ავტორი:

ბაკურიანში მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - 30 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია

ბაკურიანში მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - 30 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია

ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავებული ორი ქვეითი გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთ-ერთი - 30 წლის ქალი უმძიმეს მდგომარეობაშია.

"გორმედის" ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

"პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული ტრავმა ფილტვების დაჟეჟილობით, მუცლის დახურული ტრავმა, მცირე მენჯის მოტეხილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ დიდი ზომის რეტროპერიტონიალური სისხლჩაქცევით, თავის ტვინის მძიმე შეშუპება.

ჩაუტარდა ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე" - განაცხადა "გორმედის" ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო