ავტორი:

მერვე კლასელი გოგონა პედაგოგს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

მერვე კლასელი გოგონა პედაგოგს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

მარნეულის #1 საჯარო სკოლის აზერბაიჯაანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მერვე კლასელი გოგონა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქანან ომაროვმა განაცხადა, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

"დასკვნა 14 დღეში გვექნება. თუ დადასტურდება, რომ მასწავლებელმა მართლაც მიაყენა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გატარდება შესაბამისი ზომები. ის დათხოვნილი იქნება სკოლიდან და მასალები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება. შემთხვევა, როგორც გადმომცეს, გუშინ მოხდა. გოგონა დღეს სკოლაში მშობელთან ერთად მივიდა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქანან ომაროვმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ