პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელის იერ-სახეს ამახინჯებს, ფინანსურად დაისჯება
იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელის იერ-სახეს ამახინჯებს, ფინანსურად დაისჯება

იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის რე­მონ­ტის, რე­კონ­სტრუქ­ცი­ის, აღ­დგე­ნის ან დე­მონ­ტა­ჟის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის იერ-სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბას იწ­ვევს, ფი­ნან­სუ­რად დას­ჯა­დი იქ­ნე­ბა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო პარ­ლა­მენტს “პრო­დუქ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოქ­ცე­ვის კო­დექსში“ ცვლი­ლებს სთა­ვა­ზობს. მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის შე­კე­თე­ბის, რე­კონ­სტრუქ­ცი­ის, აღ­დგე­ნის ან დე­მონ­ტა­ჟის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის იერ-სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბას იწ­ვევს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცი­დან ვი­ზუ­ა­ლუ­რი აღ­ქმის არე­ალ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­საც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს გარე მო­პირ­კე­თე­ბა, გა­და­ხურ­ვა, შე­მინ­ვა, შე­მო­ღობ­ვა, გა­რე­შე მომ­ზღუ­და­ვი ან მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, გა­მოწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200-დან 5000 ლა­რამ­დე, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით.

სან­ქცია არ გავ­რცელ­დე­ბა სა­კარ­მი­და­მო მი­წის ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე, ასე­ვე არ გავ­რცელ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე და იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ამას­თან, პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს და­ე­კის­რე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მე­სა­კუთ­რეს მი­თი­თე­ბა მის­ცეს, რომ­ლი­თაც დარ­ღვე­ვის გა­მო­სას­წო­რებ­ლად გო­ნივ­რულ ვა­დას გა­ნუ­სა­ზღვრავს. გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო შე­მოწ­მე­ბის აქტს შე­ად­გენს. თუ დარ­ღვე­ვა არ გა­მოს­წორ­და გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში, მე­სა­კუთ­რეს ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა.

რო­გორც მთავ­რო­ბა გან­მარ­ტავს, პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შემ­ცირ­დე­ბა ავა­რი­უ­ლი და უსა­ხუ­რი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც თა­ვის მხრივ, ქვე­ყა­ნას ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით უფრო მიმ­ზიდ­ველს გახ­დის. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ­გვა­რი შე­ნო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან მათი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისი­ნი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის რის­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელის იერ-სახეს ამახინჯებს, ფინანსურად დაისჯება

იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელის იერ-სახეს ამახინჯებს, ფინანსურად დაისჯება

იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება.

ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარლამენტს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებს სთავაზობს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, რომელიც საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშე მომზღუდავი ან მზიდი კონსტრუქციები, გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.

სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება.

ამასთან, პროექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში, მესაკუთრეს ჯარიმა დაეკისრება.

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიღების შემთხვევაში, შემცირდება ავარიული და უსახური შენობა-ნაგებობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის. მათივე განმარტებით, ამგვარი შენობების შემცირება მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკის მატარებლები არიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ