საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქურდული გარჩევა" ვიდეოზარით - გურიაში 3 პირს უცხოეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდის" მეშვეობით თანხა გამოსძალეს
"ქურდული გარჩევა" ვიდეოზარით - გურიაში 3 პირს უცხოეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდის" მეშვეობით თანხა გამოსძალეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­რი­ა­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვის და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 1980 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დის მეშ­ვე­ო­ბით 3 მო­ქა­ლა­ქეს თან­ხა გა­მოს­ძა­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს, რომ­ლის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­სა" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის აღ­მო­ფხვრა.

2019 წლის 7 თე­ბერ­ვალს, გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ლან­ჩხუთ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის" მი­მარ­თვის­თვის, ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან თან­ხის გა­მო­ძალ­ვის­თვის, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს - თენ­გიზ ხო­ფე­რი­ას მი­მარ­თა. ხო­ფე­რი­ას მიერ ვი­დე­ო­ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის" შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა ლან­ჩხუთ­ში მცხოვ­რებ 3 მო­ქა­ლა­ქეს თან­ხა გა­მოს­ძა­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თენ­გიზ ხო­ფე­რია, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის" ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და­უს­წრებ­ლად არის მი­ცე­მუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი გ.მ., ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ლან­ჩხუთ­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის სახ­ლის ჩხრე­კი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ფული და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223-ე პრი­მა-4 მუხ­ლის 1-ლი და 181-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა.შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, „ქურ­დულ სამ­ყა­რო­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ მენ­ტა­ლი­ტეტ­თან ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის მიზ­ნით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის წრე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და.

კერ­ძოდ, 2018 წლის აპ­რი­ლი­დან, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­სა" და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბას­თან" ერ­თად, სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი გახ­და "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა" და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის ან კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვა“, რაც 3-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2018 წლი­დან დღემ­დე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე, მის ფარ­გლებს გა­რეთ, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო და და­ა­კა­ვა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­სა“ და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის 198 წევ­რი, რო­მელ­თა­გან 13 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია, ხოლო 28 პირს ბრა­ლი კა­ნო­ნის ახა­ლი მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

VIDEO: სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კად­რე­ბი გუ­რი­ი­დან - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის" მი­მარ­თვი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან თან­ხის გა­მო­ძალ­ვის­თვის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვეს

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ქურდული გარჩევა" ვიდეოზარით - გურიაში 3 პირს უცხოეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდის" მეშვეობით თანხა გამოსძალეს

"ქურდული გარჩევა" ვიდეოზარით - გურიაში 3 პირს უცხოეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდის" მეშვეობით თანხა გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და გამოძალვის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1980 წელს დაბადებულმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდის მეშვეობით 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს, რომლის მიზანია ქვეყანაში "ქურდული სამყაროსა" და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.

2019 წლის 7 თებერვალს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - თენგიზ ხოფერიას მიმართა. ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული "ქურდული გარჩევის" შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია, გასული წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.მ., ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლანჩხუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „ქურდულ სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კერძოდ, 2018 წლის აპრილიდან, "კანონიერ ქურდობასა" და "ქურდული სამყაროს წევრობასთან" ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და "ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დააკავა „ქურდული სამყაროსა“ და კრიმინალური დაჯგუფებების 198 წევრი, რომელთაგან 13 ე.წ. კანონიერი ქურდია, ხოლო 28 პირს ბრალი კანონის ახალი მუხლებით წარედგინა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

VIDEO: სპეცოპერაციის კადრები გურიიდან - "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვისა და მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს