პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს
"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

რო­გო­რი მშობ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რე­ბი - mshoblebi.ge-ს რუბ­რი­კის სტუ­მა­რი ამ­ჯე­რად პრო­ფე­სო­რი, პე­დი­ატ­რი ყა­რა­მან ფა­ღა­ვაა. მას უკვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ჰყავს და ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხმო რჩე­ვე­ბი აქვს მშობ­ლე­ბის­თვის.

- ექი­მე­ბის ოჯა­ხი­დან ვარ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ბავ­შვთა ექი­მი იყო - ყა­რა­მან ფა­ღა­ვა, შემ­დეგ მა­მა­ჩე­მი - ირაკ­ლი ფა­ღა­ვა პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პო­დენ­ტი, დე­და­ჩე­მიც ექი­მი იყო, ჩემი შვი­ლე­ბიც - ირაკ­ლი ფა­ღა­ვა პე­დი­ატრ-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია... ელე­ნე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ისიც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ჯერ კი­დევ ბა­ბუ­ა­ჩე­მის დედა - ქრის­ტი­ნე შავ­დია სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლი იყო... ჩვენს დიდ სა­ნა­თე­სა­ო­ში უმე­ტე­სი მათ­გა­ნი ექი­მი იყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეს­რულ­და მა­მა­ჩე­მის ასი წლის­თა­ვი, ახ­ლა­ხან გვქონ­და სა­ი­უ­ბი­ლეო სხდო­მა. იყო წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ფილ­მი, სა­დაც ცო­ცხა­ლი კად­რე­ბია, თუ რო­გორ სინ­ჯავ­და იგი ბავ­შვებს, ლექ­ცი­ებს რომ კი­თხუ­ლობ­და, მშობ­ლებს რო­გორ რჩე­ვებს აძ­ლევ­და, რო­გორ მღე­რო­და.

სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რე­ბი ბავ­შვის გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის

მე სიმ­ღე­რის ნიჭი არ დამ­ყვა... პრო­ფე­სო­რი ვარ და ვა­კე­თებ იმას, რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე: ავად­მყო­ფებს ვსინ­ჯავ, ვმკურ­ნა­ლობ, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ, პე­დი­ატ­რი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვე­წე­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით, გა­ზე­თით. ფარ­თო სპექტრის ექი­მი ვარ. პრაქ­ტი­კუ­ლად პე­დი­ატ­რი­ის ყვე­ლა სფე­რო­ში სი­ტყვა მეთ­ქმის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მაქვს იმ სფე­რო­ში, რო­გო­რი­ცაა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გია, რევ­მა­ტო­ლო­გია, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, უც­ნო­ბი ეტი­ო­ლო­გი­ის ცხე­ლე­ბა, მო­ზარ­დთა მე­დი­ცი­ნა და რაც მთა­ვა­რია, საპრო­ფე­სო­რო ავად­მყო­ფე­ბი - რთუ­ლი, იშ­ვი­ა­თი და გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით.

- სად და რო­დის გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მე­უღ­ლე, ოჯა­ხი რო­გორ შექ­მე­ნით?

- მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფე­ხით სი­ა­რუ­ლი... რო­დე­საც პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, მა­მას­თან ერ­თად მცხე­თი­დან ზე­და­ზენ­ზე ფე­ხით ავე­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თვე­ლებს უყ­ვართ ბუ­ნე­ბა­ში სუფ­რის გაშ­ლა და იქვე სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის სუფ­რა იყო. მათ შო­რის იყო ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ახ­ლად­და­ნიშ­ნუ­ლი უფ­რო­სი, გე­ნე­რა­ლი - სე­დელ­ნი­კო­ვი. მისი მას­პინ­ძე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ, პოლ­კოვ­ნი­კი გოგი ქო­რი­ძე. გე­ნე­რა­ლი თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად იყო. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი - ნატა სე­დელ­ნი­კო­ვა და მოკ­ლედ რომ გი­თხრათ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ცო­ლად შე­ვირ­თე...

ზე­და­ზე­ნი­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა. ოჯა­ხი რომ შევ­ქმე­ნით, ინ­სტი­ტუ­ტი მე უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, ჩემი მე­უღ­ლე კი ამ­თავ­რებ­და. მა­მა­მი­სი უკვე მოს­კოვ­ში იყო გა­და­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ, ესეც მი­დი­ო­და და არ გა­ვუშ­ვი, ჩემ­თან და­ვი­ტო­ვე...

- რო­გორ იხ­სე­ნებთ იმ ემო­ცი­ას, რო­დე­საც მამა გახ­დით?

- მა­მებს ბიჭი თით­ქოს უხა­რი­ათ, მაგ­რამ გო­გო­ე­ბი უფრო მე­ტად უყ­ვართ. პირ­ვე­ლი გოგო გაჩ­ნდა და ჩემი მე­უღ­ლე თურ­მე ნერ­ვი­უ­ლობ­და, გიას ბიჭი უნ­დო­და და მე გოგო გა­ვა­ჩი­ნეო... (მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად - ყა­რა­მა­ნი მქვია, და­ახ­ლო­ე­ბით მე­თორ­მე­ტე ყა­რა­მა­ნი ვარ გვარ­ში, მაგ­რამ ისე გიას მე­ძა­ხი­ან ში­ნა­უ­რუ­ლად)... წლე­ბის შემ­დეგ ბი­ჭიც მე­ყო­ლა. რო­დე­საც ჩემი ბიჭი და­ი­ბა­და, გო­გომ ცოტა გა­ნი­ცა­და და მი­თხრა, მე ალ­ბათ ნაკ­ლე­ბად გეყ­ვა­რე­ბიო... ვუ­თხა­რი, შვი­ლო, ნაკ­ლე­ბად რო­გორ მეყ­ვა­რე­ბი, ჩემი იმე­დი ხარ, ჩემი მთა­ვა­რი დამ­ტი­რე­ბე­ლი და ის ბი­ჭია, შორს გა­სა­ტყორ­ცნი ისა­რი, სა­მო­მავ­ლოდ და სა­პერ­სპექ­ტი­ვოდ-მეთ­ქი...

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის რო­გორც ექი­მის­თვის, რაც მშო­ბე­ლი გახ­დით?

- პრო­ფე­სი­ა­ში არ ვიცი, მაგ­რამ ერთი რამ კი შე­იც­ვა­ლა... მამა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გავ­ხდი, 30 წელს არ ვი­ყა­ვი მიღ­წე­უ­ლი. იმ დროს უკვე სტუ­დენ­ტებს ვას­წავ­ლი­დი და მას შემ­დეგ ყვე­ლა სტუ­დენტს შვი­ლოს ვე­ძა­ხი... ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს – ნატა და ყა­რა­მან-ალექ­სან­დრე... შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლია, მაგ­რამ ისი­ნი მშობ­ლებს ეკუთ­ვნი­ან.

"სულ ვამ­ბობ, შვი­ლიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან უნდა გიყ­ვარ­დეს, მო­ე­ფე­რო, მაგ­რამ მუ­დამ გახ­სოვ­დეს, რომ პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბი­სა­ნი არი­ან"

სიყ­ვა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ რა­მეს და­ვა­მა­ტებ­დი: ბერ­ძნე­ბი სიყ­ვა­რუ­ლის სხვა­დას­ხვა ფორ­მას გა­მო­ყოფ­დნენ. ერთი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი - ერო­სი. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი სა­ოც­რად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც - აღა­პეს ეძახ­დნენ. ანუ მე შენ მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ შენ­გან არა­ფე­რი მინ­და. ეს არის პირ­ველ რიგ­ში პა­პე­ბის და დი­დე­დე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­მართ. რა უნდა მინ­დო­დეს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­გან იმის გარ­და, რომ კარ­გე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ?! შვი­ლე­ბის მი­მართ კი მაქვს მო­თხოვ­ნა, გა­ა­კე­თონ ის, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

როგორი მშობლები არიან ყველასათვის ცნობილი პედიატრები - mshoblebi.ge-ს რუბრიკის სტუმარი ამჯერად პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავაა. მას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ძალიან საგულისხმო რჩევები აქვს მშობლებისთვის.

- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემი ბავშვთა ექიმი იყო - ყარამან ფაღავა, შემდეგ მამაჩემი - ირაკლი ფაღავა პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დედაჩემიც ექიმი იყო, ჩემი შვილებიც - ირაკლი ფაღავა პედიატრ-ენდოკრინოლოგია... ელენე ეპიდემიოლოგი, ისიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თანამშრომელი.

ჯერ კიდევ ბაბუაჩემის დედა - ქრისტინე შავდია სახალხო მკურნალი იყო... ჩვენს დიდ სანათესაოში უმეტესი მათგანი ექიმი იყო. რამდენიმე დღის წინ შესრულდა მამაჩემის ასი წლისთავი, ახლახან გვქონდა საიუბილეო სხდომა. იყო წიგნის პრეზენტაცია. ნაჩვენები იყო ფილმი, სადაც ცოცხალი კადრებია, თუ როგორ სინჯავდა იგი ბავშვებს, ლექციებს რომ კითხულობდა, მშობლებს როგორ რჩევებს აძლევდა, როგორ მღეროდა.

საუკეთესო საჩუქრები ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის

მე სიმღერის ნიჭი არ დამყვა... პროფესორი ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე: ავადმყოფებს ვსინჯავ, ვმკურნალობ, ლექციებს ვკითხულობ, პედიატრიის პოპულარიზაციას ვეწევი ტელევიზიით, გაზეთით. ფართო სპექტრის ექიმი ვარ. პრაქტიკულად პედიატრიის ყველა სფეროში სიტყვა მეთქმის. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს იმ სფეროში, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, რევმატოლოგია, ბრონქული ასთმა, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, მოზარდთა მედიცინა და რაც მთავარია, საპროფესორო ავადმყოფები - რთული, იშვიათი და გაურკვეველი დაავადებებით.

- სად და როდის გაიცანით თქვენი მეუღლე, ოჯახი როგორ შექმენით?

- მამაჩემს ძალიან უყვარდა ფეხით სიარული... როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, მამასთან ერთად მცხეთიდან ზედაზენზე ფეხით ავედი. მოგეხსენებათ, ქართველებს უყვართ ბუნებაში სუფრის გაშლა და იქვე სამხედრო ექიმების სუფრა იყო. მათ შორის იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი, გენერალი - სედელნიკოვი. მისი მასპინძელი ქართველი გახლდათ, პოლკოვნიკი გოგი ქორიძე. გენერალი თავის ქალიშვილებთან ერთად იყო. უფროსი ქალიშვილი გავიცანი - ნატა სედელნიკოვა და მოკლედ რომ გითხრათ, რამდენიმე წელიწადში ცოლად შევირთე...

ზედაზენიდან დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. ოჯახი რომ შევქმენით, ინსტიტუტი მე უკვე დამთავრებული მქონდა, ჩემი მეუღლე კი ამთავრებდა. მამამისი უკვე მოსკოვში იყო გადასული სამუშაოდ, ესეც მიდიოდა და არ გავუშვი, ჩემთან დავიტოვე...

- როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როდესაც მამა გახდით?

- მამებს ბიჭი თითქოს უხარიათ, მაგრამ გოგოები უფრო მეტად უყვართ. პირველი გოგო გაჩნდა და ჩემი მეუღლე თურმე ნერვიულობდა, გიას ბიჭი უნდოდა და მე გოგო გავაჩინეო... (მე ოფიციალურად - ყარამანი მქვია, დაახლოებით მეთორმეტე ყარამანი ვარ გვარში, მაგრამ ისე გიას მეძახიან შინაურულად)... წლების შემდეგ ბიჭიც მეყოლა. როდესაც ჩემი ბიჭი დაიბადა, გოგომ ცოტა განიცადა და მითხრა, მე ალბათ ნაკლებად გეყვარებიო... ვუთხარი, შვილო, ნაკლებად როგორ მეყვარები, ჩემი იმედი ხარ, ჩემი მთავარი დამტირებელი და ის ბიჭია, შორს გასატყორცნი ისარი, სამომავლოდ და საპერსპექტივოდ-მეთქი...

- რა შეიცვალა თქვენთვის როგორც ექიმისთვის, რაც მშობელი გახდით?

- პროფესიაში არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ კი შეიცვალა... მამა ახალგაზრდა ასაკში გავხდი, 30 წელს არ ვიყავი მიღწეული. იმ დროს უკვე სტუდენტებს ვასწავლიდი და მას შემდეგ ყველა სტუდენტს შვილოს ვეძახი... ორი შვილიშვილი მყავს – ნატა და ყარამან-ალექსანდრე... შვილიშვილებიც ძალიან დიდი სიყვარულია, მაგრამ ისინი მშობლებს ეკუთვნიან.

"სულ ვამბობ, შვილიშვილი ძალიან უნდა გიყვარდეს, მოეფერო, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ პირველ რიგში მშობლებისანი არიან"

სიყვარულთან დაკავშირებით ერთ რამეს დავამატებდი: ბერძნები სიყვარულის სხვადასხვა ფორმას გამოყოფდნენ. ერთი საყოველთაოდ ცნობილი - ეროსი. არსებობს კიდევ ერთი საოცრად კეთილშობილური სიყვარული, რომელსაც - აღაპეს ეძახდნენ. ანუ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენგან არაფერი მინდა. ეს არის პირველ რიგში პაპების და დიდედების სიყვარული შვილიშვილების მიმართ. რა უნდა მინდოდეს შვილიშვილებისგან იმის გარდა, რომ კარგები და ბედნიერები იყვნენ?! შვილების მიმართ კი მაქვს მოთხოვნა, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ