მერია გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ტერიტორიაზე დაგეგმილია საავტომობილო გვირაბის, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცის მოწყობა, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. საუბარია, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება - მოწესრიგებაზე. გარდა ამისა, მერია საფეხმავლო ხიდის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა. ცნობისთვის, ამ პროექტზე მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის კვლევითი-საპროექტო (პროექტირების 1 ეტაპი) დოკუმენტაციის შედგენის, მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 106 900 ლარია. წაიკითხეთ სრულად + ვიდეო