პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - "საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ"
ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - "საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ"

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა საპ­რე­ზი­დენ­ტო მე­მო­რან­დუმს მო­ა­წე­რა ხელი, რო­მე­ლიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, ქალ­თა ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ქალ­თა გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის და­ფუძ­ნე­ბის იდეა დო­ნალდ ტრამ­პის ქა­ლიშ­ვილს და პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს - ივან­კა ტრამპს ეკუთ­ვნის. ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია 2025 წლის­თვის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 50 მი­ლი­ონ ქა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი. მე­მო­რან­დუმს ხელი თეთ­რი სახ­ლის ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში მო­ა­წე­რა დო­ნალდ ტრამპმა.

VIDEO: რაზე ისა­უბ­რა ქარ­თველ­მა ფერ­მერ­მა დო­ნალდ და ივა­ნა ტრამ­პებ­თან შეხ­ვედ­რი­სას - ქარ­თუ­ლი ტიტ­რე­ბით

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნებ­თან, ელ­ჩებ­თან და პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ლი­დე­რი ქა­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ზამ­ბა­ხი­ძე იყო.

ზამ­ბა­ხი­ძეს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის­თვის და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სტუმ­რე­ბის­თვის სი­ტყვით მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მი­ე­ცა - ინი­ცი­ა­ტი­ვის მოკ­ლედ წარ­დგე­ნის შემ­დეგ, ქარ­თველ ფერ­მერს ივან­კა ტრამ­პა მი­მარ­თა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სთხო­ვა. აი, რაზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე:

"მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი, ვინც ფიქ­რობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს მო­მა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჩემ­თვის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი გახ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მომ­ცა "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდმა" რომ გავმკლა­ვე­ბო­დი იმ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც წა­ვა­წყდი. საქ­მი­ა­ნო­ბა ორი ძრო­ხით და­ვი­წყე და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ფერ­მე­რი ვარ, ახლა ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვეხ­მა­რე­ბი ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით" - აღ­ნიშ­ნა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ და ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო თქვე­ნი ლი­დე­რო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო - ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­და, ისე რომ ამას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე გრძნობს და მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამის­თვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა და ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ამე­რი­კის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლებს, მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ქა­ლე­ბის ხელ­შია!

მთელს მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­მაც თქვენ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით ისარ­გებ­ლეს და რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ დღეს აქ ყოფ­ნა, ამი­ტომ მათი სა­ხე­ლი­თაც მსურს კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ“ - თქვა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ თა­ვის მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც თეთ­რი სახ­ლის ლი­დე­რი ყუ­რა­დღე­ბით უს­მენ­და, შემ­დეგ კი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქარ­თველ სტუ­მარს ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის.

ნინო ზამ­ბა­ხი­ძის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მაიკ პომ­პე­ომ შე­ა­ფა­სა.

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ნინო ზამ­ბა­ხი­ძეს დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს ჯა­ვა­ხეთ­ში, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით და გრან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლად ამუ­შა­ვებ­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ზამ­ბა­ხი­ძემ Facebook-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ ფერ­მას, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშე­ნებ­და და აფარ­თო­ებ­და, ყი­დის. მი­ზე­ზად კი სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერ­ში უსა­მარ­თლო დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ასა­ხე­ლებ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - "საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ"

ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - "საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს საქართველოში უმსხვილესი ფერმერი ვარ"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანია 2025 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ ქალის განვითარებას შეუწყოს ხელი. მემორანდუმს ხელი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა დონალდ ტრამპმა.

VIDEO: რაზე ისაუბრა ქართველმა ფერმერმა დონალდ და ივანა ტრამპებთან შეხვედრისას - ქართული ტიტრებით

სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე იყო.

ზამბახიძეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მიეცა - ინიციატივის მოკლედ წარდგენის შემდეგ, ქართველ ფერმერს ივანკა ტრამპა მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. აი, რაზე ისაუბრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე:

"მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ჩემთვის გარდამტეხი მომენტი გახდა შესაძლებლობა, რომელიც მომცა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" რომ გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რომლებსაც წავაწყდი. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ, ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით" - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ და ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი ინიციატივისთვის და განხორციელებული ყველა პროექტისთვის, რომელიც საზოგადოების განვითარებას ემსახურება.

"ბატონო პრეზიდენტო თქვენი ლიდერობისას საქართველო - ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდა, ისე რომ ამას საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს და მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. წლების განმავლობაში თქვენი დახმარება და ის პროექტები, რომლებსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მართლაც შესანიშნავია, რადგან საქართველოს მომავალი ქალების ხელშია!

მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც თქვენ მიერ განხორციელებული პროექტებით ისარგებლეს და რომლებსაც არ შეუძლიათ დღეს აქ ყოფნა, ამიტომ მათი სახელითაც მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ“ - თქვა ნინო ზამბახიძემ თავის მიმართვაში, რომელსაც თეთრი სახლის ლიდერი ყურადღებით უსმენდა, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა ქართველ სტუმარს ასეთი შეფასებისთვის.

ნინო ზამბახიძის შემდეგ მნიშვნელოვანი ინიციატივა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შეაფასა.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს დიდი მეურნეობა აქვს ჯავახეთში, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარი ხელით და გრანტების დახმარებით წარმატებულად ამუშავებდა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ზამბახიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფერმას, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა და აფართოებდა, ყიდის. მიზეზად კი სახელმწიფო ტენდერში უსამართლო დისკვალიფიკაციას ასახელებდა.