ბოლო პერიოდში მოქალაქეები ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის გამო ჩივიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერს და აღნიშნავს, რომ იანვარში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი გადასახადი დაერიცხათ.
აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია "სოკარი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა ერთი მხრივ ზამთრის სეზონის დადგომას და მეორეს მხრივ, იანვარში დღესასწაულების სიმრავლეს უკავშირდება.
"კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას იწვევს. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი შესაბამისი დატვირთვით მუშაობს, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს, იმისთვის რომ თქვენს სახლში სასურველი ტემპერატურა შენარჩუნდეს, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარება/ხარჯს.
აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობაც - რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად. ამასთან, იანვარი დატვირთულია დღესასწაულებით. რაც ბუნებრივია, გაზის მოხმარებაზე აისახება.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით იანვარში განხორციელებულ დარიცხვას, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114 განაგრძეთ კითხვა