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ... დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს მხო­ლოდ შვი­ლებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მეც.

"თბი­ლი­სის ფე­შენ ვი­კის" პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­გე­ბენ - მათ­გან თა­ნად­გო­მას ვგრძნობ. სხვა­თა შო­რის, შვი­ლე­ბის­თვის რჩე­ვა ბევ­რჯერ მი­კი­თხავს. თან, უკვე გა­ი­ზარ­დნენ და აა­ნა­ლი­ზე­ბენ, დედა რას აკე­თებს. ჩემი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ მათ ხში­რად ვუყ­ვე­ბი, რაც მოს­წონთ. ადა­მი­ა­ნის­თვის ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა პირ­ვე­ლი ან­ტის­ტრე­სია. ბავ­შვე­ბი, მათ­თან ერ­თად გარ­თო­ბა (კი­ნო­ში სი­ა­რუ­ლი, სპექ­ტაკლზე თუ კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა, ხატ­ვა, თა­მა­ში) ძა­ლი­ან მიყ­ვარს...

- ოდეს­მე სა­სო­წარ­კვე­თილ დი­ა­სახ­ლი­სად გიგ­რძნი­ათ თავი?

- დი­ა­სახ­ლი­სად მიგ­რძნია და ვგრძნობ კი­დეც, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თი­ლად - არა. ცუდი ხა­სი­ა­თის­თვის დრო არ მაქვს. გა­რე­მო, სა­დაც ვცხოვ­რობ და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი, ჩემი საქ­მე მიყ­ვარს. როცა ვიღ­ვი­ძებ, ვხვდე­ბი - ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია.

- როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, თქვენ და თქვენ­მა მე­უღ­ლემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მხარ­და­ჭე­რილ და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თან­ხა შეს­წი­რეთ, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ამის გამო დის­კომ­ფორ­ტი არ გიგ­რძნი­ათ?

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დღეს არ გა­მიც­ნია - 15 წე­ლია, ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ. მისი ქარ­თუ­ლი და იმავდრო­უ­ლად, ევ­რო­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონ­და. გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგა, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი ხედ­ვე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა...

მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის თან­ხის შე­წირ­ვა იყო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა - ასე მი­ვიჩ­ნი­ეთ სა­ჭი­როდ. პო­ლი­ტი­კა­სა და ნე­გა­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და. სა­ლო­მეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და, გვერ­დით არა­ვინ ედგა, არა­და, თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ეწარ­მო­ე­ბი­ნა. მისი ახლო მე­გობ­რე­ბი, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, რომ მხარ­ში ამოს­დგო­მოდ­ნენ. უბ­რა­ლოდ, რაკი მე ცნო­ბი­ლი ვარ, ჩემ­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სხვაგ­ვა­რად აღიქ­ვა. სა­ლო­მეს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ამ უარ­ყო­ფით ტალ­ღა­ში ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი მოვ­ხვდით, ვინც მას მხარს ვუ­ჭერ­დით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: წი­ნან­დალ­ში გა­მარ­თუ­ლი და­ხუ­რუ­ლი მი­ღე­ბის დე­ტა­ლე­ბი - "სა­ლო­მე ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მწვა­ნე კაბა ეცვა"

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მწერ­დნენ, - მო­ღა­ლა­ტე ხარო, თავ­და­პირ­ვე­ლად გულ­ზე მხვდე­ბო­და, ახლა ამა­ზე უკვე მე­ცი­ნე­ბა. სი­ტყვა "მო­ღა­ლა­ტეს" ასე ად­ვი­ლად "ის­როდ­ნენ"... რა თქმა უნდა, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი იყო, მაგ­რამ მა­ინც მჯე­რო­და, სა­ლო­მე გა­ი­მარ­ჯვებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ­თვის ბევრ კარგ საქ­მეს გა­ა­კე­თებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ლან­ძღა­ვად ასე ად­ვი­ლად გვი­მე­ტებ­და, ცო­ტა­თი მა­ინც შერ­ცხვე­ბათ.

- ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის მიერ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის­თვის შე­წი­რუ­ლი თან­ხა ფუ­ლის ერ­თგვა­რი "და­ბან­დე­ბა" იყო თქვე­ნი მე­უღ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ში...

- ჩემი მე­უღ­ლე 25 წელი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ელჩი იყო. იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც უმუ­შა­ვია, რაც ახლა უკა­ვია. მის­თვის ეს საქ­მე ახა­ლი არ არის. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა დიდი ხნით ადრე შეს­თა­ვა­ზეს, ვიდ­რე ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ახლა ამ ფაქტს რა­ღა­ცას "მი­ა­ბამ­დნენ", მაგ­რამ ეს ასე არ არის: ჩემი მე­უღ­ლე ერთ-ერთი ძა­ლი­ან კარ­გი კად­რი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­თან და ოსეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას გა­მო­ად­გე­ბათ, რად­გან ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და თა­ვა­დაც წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან (გაგ­რი­დან) არის წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"

რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"

იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ულამაზესი თაკო ჩხეიძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა თაკომ და მისმა მეუღლემ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხა შესწირეს, ხალხის ნაწილი გაღიზიანდა...

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საზოგადოების მითქმა-მოთქმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თაკოს მეუღლის - რუსლან აბაშიძის დანიშვნამ გამოიწვია.

თაკო ჩხეიძეს ჟურნალი "გზა" სამოდელო სააგენტოში ესტუმრა და მეტ-ნაკლებად ყველა საკითხზე ესაუბრა, რაც საზოგადოებისთვის შესაძლოა, საინტერესო იყოს...

- თაკო, 3 შვილის აღზრდას და კარიერის განვითარებას წარმატებით ახერხებთ თუ ამ ორ საქმეში ბალანსის დაცვა გიჭირთ?

- ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო: არც ჩემს საქმეს მოვაკლდე და არც - შვილებს. საკმაოდ შრომატევადი საქმე მაქვს. ადამიანს ძლიერი და ერთგული გუნდი თუ არ გყავს, ძალიან გაგიჭირდება - მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ჩემი გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ. დღის განმავლობაში, ისინიც დაკავებულები არიან და მეც.

"თბილისის ფეშენ ვიკის" პერიოდში უფრო მეტად დაკავებული ვარ, მაგრამ ოჯახის წევრები მიგებენ - მათგან თანადგომას ვგრძნობ. სხვათა შორის, შვილებისთვის რჩევა ბევრჯერ მიკითხავს. თან, უკვე გაიზარდნენ და აანალიზებენ, დედა რას აკეთებს. ჩემი საქმეების შესახებ მათ ხშირად ვუყვები, რაც მოსწონთ. ადამიანისთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველი ანტისტრესია. ბავშვები, მათთან ერთად გართობა (კინოში სიარული, სპექტაკლზე თუ კონცერტზე დასწრება, ხატვა, თამაში) ძალიან მიყვარს...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა. ცუდი ხასიათისთვის დრო არ მაქვს. გარემო, სადაც ვცხოვრობ და გარშემო მყოფები, ჩემი საქმე მიყვარს. როცა ვიღვიძებ, ვხვდები - ცხოვრება მშვენიერია.

- როცა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილის თანხა შესწირეთ, ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო დისკომფორტი არ გიგრძნიათ?

- სალომე ზურაბიშვილი დღეს არ გამიცნია - 15 წელია, ოჯახებით ვმეგობრობთ. მისი ქართული და იმავდროულად, ევროპული შეხედულებები ძალიან მომწონდა. გამიხარდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგა, რადგან დარწმუნებული ვარ, მისი ხედვები და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება...

მისი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის შეწირვა იყო ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერა - ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. პოლიტიკასა და ნეგატივზე საუბარი არ მინდა. სალომეს რთული პერიოდი ჰქონდა, გვერდით არავინ ედგა, არადა, თანხები იყო საჭირო, რომ ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. მისი ახლო მეგობრები, გარშემო მყოფები შეიკრიბნენ, რომ მხარში ამოსდგომოდნენ. უბრალოდ, რაკი მე ცნობილი ვარ, ჩემგან საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვა. სალომეს წინააღმდეგ მიმართული კამპანია ძალიან ბინძური იყო. სამწუხაროდ, ამ უარყოფით ტალღაში ყველა ის ადამიანი მოვხვდით, ვინც მას მხარს ვუჭერდით.

ასევე დაგაინტერესებთ: წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"

წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მწერდნენ, - მოღალატე ხარო, თავდაპირველად გულზე მხვდებოდა, ახლა ამაზე უკვე მეცინება. სიტყვა "მოღალატეს" ასე ადვილად "ისროდნენ"... რა თქმა უნდა, არასასიამოვნო პერიოდი იყო, მაგრამ მაინც მჯეროდა, სალომე გაიმარჯვებდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს და იმ ადამიანებს, ვინც სალანძღავად ასე ადვილად გვიმეტებდა, ცოტათი მაინც შერცხვებათ.

- ზოგი მიიჩნევს, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შეწირული თანხა ფულის ერთგვარი "დაბანდება" იყო თქვენი მეუღლის ამჟამინდელ თანამდებობაში...

- ჩემი მეუღლე 25 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩი იყო. იმ თანამდებობაზეც უმუშავია, რაც ახლა უკავია. მისთვის ეს საქმე ახალი არ არის. ამ თანამდებობის დაკავება დიდი ხნით ადრე შესთავაზეს, ვიდრე ქალბატონი სალომეს საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა. ბუნებრივია, რომ ახლა ამ ფაქტს რაღაცას "მიაბამდნენ", მაგრამ ეს ასე არ არის: ჩემი მეუღლე ერთ-ერთი ძალიან კარგი კადრი გახლავთ, რომელიც აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკებისას გამოადგებათ, რადგან ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და თავადაც წარმოშობით აფხაზეთიდან (გაგრიდან) არის წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ