Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი
ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი

ე.წ. "კლუ­ბე­ბის საქ­მე­ში" ბრალ­დე­ბუ­ლი რვა­ვე პირი, მათ შო­რის ქ.მ. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ე.წ "კლუ­ბე­ბის საქ­მე­ში" ბრალ­დე­ბულ ქ.მ-ს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლის სა­ხით 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქ. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ღა­მის კლუ­ბებ­ში სხვა­დას­ხვა დროს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 8 პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ღა­მის კლუ­ბებ­ში - "ბა­სი­ა­ნი", "ხიდი", "კაფე გა­ლე­რი"-ში და "მტკვარ­ზე" მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს 8 წლით და მ.მ. -ს ასე­ვე 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დას­რულ­და ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალ­დე­ბის საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე მათ­გა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 და 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღე­ვან­დე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბით თბი­ლი­სის ღა­მის კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პირ­თა საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა დას­რულ­და", -აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია ღა­მის კლუ­ბებ­ში 2018 წლის 12 მა­ისს ჩა­ტარ­და, რის შე­დე­გა­დაც 8 ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა.

პო­ლი­ციამ სპე­ცო­პერ­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა: კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქეთი მუ­რუ­სი­ძე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის და­რახ­ვე­ლი­ძე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ ელი­ა­ვა და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი

ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი

ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი, მათ შორის ქ.მ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ე.წ "კლუბების საქმეში" ბრალდებულ ქ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ. თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ღამის კლუბებში - "ბასიანი", "ხიდი", "კაფე გალერი"-ში და "მტკვარზე" მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები.

სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს 8 წლით და მ.მ. -ს ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა", -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შეგახსენებთ, მასშტაბური სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 2018 წლის 12 მაისს ჩატარდა, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს. ყველა დაკავებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

პოლიციამ სპეცოპერციების შედეგად დააკავა: კაფე "გალერის" დაცვის წევრი, 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი, 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ