მოპედის სამართავად შესაძლოა, მართვის მოწმობა გახდეს სავალდებულო, ნასვამობაზე კი ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს.
ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ შს სამინისტროს მიერ დაგეგმილ გამკაცრებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში წარდგენილი გეგმით, შს სამინისტრო 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს კანონპროექტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირების გამკაცრებას გულისხმობს.
მათ შორის, ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულები დააკლდებათ. წაიკითხეთ სრულად