პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია დიდი დიღმის კორპუსი, სადაც გაზი აფეთქდა - ექსპერტიზის დასკვნის დეტალები
რა მდგომარეობაშია დიდი დიღმის კორპუსი, სადაც გაზი აფეთქდა - ექსპერტიზის დასკვნის დეტალები

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, დიდ დი­ღომ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად მდგრა­დია, თუმ­ცა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს სა­ჭი­რო­ებს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა, გა­ი­ოზ ვა­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან 55 ოჯახს ბი­ნის ქი­რის კომ­პენ­სა­ცია ერი­ცხე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა კორ­პუ­სის მდგარ­დო­ბას, სამ­ხა­რა­უ­ლის ექპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, კონ­სტრუქ­ცია არის მდგრა­დი, მაგ­რამ აღე­ნიშ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა მე-6 სარ­თულს აქვს მე-3 და მე-4 კა­ტე­გო­რი­ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­ზე ჩვენ მოგ­ვი­ვი­და სამ­ხა­რა­უ­ლის რე­კო­მენ­და­ცია, თუ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს ჩვე­ნი მხრი­დან. მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს და კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა სრუ­ლად უსაფრ­თხო სა­ცხოვ­რებ­ლად. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სა­ინ­ჟინ­რო ზა­რა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა პა­სუხს მი­ვი­ღებთ, თბი­ლი­სის მე­რი­ის კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე კორ­პუსს, რო­მელ­შიც აივ­ნე­ბი, ფან­ჯრე­ბი იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, იქ ყვე­ლა­ფე­რი უკვე გა­კეთ­და, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბაც აღ­დგა, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­გე­ბელ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია მზად არის, დას­კვნის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

„დღეს კომ­პა­ნია ლო­კა­ლუ­რად მუ­შა­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა სრუ­ლად მოხ­დე­ბა მე­რი­ის მხრი­დან, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ისე სა­ინ­ჟინ­რო. კონ­კრე­ტულ თან­ხებ­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ამ ეტაპ­ზე არ ვი­ცით ეს ყვე­ლა­ფე­რი რა დაჯ­დე­ბა, იქამ­დე, ვიდ­რე ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბას ექ­სპერ­ტი­ზა არ დათ­ვლის“, - გა­ნა­ცხა­და გა­ი­ოზ ვა­სა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 16 იან­ვარს დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი აი­ღის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად აფეთ­ქე­ბა მოხ­და. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლია კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რა მდგომარეობაშია დიდი დიღმის კორპუსი, სადაც გაზი აფეთქდა - ექსპერტიზის დასკვნის დეტალები

რა მდგომარეობაშია დიდი დიღმის კორპუსი, სადაც გაზი აფეთქდა - ექსპერტიზის დასკვნის დეტალები

ექსპერტიზის დასკვნით, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან 55 ოჯახს ბინის ქირის კომპენსაცია ერიცხება.

„რაც შეეხება კორპუსის მდგარდობას, სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, კონსტრუქცია არის მდგრადი, მაგრამ აღენიშნება უმნიშვნელო დაზიანებები. თუმცა მე-6 სართულს აქვს მე-3 და მე-4 კატეგორიის დაზიანებები. აღნიშნულზე ჩვენ მოგვივიდა სამხარაულის რეკომენდაცია, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჩვენი მხრიდან. მათი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და კორპუსი იქნება სრულად რეაბილიტირებული. ამის შემდეგ კორპუსი იქნება სრულად უსაფრთხო საცხოვრებლად. უახლოეს მომავალში გვექნება მატერიალური და საინჟინრო ზარალის შესახებ ინფორმაცია, ექსპერტიზის დასკვნა. მას შემდეგ, რაც ყველა პასუხს მივიღებთ, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს კორპუსის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელშიც აივნები, ფანჯრები იყო დაზიანებული, იქ ყველაფერი უკვე გაკეთდა, ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღდგა, დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა“, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე განმარტებით, მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია მზად არის, დასკვნის მიღებისთანავე დაიწყოს სამუშაოები.

„დღეს კომპანია ლოკალურად მუშაობს. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება მერიის მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე საინჟინრო. კონკრეტულ თანხებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე არ ვიცით ეს ყველაფერი რა დაჯდება, იქამდე, ვიდრე ზარალის ოდენობას ექსპერტიზა არ დათვლის“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აიღის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაკავებულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა