ავტორი:

როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო

როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 92 წლისაა და 67 წელია მართავს ბრიტანეთის სამეფო კარს. ეს ნამდვილი რეკორდია ყველა ბრიტანელ მონარქს შორის - ასე დიდხანს ტახტზე არავინ ყოფილა. ხუმრობენ კიდეც, რომ ინგლისის დედოფალმა აშშ-ის 12 პრეზიდენტი "მოინელა" - ჰარი ტრუმენიდან დაწყებული აგერ უკვე დონალდ ტრამპის ჩათვლით და ჯერ კიდევ არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეს სია.

თუმცა საინტერესო ისაა, რომ არა მხოლოდ ელისაბედი გამოირჩევა დღეგრძელობითა და კარგი ჯანმრთელობით, არამედ მისი წინაპრებიც. მაგალითად, დედოფლის დედა 2002 წელს გარდაიცვალა 101 წლის ასაკში, დედოფალი ვიქტორია კი მთელი 62 წელი მართავდა ბრიტანეთის იმპერიას და რეკორდსმენიც იყო, სანამ ეს რეკორდი ელისაბედმა არ მოხსნა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი დღეგრძელობისა ის წყალია, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები სვამენ. წყარო სამეფო რეზიდენციის - ბალმორალის ტერიტორიაზე მდებარეობს და შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩერებენ. ბალმორალი ვიქტორიას შეუძენია თავისი მმართველობის პერიოდში და მას მერე ამ წყაროს ეტანება სამეფო კარი.

რასაკვირველია, წყარო ერთ-ერთი ხელშემწყობია, მაგრამ ბრიტანეთის დედოფალს ცხოვრების წესი და რეჟიმი აქვს ისეთი, რომელიც ხელს უწყობს მის არა მხოლოდ დღეგრძელობას, არამედ ჯანმრთელობასა და მხნეობას. აი, მისი რამდენიმე საიდუმლო:

ჯანსაღი ცხოვრების წესი

გენების გარდა, რომელიც უკვე ვახსენეთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედოფლის მამა და დედაც სიგარეტს ეწეოდნენ, თუმცა თავად ელისაბედი ნიკოტინის წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, პრინც ფილიპს იმ შემთხვევაში დაპირდა ცოლად გაყოლას, თუ ის მოწევას თავს დაანებებდა. სხვათა შორის ფილიპი 95 წლისაა. ფილიპთან ბედნიერი ქორწინებაც ერთ-ერთი საიდუმლოა - წყვილი 68 წელია ერთადაა და იდილიური ურთიერთობა აქვთ.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას - დღეში ორ საათი ფეხით სეირნობს, კვირაში ორჯერ ჯირითობს და რასაკვირველია, გარკვეული ძილის რეჟიმიც აქვს დადგენილი - 7 საათი სძინავს და ერთი და იმავე დროს - 7:30-ზე იღვიძებს. წაიკითხეთ სრულად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე