პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!
11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!

ზოგ­ჯერ გა­მოც­დილ­მა მძღო­ლებ­მაც კი არ აი­ცი­ან ყვე­ლა ის ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვას აი­ო­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ, ქვე­მოთ თავი მო­ვუ­ყა­რეთ იმ მცი­რე დე­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ სა­ჭეს­თან ყოფ­ნი­სას თავი უფრო სა­ი­მე­დოდ იგ­რძნოთ და სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ.

11. შე­ა­მოწ­მეთ სწო­რად არის თუ არა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სარ­კე­ე­ბი

თუ სარ­კე­ე­ბი სწო­რად არ არის და­ყე­ნე­ბუ­ლი, წარ­მო­იქ­მნე­ბა ე.წ. ბრმა ზონა - გზის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ვერ ხე­დავთ, - შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ ავ­ტო­მან­ქა­ნა­საც ვერ შე­ნიშ­ნავთ. ბრმა ზო­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და­ა­რე­გუ­ლი­რეთ გვერ­დი­თი სარ­კე­ე­ბი ისე, რომ თქვე­ნი­ვე მან­ქა­ნა არ ჩან­დეს (ან სულ ოდ­ნავ ჩან­დეს) მათ­ში. იმი­სათ­ვის, რომ შე­ა­მოწ­მოთ, ხომ არ გაჩ­ნდა ბრმა ზონა, უკუს­ვლით ნელა იმოძ­რა­ვეთ სხვა გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის გვერ­დით და იყუ­რეთ გვერ­დით სარ­კე­ში. რო­გორც კი მან­ქა­ნა სარ­კე­ში გაქ­რე­ბა, უნდა შე­მო­ვი­დეს თქვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში.

უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე ისე უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს, რომ უკა­ნა სა­ქა­რე მინა სრუ­ლად ჩან­დეს მას­ში.

სარ­კე­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბი­სას მი­ი­ღეთ ზუს­ტად ის პოზა, რო­მელ­შიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, მარ­თავთ მან­ქა­ნას.

10. ის­წავ­ლეთ ბორ­ბლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­სა­ზღვრა

ორ­მო­ებ­ში ჩა­ვარ­დნი­სა და პარ­კი­რე­ბი­სას მან­ქა­ნის გა­ფხაჭ­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, უნდა ვგრძნობ­დეთ ზუს­ტად რა ად­გილ­ზეა ბორ­ბა­ლი. ამი­სათ­ვის, აი­ღეთ ცა­რი­ე­ლი პლატ­მა­სის ბოთ­ლი, გას­რი­სეთ ფე­ხით, და­დეთ გზა­ზე და შე­ე­ცა­დეთ რიგ-რი­გო­ბით წინა მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ბორ­ბლე­ბით გა­და­უ­ა­როთ. ფან­ჯა­რა ღია გქონ­დეთ, რათა გა­ი­გოთ პლასტმას­ზე ბორ­ბლის შე­ხე­ბის ხმა.

9. პარ­კი­რე­ბი­სას ორი­ენ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ ფან­ჯრებ­სა და სარ­კე­ებ­ზე

თუ წინა მხა­რით ბორ­დი­ურ­თან ახ­დენთ პარ­კი­რე­ბას, გა­ჩერ­დით რო­გორც კი ბორ­დი­უ­რი გა­მოჩ­ნდე­ბა გვერ­დით ფან­ჯა­რა­ში. ამ­გვა­რად, ბორ­დი­ურ­თან მან­ძი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა და ბამ­პერს არ გა­ფხაჭ­ნით.

თუ წინა სვლით, გვერ­დით ბორ­დი­უ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ახ­დენთ პა­კი­რე­ბას, მთა­ვა­რია დის­კე­ბი არ გა­ფხაჭ­ნოთ. ამი­სათ­ვის, და­ა­კა­რით ფე­რა­დი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი ("სკო­ჩი") წინა სა­ქა­რე მი­ნის ქვეშ. რო­გორც კი ბორ­დი­უ­რის ხაზი და­ემ­თხვე­ვა "სკოტ­ჩით" მო­ნიშ­ნულ ად­გილს, გა­ჩერ­დით. ბო­რი­უ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად პარ­კი­რე­ბა უმ­ჯო­ბე­სია უკუს­ვლით - მა­შინ ბორ­დი­უ­რი ჩანს ფან­ჯრებ­ში და ზედ­მე­ტად ახ­ლოს არ მიხ­ვალთ.

8. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ წინ მი­მა­ვალ მა­ღალ მან­ქა­ნებს

გზა­ზე სვლი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ თქვენს წინ მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, არა­მედ სხვებ­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ მან­ქა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ატო­ბუ­სე­ბი, სატ­ვირ­თო­ე­ბი და ა.შ. მათი მძღო­ლე­ბი უკეთ ხე­და­ვენ გზა­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას. თუ მა­ღალ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყეს ერთ ზოლ­ში გა­დაჯ­გუ­ფე­ბა, ესე იგი, მე­ო­რე ზოლ­ში რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბაა (ავა­რია ან სხვა შემ­თხვე­ვა), ამი­ტომ თქვენც თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რეთ და წი­ნას­წარ­ვე იმა­ვე ზოლ­ში გა­და­დით.

7. თუ ძრა­ვა არ ირ­თვე­ბა, ჩარ­თეთ შორი გა­ნა­თე­ბის სი­ნათ­ლე­ე­ბი

ზოგ­ჯერ, ზამ­თარ­ში, მან­ქა­ნა პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა­ზე არ იქო­ქე­ბა. ამი­ტომ სა­ჭი­როა აკუ­მუ­ლა­ტო­რის გათ­ბო­ბა. ამი­სათ­ვის, ერთი წუ­თით ჩარ­თეთ შორი გა­ნა­თე­ბის ან სა­ა­ვა­რიო სი­ნათ­ლე­ე­ბი.

6. ღა­მით ქვე­მოთ ჩა­მოს­წი­ეთ უკა­ნა ხე­დის სარ­კე

ცო­ტამ თუ იცის, რომ მან­ქა­ნის სა­ლონ­ში სტან­დარ­ტულ უკა­ნა ხე­დის სარ­კეს 2 რე­ჟი­მი გა­აჩ­ნია - დღის და ღა­მის. იმი­სათ­ვის, რომ უკან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის სი­ნათ­ლე­ებ­მა თვა­ლი არ მოგჭრათ, ოდ­ნავ ქვე­მოთ უნდა ჩა­მოს­წი­ოთ უკა­ნა ხე­დის სარ­კე და ამ­გვა­რად შეც­ვა­ლოთ მისი რე­ჟი­მი.

5. ჩარ­თეთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი

თუნ­დაც არ გჭირ­დე­ბო­დეთ (ზამ­თარ­ში), მა­ინც რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩარ­თეთ ხოლ­მე ცოტა ხნით კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მაგრლე­ბე­ლი სი­თხე გა­ჟო­ნავს, მი­ლე­ბი კი გაშ­რე­ბა.

4. რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ხე­ლის მუხ­რუ­ჭი

მა­ში­ნაც კი, როცა მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბა არ გი­წევთ და­ქა­ნე­ბულ ად­გილ­ზე, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ხე­ლის მუხ­რუ­ჭი, რათა მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბი: ასეთ ამინ­დში ხე­ლის მუხ­რუ­ჭი უმ­ჯო­ბე­სია არ გა­მო­ი­ყე­ნოთ, რათა არ გა­ი­ყი­ნოს სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დე­ბი.

3. თუ გვერ­დით ხაზ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ამუხ­რუ­ჭებს, თქვენც და­ა­მუხ­რუ­ჭეთ

თუ ხე­დავთ, რომ გვერ­დით ხაზ­ზე წინ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­მუხ­რუ­ჭე­ბას იწყებს, თქვენც და­აგ­დეთ სიჩ­ქა­რე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, წინ ხე­დავთ თუ არა რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბას - შე­საძ­ლოა, სხვა მძღო­ლი ამ დროს გზას უთ­მობს ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს ან ცხო­ველს.

2. არ მო­გა­ტყუ­ოთ სიჩ­ქა­რემ

რო­გორც წესი, სწორ გზა­ზე სიჩ­ქა­რე ორ­ჯერ ნა­ლე­ბი გეჩ­ვე­ნე­ბათ, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის. თუ გზის სწო­რი მო­ნაკ­ვე­თის შემ­დეგ მოხ­ვე­ვა გი­წევთ და ამ დროს საკ­მა­რი­სად არ და­აგ­დებთ სიჩ­ქა­რეს, შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნა მო­ცურ­დეს.

1. როცა რიგ­ში დგა­ხართ და მარ­ცხნივ მოხ­ვე­ვა გი­წევთ, ნუ მო­ატ­რი­ა­ლებთ ბორ­ბლებს წი­ნას­წარ

თუ მარ­ცხნივ გი­წევთ მოხ­ვე­ვა და თან შემ­ხვედრ მან­ქა­ნებს ატა­რებთ, ნუ იჩ­ქა­რებთ ბორ­ბლის მოტ­რი­ა­ლე­ბას, ეს სა­ხი­ფა­თოა. თუ უკ­ნი­დან სხვა მან­ქა­ნა გა­დარ­ტყამთ, მოხ­ვე­უ­ლი ბორ­ბლის გამო შე­იძ­ლე­ბა შემ­ხვედრ ზოლ­ზე აღ­მოჩ­ნდეთ, სა­დაც სხვა ავტმო­ბი­ლებ­თან შე­ჯა­ხე­ბას თა­ვი­დან ვე­ღარ აი­ცი­ლებთ.

intermedia.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!

11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!

ზოგჯერ გამოცდილმა მძღოლებმაც კი არ აიციან ყველა ის ნიუანსი, რომელიც ავტომანქანის მართვას აიოლებს. სწორედ ამიტომ, ქვემოთ თავი მოვუყარეთ იმ მცირე დეტალებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საჭესთან ყოფნისას თავი უფრო საიმედოდ იგრძნოთ და სახიფათო სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

11. შეამოწმეთ სწორად არის თუ არა დარეგულირებული სარკეები

თუ სარკეები სწორად არ არის დაყენებული, წარმოიქმნება ე.წ. ბრმა ზონა - გზის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ, - შესაბამისად, მომავალ ავტომანქანასაც ვერ შენიშნავთ. ბრმა ზონის თავიდან ასაცილებლად დაარეგულირეთ გვერდითი სარკეები ისე, რომ თქვენივე მანქანა არ ჩანდეს (ან სულ ოდნავ ჩანდეს) მათში. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ხომ არ გაჩნდა ბრმა ზონა, უკუსვლით ნელა იმოძრავეთ სხვა გაჩერებული მანქანის გვერდით და იყურეთ გვერდით სარკეში. როგორც კი მანქანა სარკეში გაქრება, უნდა შემოვიდეს თქვენი თვალთახედვის არეში.

უკანა ხედვის სარკე ისე უნდა დარეგულირდეს, რომ უკანა საქარე მინა სრულად ჩანდეს მასში.

სარკეების რეგულირებისას მიიღეთ ზუსტად ის პოზა, რომელშიც, ჩვეულებრივ, მართავთ მანქანას.

10. ისწავლეთ ბორბლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა

ორმოებში ჩავარდნისა და პარკირებისას მანქანის გაფხაჭნის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვგრძნობდეთ ზუსტად რა ადგილზეა ბორბალი. ამისათვის, აიღეთ ცარიელი პლატმასის ბოთლი, გასრისეთ ფეხით, დადეთ გზაზე და შეეცადეთ რიგ-რიგობით წინა მარჯვენა და მარცხენა ბორბლებით გადაუაროთ. ფანჯარა ღია გქონდეთ, რათა გაიგოთ პლასტმასზე ბორბლის შეხების ხმა.

9. პარკირებისას ორიენტირება მოახდინეთ ფანჯრებსა და სარკეებზე

თუ წინა მხარით ბორდიურთან ახდენთ პარკირებას, გაჩერდით როგორც კი ბორდიური გამოჩნდება გვერდით ფანჯარაში. ამგვარად, ბორდიურთან მანძილი მინიმალური იქნება და ბამპერს არ გაფხაჭნით.

თუ წინა სვლით, გვერდით ბორდიურის პარალელურად ახდენთ პაკირებას, მთავარია დისკები არ გაფხაჭნოთ. ამისათვის, დააკარით ფერადი წებოვანი ლენტი ("სკოჩი") წინა საქარე მინის ქვეშ. როგორც კი ბორდიურის ხაზი დაემთხვევა "სკოტჩით" მონიშნულ ადგილს, გაჩერდით. ბორიურის პარალელურად პარკირება უმჯობესია უკუსვლით - მაშინ ბორდიური ჩანს ფანჯრებში და ზედმეტად ახლოს არ მიხვალთ.

8. თვალყური ადევნეთ წინ მიმავალ მაღალ მანქანებს

გზაზე სვლისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ უშუალოდ თქვენს წინ მიმავალ ავტომობილებს, არამედ სხვებსაც, განსაკუთრებით მაღალ მანქანებს, როგორიცაა ატობუსები, სატვირთოები და ა.შ. მათი მძღოლები უკეთ ხედავენ გზაზე სიტუაციას. თუ მაღალმა ავტომობილებმა ერთდროულად დაიწყეს ერთ ზოლში გადაჯგუფება, ესე იგი, მეორე ზოლში რაღაც დაბრკოლებაა (ავარია ან სხვა შემთხვევა), ამიტომ თქვენც თადარიგი დაიჭირეთ და წინასწარვე იმავე ზოლში გადადით.

7. თუ ძრავა არ ირთვება, ჩართეთ შორი განათების სინათლეები

ზოგჯერ, ზამთარში, მანქანა პირველივე მცდელობაზე არ იქოქება. ამიტომ საჭიროა აკუმულატორის გათბობა. ამისათვის, ერთი წუთით ჩართეთ შორი განათების ან საავარიო სინათლეები.

6. ღამით ქვემოთ ჩამოსწიეთ უკანა ხედის სარკე

ცოტამ თუ იცის, რომ მანქანის სალონში სტანდარტულ უკანა ხედის სარკეს 2 რეჟიმი გააჩნია - დღის და ღამის. იმისათვის, რომ უკან მომავალი მანქანის სინათლეებმა თვალი არ მოგჭრათ, ოდნავ ქვემოთ უნდა ჩამოსწიოთ უკანა ხედის სარკე და ამგვარად შეცვალოთ მისი რეჟიმი.

5. ჩართეთ კონდიციონერი

თუნდაც არ გჭირდებოდეთ (ზამთარში), მაინც რეგულარულად ჩართეთ ხოლმე ცოტა ხნით კონდიციონერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაგრლებელი სითხე გაჟონავს, მილები კი გაშრება.

4. რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი

მაშინაც კი, როცა მანქანის პარკირება არ გიწევთ დაქანებულ ადგილზე, რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, რათა მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. გამონაკლისს წარმოადგენს ძლიერი ყინვები: ასეთ ამინდში ხელის მუხრუჭი უმჯობესია არ გამოიყენოთ, რათა არ გაიყინოს სამუხრუჭე ხუნდები.

3. თუ გვერდით ხაზზე ავტომობილი ამუხრუჭებს, თქვენც დაამუხრუჭეთ

თუ ხედავთ, რომ გვერდით ხაზზე წინ მიმავალი ავტომობილი დამუხრუჭებას იწყებს, თქვენც დააგდეთ სიჩქარე, მიუხედავად იმისა, წინ ხედავთ თუ არა რაიმე დაბრკოლებას - შესაძლოა, სხვა მძღოლი ამ დროს გზას უთმობს ფეხით მოსიარულეს ან ცხოველს.

2. არ მოგატყუოთ სიჩქარემ

როგორც წესი, სწორ გზაზე სიჩქარე ორჯერ ნალები გეჩვენებათ, ვიდრე რეალურად არის. თუ გზის სწორი მონაკვეთის შემდეგ მოხვევა გიწევთ და ამ დროს საკმარისად არ დააგდებთ სიჩქარეს, შეიძლება მანქანა მოცურდეს.

1. როცა რიგში დგახართ და მარცხნივ მოხვევა გიწევთ, ნუ მოატრიალებთ ბორბლებს წინასწარ

თუ მარცხნივ გიწევთ მოხვევა და თან შემხვედრ მანქანებს ატარებთ, ნუ იჩქარებთ ბორბლის მოტრიალებას, ეს სახიფათოა. თუ უკნიდან სხვა მანქანა გადარტყამთ, მოხვეული ბორბლის გამო შეიძლება შემხვედრ ზოლზე აღმოჩნდეთ, სადაც სხვა ავტმობილებთან შეჯახებას თავიდან ვეღარ აიცილებთ.

intermedia.ge

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე