პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც კონცერტში ვიღებთ, ისევ უკან ვაბრუნებთ, ხარისხი ძვირი ჯდება" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე
"რასაც კონცერტში ვიღებთ, ისევ უკან ვაბრუნებთ, ხარისხი ძვირი ჯდება" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რის წევ­რია და ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ჩვენს ქვე­ყა­ნას „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წა­რად­გენს. მოს­წონს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ამ­ბობს, რომ ვინც არ უნდა გახ­დეს ხალ­ხის რჩე­უ­ლი, ნე­ბის­მი­ერს მხარს და­უ­ჭერს, რად­გა­ნაც იცის, რომ ის „ევ­რო­ვი­ზი­ის“ მას­შტა­ბურ კონ­კურ­სზე ღირ­სე­უ­ლად წარ­სდგე­ბა.

სტე­ფა­ნე, გარ­და იმი­სა, რომ მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის არ­ბიტ­რია, უკვე ექ­სპერ­ტი­ცაა, ვი­ნა­ი­დან „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მის­თვის მერ­ვე დიდი პრო­ექ­ტია. ასე­ვე აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, მარ­თავს კონ­ცერ­ტებს, რო­მელ­ზეც უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­დის. მუდ­მი­ვად აქვს სი­ახ­ლე­ე­ბი, აახ­ლებს რე­პერ­ტუ­არს, მუ­შა­ობს ცო­ცხალ ბენდთან და ფსო­ნი მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კა­ზე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი კი 1999 წელს, ზუს­ტად 20 წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც მისი სიმ­ღე­რე­ბი მო­ის­მი­ნეს... მას მერე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წელი გა­ვი­და, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი სა­შინ­ლად არ უყ­ვარს, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბიც არ სი­ა­მოვ­ნებს, რა­ტომ­ღაც მი­აჩ­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პო­დენ­ტი არ არის, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა ნამ­დვი­ლად აქვს გავ­ლი­ლი, რა­საც ეს ინ­ტერ­ვიუ ადას­ტუ­რებს.

- ბოლო 2 წე­ლი­წა­დია, აქ­ტი­უ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ, კარ­გი შე­დე­გე­ბი და ბევ­რი კონ­ცერ­ტი გაქვს. უამ­რა­ვი მსმე­ნე­ლი გყავს, ყო­ველ­თვის მო­ლო­დი­ნია შენი კონ­ცერ­ტის და მუ­სი­კის მი­მართ. მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი არას­დროს გაკ­ლდა, მაგ­რამ ახლა რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა მოხ­და შენი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ...

- გარ­და იმი­სა, რომ კარ­გად უნდა იცო­დე, რას აკე­თებ, შრო­მა, შრო­მა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შრო­მაა მთა­ვა­რი. ამ წლებ­მა მო­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

შრო­მის გარ­და, არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ხარ­ჯუ­ლი ფი­ნან­სე­ბი, რად­გა­ნაც ეს მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, რა­საც კონ­ცერ­ტში ვი­ღებთ, შემ­დე­გომ ისევ უკან ვაბ­რუ­ნებთ... ვმუ­შა­ობ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მუ­სი­კო­სებთნ, ისე­თებ­თან, რომ­ლებ­საც შემ­ცვლე­ლე­ბი არ ჰყავთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან - პა­ა­ტა ან­დრი­ა­ძე, ლე­ვან დე­ი­სა­ძე, ზაზა ცერ­ცვა­ძე, უჩა მეტ­რე­ვე­ლი, დათო შა­მა­ნა­უ­რი. ასე რომ, ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე გვაქვს სა­კუ­თა­რი გა­ნა­თე­ბა, ამის­თვის გვყავს ჩვე­ნი გამ­ნა­თე­ბე­ლი, ხმის რე­ჟი­სო­რი, ბექ­ვო­კა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან...

- ე.ი. ყვე­ლა­ფერს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბით...

- დიახ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თან არის ისე, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში. მაქვს და­სავ­ლელ არ­ტის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც და ვიცი, რა რო­გორ კეთ­დე­ბა, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვწევთ თა­მა­სას, თუმ­ცა არის, როცა ზოგი კონ­ცერ­ტი კარ­გად ჩა­ივ­ლის, ზოგი - ნაკ­ლე­ბად კარ­გად. მა­გა­ლი­თად, ახლა, 14 თე­ბერ­ვალს „დორსში“ კონ­ცერ­ტი გვაქვს, რის­თვი­საც აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით.

- ცო­ცხა­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი - ეს არის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პროგ­რა­მა ჯერ არ „ამო­მი­ჭა­მია“, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვინც ვერ და­ეს­წრო ჯერ ჩვენს კონ­ცერტს, ახალ პროგ­რა­მა­ზე მა­ინც ვმუ­შა­ობ. ყვე­ლა­ფერს ვცვლი და ძა­ლი­ან დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გე­გე­მე­ბი მაქვს, რო­გორც გას­ტრო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- ნე­ბის­მი­ერ შე­მოქ­მედს გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პი აქვს. ეს ეტა­პე­ბი შენც გა­ი­ა­რე. შენს პირ­ველ ეტაპს მუ­სი­კა­ში რო­გორ აფა­სებ?

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რომ სცე­ნა­ზე გა­მოვ­ჩნდი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ლე­ვე გავ­ხდი. 18-დან 25 წლამ­დე პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე ვი­ყა­ვი - სპორ­ტის სა­სახ­ლეც შე­ვავ­სე, სტა­დი­ო­ნებ­ზეც გა­მოვ­დი­ო­დი... ეს პე­რი­ო­დი ბევ­რს ახ­სოვს. მე ამის­თვის არ მიბ­რძო­ლია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოხ­და. პრო­ფე­სი­აც და ჩემი მუ­სი­კას­თან ასე­თი მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი, ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­სით მო­ვი­და. რაც გა­ვა­კე­თე, ხალ­ხმა მი­ი­ღო და დავ­რჩი იქ, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი. ვა­კე­თებ­დი ჩემს მუ­სი­კას, მა­ნამ­დე ქარ­თულ ესტრა­და­ზე სხვა ჟღე­რა­დო­ბის მუ­სი­კა ის­მო­და, ჩე­მამ­დე ჯგუფ­მა „სა­ხემ“ მსმე­ნელს სრუ­ლი­ად ახა­ლი რამ შეს­თა­ვა­ზა, იქამ­დე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის­გან ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­დათ მოს­მე­ნი­ლი, მე „სუფ­თა სის­ხლის“ პო­პით მო­ვე­დი...

- ჰოდა, რას არ­ქმევ იმ პე­რი­ოდს?

- არა­ვინ იცის, მთა­ვა­რია, იყოს მონ­დო­მე­ბა. ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რდა, ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე, არ ვჩერ­დე­ბო­დი, ვა­კე­თებ­დი და ვქმნი­დი - არაფ­რის მე­ში­ნო­და, ახლა გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ იმ ასაკ­ში აღარ ვარ, მალე 40 წლის გავ­ხდე­ბი, ახალ­გაზ­რდო­ბას სხვა ენ­თუ­ზი­აზ­მი, მონ­დო­მე­ბა, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, ში­შის არ­ქო­ნა ახა­სი­ა­თებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახ­ლაც არ ვჩერ­დე­ბი, რა­ღაც ეტაპ­ზე ში­შიც მო­დის... თუმ­ცა არ მინ­და ვინ­მემ ისე იფიქ­როს, რომ მთელს დე­და­მი­წა­ზე ცნო­ბი­ლი ვარ და რა­ღაც ამ პა­თო­სით ვლა­პა­რა­კობ. თუ სწო­რად შრო­მობ და ენერ­გი­ას სწო­რად ანა­წი­ლებ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლაფ­რი კარ­გად იქ­ნე­ბა არა­მარ­ტო მუ­სი­კა­ში, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­სა და პრო­ფე­სი­ა­ში.

- ხარ არა მარ­ტო მუ­სი­კო­სი, ასე­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, როცა მოქ­მე­დი მუ­სი­კო­სი პრო­დი­უ­სე­რი­ცაა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, არ­ბიტ­რიც, რად­გა­ნაც ამ­ჟა­მა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ ერთ-ერთ მე­გა­შო­უ­ში და კონ­კურ­სან­ტებს პრო­დი­უ­სე­რის თვა­ლი­თაც აფა­სებ. რო­გორ ათავ­სებ ამ ყვე­ლა­ფერს?

- პრო­დი­უ­სე­რო­ბაც წლე­ბის წინ და­ვი­წყე, რო­დე­საც რა­ღაც ეტაპ­ზე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სცე­ნა­ზე დგო­მა აღარ მინ­დო­და, როცა ცენ­ტრა­ლურ შო­უ­ებს ვა­კე­თებ­დი, სა­დაც ვიწ­ვევ­დით და ვა­ერ­თი­ა­ნებ­დით ყვე­ლა მუ­სი­კოსს, მომ­ღე­რალს, ამან, რო­გორც მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერს, სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მი­ტა­ნა, ასე­ვე უამ­რავ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი - ეს იყო სამ­ჯერ ზე­დი­ზედ „X ფაქ­ტო­რი“, სამ­ჯერ „ვო­ი­სი“, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ ჩემ­თვის უკვე მერ­ვე პრო­ექ­ტია. გუნ­დი, რო­მელ­თა­ნაც დღე­საც ვმუ­შა­ობ, არის პირ­და­პირ მიბ­მუ­ლი და­სავ­ლურ მთა­ვარ ოფის­თან, სა­ი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან პრო­დი­უ­სე­რე­ბი და უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს გვას­წავ­ლი­ან, გვატ­რე­ნინ­გე­ბენ.

რო­გორც პრო­დი­უ­სერ­მა, ასე­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე „სტე­ფა­ნე და 3G“-დან ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, იმი­ტომ, რომ ამ ბენდმა, სრუ­ლი­ად ევ­რო­პა შე­ატ­რი­ა­ლა, გა­ა­ო­ცა. ამის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა YouTub-ზეც დევს, თუ რო­გორ დავ­დი­ო­დით კონ­ცერ­ტე­ბით 12 ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტაქ­ტი გვქონ­და, იქა­უ­რი პრო­დი­უ­სე­რე­ბი რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს გვაძ­ლევ­დნენ იმ კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის დრო­საც, რო­დე­საც უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი ჩა­მოგ­ვყავ­და, ბევ­რი მაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნაშ­რო­მი.

- შენი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ნიჭი მგო­ნია და მერე სხვა და­ნარ­ჩე­ნი, შენ რას იტყვი?

- მე კი მგო­ნია, რომ ნიჭი ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს. ამა­ზე არ ვა­მახ­ვი­ლებ არას­დროს ყუ­რა­დღე­ბას. თუ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ, რაც აირ­ჩიე, გაქვს შენი თა­ვის რწმე­ნა და და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ. შე­დე­გი გაქვს და თუ გინ­და, ამას და­ვარ­ქვათ წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, ან წარ­მა­ტე­ბის ფაქ­ტო­რი.

- იღ­ბალ­ზე რას იტყვი - არ არის სა­ჭი­რო?

- ეგეც იც­ვლე­ბა, თუ სწო­რი მიდ­გო­მე­ბი არ გაქვს. მთა­ვა­რია, ქმე­დი­თო­ბა, აქ­ტი­უ­რი, პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია... როცა ეს გაქვს, მერე ეს იღ­ბალ­ზეც მოქ­მე­დებ და წარ­მა­ტე­ბა­ზეც.

როლანდი
0

ჯერ კაცად უნდა ივარგო და მერე უნდა იმღერო! გაიგე?

ავტორი:

"რასაც კონცერტში ვიღებთ, ისევ უკან ვაბრუნებთ, ხარისხი ძვირი ჯდება" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე

"რასაც კონცერტში ვიღებთ, ისევ უკან ვაბრუნებთ, ხარისხი ძვირი ჯდება" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე

სტეფანე მღებრიშვილი „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია და ის ადამიანი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკურსანტების შერჩევაში, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენს ქვეყანას „ევროვიზიაზე“ წარადგენს. მოსწონს მონაწილეები და ამბობს, რომ ვინც არ უნდა გახდეს ხალხის რჩეული, ნებისმიერს მხარს დაუჭერს, რადგანაც იცის, რომ ის „ევროვიზიის“ მასშტაბურ კონკურსზე ღირსეულად წარსდგება.

სტეფანე, გარდა იმისა, რომ მეგაპროექტების არბიტრია, უკვე ექსპერტიცაა, ვინაიდან „საქართველოს ვარსკვლავი“ მისთვის მერვე დიდი პროექტია. ასევე აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, მართავს კონცერტებს, რომელზეც უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი დადის. მუდმივად აქვს სიახლეები, აახლებს რეპერტუარს, მუშაობს ცოცხალ ბენდთან და ფსონი მხოლოდ ხარისხიან მუსიკაზე აქვს გაკეთებული.

ყველაფერი კი 1999 წელს, ზუსტად 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც მისი სიმღერები მოისმინეს... მას მერე ბევრი საინტერესო წელი გავიდა, თუმცა ამ ყველაფერზე საუბარი საშინლად არ უყვარს, ინტერვიუებიც არ სიამოვნებს, რატომღაც მიაჩნია, რომ საინტერესო რესპოდენტი არ არის, თუმცა საინტერესო შემოქმედებითი გზა ნამდვილად აქვს გავლილი, რასაც ეს ინტერვიუ ადასტურებს.

- ბოლო 2 წელიწადია, აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობ, კარგი შედეგები და ბევრი კონცერტი გაქვს. უამრავი მსმენელი გყავს, ყოველთვის მოლოდინია შენი კონცერტის და მუსიკის მიმართ. მაყურებელი და მსმენელი არასდროს გაკლდა, მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირი შემობრუნება მოხდა შენი შემოქმედების მიმართ...

- გარდა იმისა, რომ კარგად უნდა იცოდე, რას აკეთებ, შრომა, შრომა და დაუსრულებელი შრომაა მთავარი. ამ წლებმა მოიტანა უამრავი განხორციელებული პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილება.

შრომის გარდა, არის დიდი რაოდენობით დახარჯული ფინანსები, რადგანაც ეს მაღალი ხარისხი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, რასაც კონცერტში ვიღებთ, შემდეგომ ისევ უკან ვაბრუნებთ... ვმუშაობ უმაღლესი ხარისხის მუსიკოსებთნ, ისეთებთან, რომლებსაც შემცვლელები არ ჰყავთ. ეს ადამიანები ამ ქვეყანაში საუკეთესოები არიან - პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, დათო შამანაური. ასე რომ, ყველა კონცერტზე გვაქვს საკუთარი განათება, ამისთვის გვყავს ჩვენი გამნათებელი, ხმის რეჟისორი, ბექვოკალები სხვადასხვა ცნობილი პროექტებიდან...

- ე.ი. ყველაფერს პროფესიონალურად უდგებით...

- დიახ, ყველაფერი ჩვენთან არის ისე, როგორც დასავლეთში. მაქვს დასავლელ არტისტებთან მუშაობის გამოცდილებაც და ვიცი, რა როგორ კეთდება, ამიტომ, მაქსიმალურად ვწევთ თამასას, თუმცა არის, როცა ზოგი კონცერტი კარგად ჩაივლის, ზოგი - ნაკლებად კარგად. მაგალითად, ახლა, 14 თებერვალს „დორსში“ კონცერტი გვაქვს, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით.

- ცოცხალი, ხარისხიანი - ეს არის თქვენი არჩევანი...

- მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ „ამომიჭამია“, კიდევ ბევრი ადამიანია, ვინც ვერ დაესწრო ჯერ ჩვენს კონცერტს, ახალ პროგრამაზე მაინც ვმუშაობ. ყველაფერს ვცვლი და ძალიან დიდი შემოქმედებითი გეგემები მაქვს, როგორც გასტროლების მიმართულებით, ასევე თბილისში კონცერტებთან დაკავშირებით.

- ნებისმიერ შემოქმედს განვითარების სხვადასხვა ეტაპი აქვს. ეს ეტაპები შენც გაიარე. შენს პირველ ეტაპს მუსიკაში როგორ აფასებ?

- 18 წლის ვიყავი, რომ სცენაზე გამოვჩნდი და პოპულარული მალევე გავხდი. 18-დან 25 წლამდე პოპულარობის პიკზე ვიყავი - სპორტის სასახლეც შევავსე, სტადიონებზეც გამოვდიოდი... ეს პერიოდი ბევრს ახსოვს. მე ამისთვის არ მიბრძოლია, ყველაფერი თავისით მოხდა. პროფესიაც და ჩემი მუსიკასთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი, ხომ ვამბობ, თავისით მოვიდა. რაც გავაკეთე, ხალხმა მიიღო და დავრჩი იქ, სადაც აღმოვჩნდი. ვაკეთებდი ჩემს მუსიკას, მანამდე ქართულ ესტრადაზე სხვა ჟღერადობის მუსიკა ისმოდა, ჩემამდე ჯგუფმა „სახემ“ მსმენელს სრულიად ახალი რამ შესთავაზა, იქამდე ირაკლი ჩარკვიანისგან ალტერნატივა ჰქონდათ მოსმენილი, მე „სუფთა სისხლის“ პოპით მოვედი...

- ჰოდა, რას არქმევ იმ პერიოდს?

- არავინ იცის, მთავარია, იყოს მონდომება. ვიყავი ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე, არ ვჩერდებოდი, ვაკეთებდი და ვქმნიდი - არაფრის მეშინოდა, ახლა გული იმაზე მწყდება, რომ იმ ასაკში აღარ ვარ, მალე 40 წლის გავხდები, ახალგაზრდობას სხვა ენთუზიაზმი, მონდომება, დაუღალავი შრომა, შიშის არქონა ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც არ ვჩერდები, რაღაც ეტაპზე შიშიც მოდის... თუმცა არ მინდა ვინმემ ისე იფიქროს, რომ მთელს დედამიწაზე ცნობილი ვარ და რაღაც ამ პათოსით ვლაპარაკობ. თუ სწორად შრომობ და ენერგიას სწორად ანაწილებ, ამ შემთხვევაში, ყველაფრი კარგად იქნება არამარტო მუსიკაში, ნებისმიერ სფეროსა და პროფესიაში.

- ხარ არა მარტო მუსიკოსი, ასევე მუსიკალური პროდიუსერი, ალბათ იშვიათია, როცა მოქმედი მუსიკოსი პროდიუსერიცაა, პარალელურ რეჟიმში, არბიტრიც, რადგანაც ამჟამადაც მონაწილეობ ერთ-ერთ მეგაშოუში და კონკურსანტებს პროდიუსერის თვალითაც აფასებ. როგორ ათავსებ ამ ყველაფერს?

- პროდიუსერობაც წლების წინ დავიწყე, როდესაც რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ სცენაზე დგომა აღარ მინდოდა, როცა ცენტრალურ შოუებს ვაკეთებდი, სადაც ვიწვევდით და ვაერთიანებდით ყველა მუსიკოსს, მომღერალს, ამან, როგორც მუსიკალურ პროდიუსერს, სხვა გამოცდილება მომიტანა, ასევე უამრავ პროექტში ვმონაწილეობდი - ეს იყო სამჯერ ზედიზედ „X ფაქტორი“, სამჯერ „ვოისი“, „საქართველოს ვარსკვლავი“ ჩემთვის უკვე მერვე პროექტია. გუნდი, რომელთანაც დღესაც ვმუშაობ, არის პირდაპირ მიბმული დასავლურ მთავარ ოფისთან, საიდანაც ჩამოდიან პროდიუსერები და უამრავ საინტერესო რამეს გვასწავლიან, გვატრენინგებენ.

როგორც პროდიუსერმა, ასევე გამოცდილება მივიღე „სტეფანე და 3G“-დან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, იმიტომ, რომ ამ ბენდმა, სრულიად ევროპა შეატრიალა, გააოცა. ამის ამსახველი მასალა YouTub-ზეც დევს, თუ როგორ დავდიოდით კონცერტებით 12 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ძალიან სერიოზული გამოცდილება იყო. ყველა ქვეყანაში კონტაქტი გვქონდა, იქაური პროდიუსერები რჩევა-დარიგებებს გვაძლევდნენ იმ კონცერტების ორგანიზების დროსაც, როდესაც უცხოელი არტისტები ჩამოგვყავდა, ბევრი მაქვს ამ მიმართულებით ნაშრომი.

- შენი წარმატების ფორმულის პირველი ნიშანი ნიჭი მგონია და მერე სხვა დანარჩენი, შენ რას იტყვი?

- მე კი მგონია, რომ ნიჭი ყველა ადამიანს აქვს. ამაზე არ ვამახვილებ არასდროს ყურადღებას. თუ 20 წლის განმავლობაში იმ პროფესიით მუშაობ, რაც აირჩიე, გაქვს შენი თავის რწმენა და დაუღალავად შრომობ. შედეგი გაქვს და თუ გინდა, ამას დავარქვათ წარმატების ფორმულა, ან წარმატების ფაქტორი.

- იღბალზე რას იტყვი - არ არის საჭირო?

- ეგეც იცვლება, თუ სწორი მიდგომები არ გაქვს. მთავარია, ქმედითობა, აქტიური, პოზიტიური ენერგია... როცა ეს გაქვს, მერე ეს იღბალზეც მოქმედებ და წარმატებაზეც.