საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ულამაზესი ქართველი ბალერინა - "მასთან პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა"
ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ულამაზესი ქართველი ბალერინა - "მასთან პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა"

"...მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი ბა­ლე­ტის ულა­მა­ზეს სამ­ყა­რო­ში და დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, რად­გან დღეს ბა­ლე­ტის გა­რე­შე ჩემი თავი წუ­თი­თაც ვე­ღარ წარ­მო­მიდ­გე­ნია", - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი ეკა სურ­მა­ვა. თუ რო­გორ გახ­და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი პრი­მა-ბა­ლე­რი­ნას - ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი და რო­გორ აი­წყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს და რად­გან ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მო­უს­ვენ­რე­ბი ვი­ყა­ვით, მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნეთ. ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო ბა­ტო­ნი გელა წე­რე­თე­ლი, რო­მელ­მაც ჩემ­ში კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ი­ნა­ხა და დე­და­ჩემს ურ­ჩია, სა­ბა­ლე­ტო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე. ჩემი ოჯა­ხის­თვის ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ბა­ლეტ­ზე არ ფიქ­რობ­დნენ, მაგ­რამ რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტუ­დი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნეს. შემ­დეგ მი­ვაღ­წიე იმ ასაკს, რო­დე­საც ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. სას­წავ­ლე­ბელ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი მქონ­და, ბა­ლე­ტი ძა­ლი­ან მომ­წონ­და და მსურ­და ამ სფე­რო­ში ყოფ­ნა... ერთი ფაქ­ტია კი­დევ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: რო­დე­საც დე­და­ჩემს ჩემი ბა­ლეტ­ში გა­დაყ­ვა­ნა ურ­ჩი­ეს, მე ეს დი­დად არ მსურ­და. მაგ­რამ შემ­დეგ ისე და­ემ­თხვა, რომ ბი­ძა­ჩემ­მა ოპე­რის თე­ატ­რში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც "გე­დე­ბის ტბა" გა­დი­ო­და და ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ცეკ­ვავ­და. მან ჩემ­ზე იმ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ ის სპექ­ტაკ­ლი დღე­საც მახ­სოვს! ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი ბა­ლე­ტის ულა­მა­ზეს სამ­ყა­რო­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რა­საც ვა­კე­თებ!

- ბა­ლე­ტის სამ­ყა­რო თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას მო­ი­თხოვს...

- ნამ­დვი­ლად ასეა... ერთი შე­ხედ­ვით ლა­მა­ზი და ჰა­ე­რო­ვა­ნი სამ­ყა­როა, მაგ­რამ კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად! როცა შენი საქ­მე გუ­ლით შე­გიყ­ვარ­დე­ბა და რა­საც აკე­თებ, იმას სულ­სა და გულს უძღვნი, მა­შინ მი­აღ­წევ წარ­მა­ტე­ბებს! სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა თა­ვი­სე­ბურ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს! ხან­და­ხან ვამ­ბობთ, რომ ჩვენ რე­ა­ლუ­რად მა­ზო­ხის­ტე­ბი ვართ, რად­გან არ არ­სე­ბობს რე­პე­ტი­ცი­ის დროს რამე არ მტკი­ო­დეს, მაგ­რამ ეს თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის და ამ ტკი­ვი­ლე­ბით ძა­ლი­ან ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც! სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­დღე უნდა აჯო­ბო! ყო­ვე­ლი დღე შენს თავ­სა და ორ­გა­ნიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე უნდა იყოს! სას­წავ­ლე­ბელ­ში 30 ბავ­შვზე მეტი ვსწავ­ლობ­დით და დღეს იმ ჯგუ­ფი­დან ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში აქ­ტი­უ­რი მხო­ლოდ სამ­ნი ვართ - ეს უკვე ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს! ბა­ლე­ტი რო­გორც მენ­ტა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად გაძ­ლი­ე­რებს, ასე­ვე გამ­ზა­დებს ცხოვ­რე­ბის­თვი­საც! უფრო იო­ლად უმკლავ­დე­ბი იმ სირ­თუ­ლე­ებს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ა­ში კი არა, ცხოვ­რე­ბა­ში გხვდე­ბა! ამი­ტომ ვი­სურ­ვებ­დი, სა­ბა­ლე­ტო ხე­ლოვ­ნე­ბას კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ირ­ჩევ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ფე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის...

- დიახ, არ არის და მით უმე­ტეს, ვა­ჟე­ბის­თვის... რა­ტომ­ღაც არას­წო­რი სტე­რე­ო­ტი­პია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, თით­ქოს ბი­ჭის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი პრო­ფე­სი­აა. ამ დროს პი­რი­ქით, სა­ბა­ლე­ტო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან!

- პირ­ვე­ლად დიდ სცე­ნა­ზე გას­ვლა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გას­ვლას, რად­გან ალ­ბათ, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. სას­წავ­ლებ­ლის ბავ­შვე­ბი აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით თე­ატ­რის დად­გმებ­ში... გა­მორ­ჩე­უ­ლი რაც იყო, ეს მახ­სოვს: "მაკ­ნა­ტუ­ნა­ში" მაკ­ნა­ტუ­ნა ვი­ცეკ­ვე და მა­შინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან დი­დის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი. იმ ემო­ცი­ე­ბის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა მი­ჭირს.

- თქვენ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის რჩე­ულ ბა­ლე­რი­ნად ით­ვლე­ბით... რო­გორ მო­ი­პო­ვეთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი პრი­მა-ბა­ლე­რი­ნას ამ­ხე­ლა ნდო­ბა?

- ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ჩემ­თვის უზარ­მა­ზა­რი პა­ტი­ვია! მე ჯერ კი­დევ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო კურ­სებ­ზე... თე­ატ­რში მოს­ვლის დღი­დან დიდ ნდო­ბას ვგრძნობ­დი. ნამ­დვი­ლად არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რო­დე­საც თე­ატ­რში მი­დი­ხარ და გა­მორ­ჩე­ულ პარ­ტი­ებს გაძ­ლე­ვენ. მე მქონ­და ეს უპი­რა­ტე­სო­ბა და ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ! გან­სა­კუთ­რე­ბით და­უ­ვი­წყა­რი იყო, რო­დე­საც ია­პო­ნი­ა­ში "გე­დე­ბის ტბა" ვი­ცეკ­ვე. თეთ­რი გე­დის - ოდე­ტას პარ­ტი­ას მე ვცეკ­ვავ­დი და ოდი­ლი­ას - ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი. მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო პრი­მა-ბა­ლე­რი­ნას­თან ასე ვთქვათ, პარ­ტი­ის გა­ყო­ფა მა­ნამ­დე არც და­მე­სიზ­მრე­ბო­და. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ შან­სი მომ­ცა და ამით უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- ნინო ანა­ნი­აშ­ვილს ია­პო­ნი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აფა­სე­ბენ და ეს ალ­ბათ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლეთ...

- დიახ... ჩვე­ნი დასი არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფი­ლა და ანა­ნი­აშ­ვილს ყველ­გან იც­ნო­ბენ, დიდ პა­ტივს სცე­მენ, მაგ­რამ ია­პო­ნი­ა­ში ნამ­დვი­ლად აღ­მერ­თე­ბენ! სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე ხალ­ხს რა ემარ­თე­ბო­და მისი და­ნახ­ვი­სას. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რი­გე­ბი იყო ავ­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის, მას­თან ფო­ტოს იღებ­დნენ! რო­დე­საც ხე­დავ შენი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს სხვა ქვე­ყა­ნა­ში რამ­ხე­ლა და­ფა­სე­ბა აქვს, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა! მე ჩემს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას ნინო ანა­ნი­აშ­ვილს ვუ­კავ­ში­რებ. თუნ­დაც მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით წას­ვლას იტა­ლი­ის კონ­კურ­სზე, სა­დაც მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღეთ... არა­ერ­თი მთა­ვა­რი პარ­ტია ვი­ცეკ­ვე თე­ატ­რში და მქონ­და პა­ტი­ვი ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­თან მე­მუ­შა­ვა. ის ისეთ ნი­უ­ან­სებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რა­საც სხვის­გან ვერ ის­წავ­ლი... სულ ვგრძნობ მის მხარ­და­ჭე­რას თუნ­დაც, ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ულამაზესი ქართველი ბალერინა - "მასთან პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა"

ვინ არის ნინო ანანიაშვილის რჩეული ულამაზესი ქართველი ბალერინა - "მასთან პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა"

"...მოულოდნელად აღმოვჩნდი ბალეტის ულამაზეს სამყაროში და დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რადგან დღეს ბალეტის გარეშე ჩემი თავი წუთითაც ვეღარ წარმომიდგენია", - ამბობს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ეკა სურმავა. თუ როგორ გახდა მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინას - ნინო ანანიაშვილის რჩეული და როგორ აიწყო წარმატებული კარიერა, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

- ორი დედმამიშვილი მყავს და რადგან ბავშვობაში ძალიან მოუსვენრები ვიყავით, მშობლებმა გადაწყვიტეს ქართულ ცეკვებზე მივეყვანეთ. ჩვენი პედაგოგი იყო ბატონი გელა წერეთელი, რომელმაც ჩემში კარგი მონაცემები დაინახა და დედაჩემს ურჩია, საბალეტო სასწავლებელში გადავეყვანე. ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ბალეტზე არ ფიქრობდნენ, მაგრამ რჩევა გაითვალისწინეს და ვირსალაძის სახელობის სტუდიაში მიმიყვანეს. შემდეგ მივაღწიე იმ ასაკს, როდესაც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარება შეიძლებოდა. სასწავლებელში პატარ-პატარა წარმატებები მქონდა, ბალეტი ძალიან მომწონდა და მსურდა ამ სფეროში ყოფნა... ერთი ფაქტია კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი: როდესაც დედაჩემს ჩემი ბალეტში გადაყვანა ურჩიეს, მე ეს დიდად არ მსურდა. მაგრამ შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ბიძაჩემმა ოპერის თეატრში წამიყვანა, სადაც "გედების ტბა" გადიოდა და ნინო ანანიაშვილი ცეკვავდა. მან ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის სპექტაკლი დღესაც მახსოვს! ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ბალეტის ულამაზეს სამყაროში. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ!

- ბალეტის სამყარო თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს...

- ნამდვილად ასეა... ერთი შეხედვით ლამაზი და ჰაეროვანი სამყაროა, მაგრამ კოლოსალური შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად! როცა შენი საქმე გულით შეგიყვარდება და რასაც აკეთებ, იმას სულსა და გულს უძღვნი, მაშინ მიაღწევ წარმატებებს! სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს! ხანდახან ვამბობთ, რომ ჩვენ რეალურად მაზოხისტები ვართ, რადგან არ არსებობს რეპეტიციის დროს რამე არ მტკიოდეს, მაგრამ ეს თითქოს ჩვეულებრივი რამ არის და ამ ტკივილებით ძალიან ძლიერ პიროვნებად ყალიბდები მენტალურადაც და ფიზიკურადაც! საკუთარ თავს ყოველდღე უნდა აჯობო! ყოველი დღე შენს თავსა და ორგანიზმზე გამარჯვების დღე უნდა იყოს! სასწავლებელში 30 ბავშვზე მეტი ვსწავლობდით და დღეს იმ ჯგუფიდან ჩვენს პროფესიაში აქტიური მხოლოდ სამნი ვართ - ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს! ბალეტი როგორც მენტალურად და ფიზიკურად გაძლიერებს, ასევე გამზადებს ცხოვრებისთვისაც! უფრო იოლად უმკლავდები იმ სირთულეებს, რომელიც მხოლოდ პროფესიაში კი არა, ცხოვრებაში გხვდება! ამიტომ ვისურვებდი, საბალეტო ხელოვნებას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ირჩევდეს საქართველოში...

- სამწუხაროდ, ეს პროფესია საქართველოში პოპულარული არ არის...

- დიახ, არ არის და მით უმეტეს, ვაჟებისთვის... რატომღაც არასწორი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული, თითქოს ბიჭისთვის შეუფერებელი პროფესიაა. ამ დროს პირიქით, საბალეტო სფეროში მოღვაწე ბიჭები ძალიან ძლიერები არიან!

- პირველად დიდ სცენაზე გასვლა როგორ გახსენდებათ?

- ვეღარ ვიხსენებ სცენაზე პირველად გასვლას, რადგან ალბათ, ძალიან პატარა ვიყავი. სასწავლებლის ბავშვები აქტიურად ვმონაწილეობდით თეატრის დადგმებში... გამორჩეული რაც იყო, ეს მახსოვს: "მაკნატუნაში" მაკნატუნა ვიცეკვე და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვიყავი. იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა მიჭირს.

- თქვენ ნინო ანანიაშვილის რჩეულ ბალერინად ითვლებით... როგორ მოიპოვეთ მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინას ამხელა ნდობა?

- ეს ძალიან მიხარია და ჩემთვის უზარმაზარი პატივია! მე ჯერ კიდევ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, როდესაც ქალბატონი ნინო საქართველოში ჩამოვიდა და თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაინიშნა. შეიძლება ითქვას, მის ხელში გავიზარდე, განსაკუთრებით ბოლო კურსებზე... თეატრში მოსვლის დღიდან დიდ ნდობას ვგრძნობდი. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, როდესაც თეატრში მიდიხარ და გამორჩეულ პარტიებს გაძლევენ. მე მქონდა ეს უპირატესობა და ამისთვის მადლობელი ვარ! განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო, როდესაც იაპონიაში "გედების ტბა" ვიცეკვე. თეთრი გედის - ოდეტას პარტიას მე ვცეკვავდი და ოდილიას - ნინო ანანიაშვილი. მსოფლიოს საუკეთესო პრიმა-ბალერინასთან ასე ვთქვათ, პარტიის გაყოფა მანამდე არც დამესიზმრებოდა. ქალბატონმა ნინომ შანსი მომცა და ამით უბედნიერესი ვიყავი.

- ნინო ანანიაშვილს იაპონიაში განსაკუთრებულად აფასებენ და ეს ალბათ, საკუთარი თვალით იხილეთ...

- დიახ... ჩვენი დასი არაერთ ქვეყანაში ყოფილა და ანანიაშვილს ყველგან იცნობენ, დიდ პატივს სცემენ, მაგრამ იაპონიაში ნამდვილად აღმერთებენ! საკუთარი თვალით ვნახე ხალხს რა ემართებოდა მისი დანახვისას. სპექტაკლის შემდეგ დაუსრულებელი რიგები იყო ავტოგრაფებისთვის, მასთან ფოტოს იღებდნენ! როდესაც ხედავ შენი ქვეყნის წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში რამხელა დაფასება აქვს, ეს ძალიან სასიამოვნოა! მე ჩემს ყველა წარმატებას ნინო ანანიაშვილს ვუკავშირებ. თუნდაც მისი ინიციატივით წასვლას იტალიის კონკურსზე, სადაც მე და ჩემმა პარტნიორმა პირველი ადგილი ავიღეთ... არაერთი მთავარი პარტია ვიცეკვე თეატრში და მქონდა პატივი ნინო ანანიაშვილთან მემუშავა. ის ისეთ ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც სხვისგან ვერ ისწავლი... სულ ვგრძნობ მის მხარდაჭერას თუნდაც, ყოველდღიურ ურთიერთობებში...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ