პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი" - რა თქვა პროცესზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ
"ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი" - რა თქვა პროცესზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ

ვა­ღი­ა­რებ, მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ვე­ცი ვი­თომ ნარ­კო­ტი­კი, - ამის შე­სა­ხებ კლუ­ბებ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ­მა ქეთი მუ­რუ­სი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ვა­ღი­ა­რებ პირ­ველ სამ შემ­თხვე­ვას და ბოლო ორ შემ­თხვე­ვა­შიც მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ვე­ცი ვი­თომ ნარ­კო­ტი­კი. ფაქ­ტია, რომ შეც­ვა­ლა. მე ნარ­კო­ტი­კი არ მი­მი­ცია, იგი­ვე აბე­ბი იყო, რაც პირ­ველ სამ შემ­თხვე­ვა­ში", - აღ­ნიშ­ნა მან.

მუ­რუ­სი­ძის ად­ვო­კა­ტის გია გო­რო­ზი­ას თქმით, ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა, აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს გზა­ში აქვს შეც­ვლი­ლი და სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ქეთი მუ­რუ­სი­ძის მხრი­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ად­ვო­კა­ტი მისი მხრი­დან მხო­ლოდ თაღ­ლი­თო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რებს.

"სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა და ის ჩემი ღრმა რწმე­ნით, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა, რომ ქეთი მუ­რუ­სი­ძე ეცნო მსჯავდრე­ბუ­ლად იმ ნა­წი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, გა­სა­ღე­ბას ეხე­ბა.

რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ, ვერ გე­ტყვით. როცა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი ჩაგ­ვბარ­დე­ბა, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ და დე­ტა­ლებ­საც შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ, თუ რას და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო.

და­კა­ვე­ბის დღი­დან­ვე ვა­ფიქ­სი­რებ­დით პო­ზი­ცი­ას, რომ ქეთი მუ­რუ­სი­ძის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და თაღ­ლი­თო­ბის ჩა­დე­ნის ფაქტს. ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა, აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს გზა­ში აქვს შეც­ვლი­ლი, ვი­ნა­ი­დან მას ქეთი მუ­რუ­სი­ძემ არა­ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­დას­ცა, რომ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლიც არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წარ­ვუდ­გი­ნეთ სა­ა­სა­მარ­თლოს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო", - გა­ნა­ცხა­და გო­რო­ზი­ამ.

ქეთი მუ­რუ­სი­ძე და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­დი პირი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლემ მუ­რი­სი­ძე დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო. რაც შე­ე­ხე­ბა თაღ­ლი­თო­ბის ეპი­ზო­დებს, მო­სა­მარ­თლემ მას ეს მუხ­ლი თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბად გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

VIDEO: რა თქვა კლუ­ბებ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ­მა ქეთი მუ­რუ­სი­ძემ სა­სა­მარ­თლო­ზე

00:00 / 00:00
ავტორი:

"ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი" - რა თქვა პროცესზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ

"ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი" - რა თქვა პროცესზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ

ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი, - ამის შესახებ კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

"ვაღიარებ პირველ სამ შემთხვევას და ბოლო ორ შემთხვევაშიც მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი. ფაქტია, რომ შეცვალა. მე ნარკოტიკი არ მიმიცია, იგივე აბები იყო, რაც პირველ სამ შემთხვევაში", - აღნიშნა მან.

მურუსიძის ადვოკატის გია გოროზიას თქმით, ის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც გამოძიებამ წარმოადგინა, აგენტ-პროვოკატორს გზაში აქვს შეცვლილი და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა. როგორც ის განმარტავს, ქეთი მურუსიძის მხრიდან ნარკოტიკების რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი მისი მხრიდან მხოლოდ თაღლითობის ფაქტს ადასტურებს.

"სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა და ის ჩემი ღრმა რწმენით, დაუსაბუთებელი იქნება. ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნდა, რომ ქეთი მურუსიძე ეცნო მსჯავდრებულად იმ ნაწილებში, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღებას ეხება.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, ვერ გეტყვით. როცა კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განაჩენი ჩაგვბარდება, გავასაჩივრებთ და დეტალებსაც შემდეგ მოგახსენებთ, თუ რას დაეყრდნო სასამართლო.

დაკავების დღიდანვე ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ქეთი მურუსიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითობის ჩადენის ფაქტს. ის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც გამოძიებამ წარმოადგინა, აგენტ-პროვოკატორს გზაში აქვს შეცვლილი, ვინაიდან მას ქეთი მურუსიძემ არანარკოტიკული საშუალებები გადასცა, რომლის დამადასტურებელიც არაერთი მტკიცებულება წარვუდგინეთ საასამართლოს. ამის მიუხედავად, ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო", - განაცხადა გოროზიამ.

ქეთი მურუსიძე და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და რეალიზაციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

VIDEO: რა თქვა კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ სასამართლოზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს