საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს?
რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს?

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევრ გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეს შეს­თა­ვა­ზა, რომ თუკი მას მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან გა­რი­ცხვის ფორ­მით წას­ვლა სურს, გა­რი­ცხა­ვენ.

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ წერს, რომ 6 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე ივა­ნიშ­ვილ­მა ფო­ფხა­ძეს მი­მარ­თა - თუკი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გას­ვლა უნდა, შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ვი­დეს, თუკი გუნდში დარ­ჩე­ნა სურს - დარ­ჩეს, ხოლო თუკი გა­რი­ცხვა უნდა - გა­რი­ცხა­ვენ.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ივა­ნიშ­ვილ­მა ფო­ფხა­ძეს შეს­თა­ვა­ზა, რომ ამ სამ ვა­რი­ანტს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ა­კე­თოს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

თა­ვის მხრივ, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლის და­დას­ტუ­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა და სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უბ­რი­სას ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ის უმ­რავ­ლე­სო­ბის შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე დღეს არ ისა­უბ­რებს.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­კე­თა. პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა პარ­ლა­მენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორდში ნი­ნია კა­კა­ბა­ძე აირ­ჩია. გუნ­დის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფო­ფხა­ძემ გა­აპ­რო­ტეს­ტა და გუნდს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გას­ვლით და­ე­მუქ­რა.

გუნ­დი­დან შე­საძ­ლო გას­ვლის თა­ო­ბა­ზე ფო­ფხა­ძემ მი­ნიშ­ნე­ბა მა­ში­ნაც გა­ა­კე­თა, როცა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­პუ­ტა­ტი და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე გა­რი­ცხეს. მა­შინ გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კომ­პარ­ტი­ას და კომ­კავ­შირს შე­ა­და­რა და თქვა, რომ არ არის მისი ად­გი­ლი ისეთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო რი­ცხა­ვენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ მო­სა­ლოდ­ნელ გას­ვლას ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც აა­ნონ­სებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში დე­პუ­ტა­ტის პრო­ტეს­ტი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს?

რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს?

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ.

“ინტერპრესნიუსი“ წერს, რომ 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა - თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ.

როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

თავის მხრივ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და სააგენტოსთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. პირველად მაშინ, როცა პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძე აირჩია. გუნდის ეს გადაწყვეტილება ფოფხაძემ გააპროტესტა და გუნდს „ქართული ოცნებიდან“ გასვლით დაემუქრა.

გუნდიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ფოფხაძემ მინიშნება მაშინაც გააკეთა, როცა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს. მაშინ გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნება“ კომპარტიას და კომკავშირს შეადარა და თქვა, რომ არ არის მისი ადგილი ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, საიდანაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რიცხავენ, თუმცა მოგვიანებით ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებიდან“ მოსალოდნელ გასვლას ბოლო კვირების განმავლობაშიც აანონსებს. ამ შემთხვევაში დეპუტატის პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები