ავტორი:

ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოს" საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოს" საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური ტელეარხი Globo ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ხანძარი გაჩნდა, ბაზაზე 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელების ჯგუფი იმყოფებოდა. ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის ფეხბურთელები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"