პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის პრესტიჟულ უბანში ქურდებმა მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს
თბილისის პრესტიჟულ უბანში ქურდებმა მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს

პი­არ­მე­ნე­ჯე­რი მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რო­მელ­ზეც გა­ძარ­ცვუ­ლი Pontiac Solstice-ია ასა­ხუ­ლი. ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი წერს, რომ წუ­ხელ მის მან­ქა­ნას ქურ­დებ­მა სა­ბუ­რა­ვე­ბი მოხ­სნეს და მან­ქა­ნა ბლო­კებ­ზე შე­ყე­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვეს.

"აი, დად­გა ის ნა­ნატ­რი ხვა­ლე... ვი­ღა­ცამ ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა ჩემი მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბით... გა­გე­ბით მო­ვე­კი­დო? არა­და ყვე­ლა­ზე და­ცულ უბან­ში ვცხოვ­რობ ვი­თომ..." - წერს ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი და გა­ძარ­ცვუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცვე­ლებ­მა არამ­ხო­ლოდ სა­ბუ­რა­ვე­ბი მო­ი­პა­რეს, არა­მედ მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნეს და გა­ჩხაპ­ნილ-შე­ტყლე­ჟი­ლი და­ტო­ვეს. შემ­თხვე­ვა თბი­ლი­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, დიღ­მის 7-ში მოხ­და, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტე­ბის უბ­ნად ით­ვლე­ბა.

ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის თქმით, მისი მე­ზობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას არა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­მო­ი­ძა­ხა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ატა­რებს შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. მი­სი­ვე თქმით, საქ­მით და­ინ­ტე­რეს­და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოც, რად­გან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს ბევ­რი დიპ­ლო­მა­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თბილისის პრესტიჟულ უბანში ქურდებმა მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს

თბილისის პრესტიჟულ უბანში ქურდებმა მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს

პიარმენეჯერი მაია ბიჭიკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც გაძარცვული Pontiac Solstice-ია ასახული. ბიჭიკაშვილი წერს, რომ წუხელ მის მანქანას ქურდებმა საბურავები მოხსნეს და მანქანა ბლოკებზე შეყენებული დატოვეს.

"აი, დადგა ის ნანატრი ხვალე... ვიღაცამ ოცნება აუსრულა ჩემი მანქანის საბურავებით... გაგებით მოვეკიდო? არადა ყველაზე დაცულ უბანში ვცხოვრობ ვითომ..." - წერს ბიჭიკაშვილი და გაძარცვული ავტომანქანის ფოტოებს ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მძარცველებმა არამხოლოდ საბურავები მოიპარეს, არამედ მანქანა დააზიანეს და გაჩხაპნილ-შეტყლეჟილი დატოვეს. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, დიღმის 7-ში მოხდა, რომელიც დიპლომატების უბნად ითვლება.

ბიჭიკაშვილის თქმით, მისი მეზობლების უმრავლესობას სათვალთვალო კამერები აქვს დაყენებული, თუმცა მას არა. დაზარალებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს შესაბამის ღონისძიებებს შემთხვევის ადგილზე. მისივე თქმით, საქმით დაინტერესდა ამერიკის საელჩოც, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ბევრი დიპლომატი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს