გერმანიის ეროვნული ნაკრების გუშინდელი მარცხის გამო გერმანელმა ფანებმა რვაფეხა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები "dynameet.ru"-ს ბლოგერებმა გაავრცელეს.
გერმანიის ნაკრების 16 განრისხებული ფანი ოკეანერიუმ "ობერხაუზენის" იმ დარბაზში შეიჭრა, რომელშიც "წინასწარმეტყველი" რვაფეხა ბინადრობდა. ზოოპარკის თანამშრომლების მცდელობა, მთვრალი ფანები შეეჩერებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა აკვარიუმი გატეხეს და რვაფეხა მოკლეს.
სამართალდამცველების რაზმი შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა, ფანები დააკავა და მათ მკვდარი რვაფეხა "პაულის" სხეული წაართვა. ფანები მკვდარი ცხოველისგან კერძის მომზადებას და შეჭმას აპირებდნენ.
არსებული ინფორმაციით, რვაფეხა "პაულთან" საფეხბურთო მატჩის წინ საკვები ორი თეფშით მიჰქონდათ, რომლებზეც მონაწილე გუნდების დროშები იყო დამაგრებული. მიიჩნეოდა, რომ ცხოველი რომელი თეფშიდანაც შეჭამდა საკვებს, ის გუნდი გაიმარჯვებდა, რაც მართლდებოდა კიდეც.
როგორც ამბობენ, მსოფლიო ჩემპინატზე ესპანეთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების მატჩის წინ "პაულმა" საკვები ესპანეთის სინიდან შეჭამა.
გუშინდელ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ნაგარიშით 1:0 გაიმარჯვა და გერმანელი ფანების განრისხებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.