პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თელასი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას 2015 წლამდე არ გეგმავს
"თელასი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას 2015 წლამდე არ გეგმავს

კომ­პა­ნია "თე­ლა­სი" ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის გაზ­რდას 2015 წლამ­დე არ გეგ­მავს , - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, მა­მუ­კა ქო­ბა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ "თე­ლა­სი" ტა­რი­ფის გაზ­რდას არ გეგ­მავს, არ მი­უ­მარ­თავს ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის­თვის და კომ­პა­ნია 2015 წლამ­დე სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის გაზ­რდას არ აპი­რებს", - აღ­ნიშ­ნა ქო­ბა­ლი­ამ და დას­ძი­ნა, რომ არ იგეგ­მე­ბა არც სა­მე­წარ­მეო ტა­რი­ფის შეც­ვლა.

"თე­ლა­სის" გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტა­რი­ფის შე­საძ­ლო გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსა­ფუძ­ვლოა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "თე­ლა­სი" სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში საქ­მი­ა­ნობს და მომ­ხმა­რე­ბელ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი 2006 წლის 1 ივ­ნი­სი­დან სა­ფე­ხუ­რე­ბად გა­ნი­სა­ზღვრა: თვე­ში 100კვტ/სთ მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აბო­ნენ­ტი 1 კვტ/სთ–ში იხ­დის 13.480 თეთ­რს; 100-დან 300–მდე 1 კვტ/სთ–ში 16.000 თეთ­რს; 301-იდან ზე­მოთ – 17. 697 თეთ­რს.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, "თე­ლასს" სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რიფ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტა­რი­ფის გაზ­რდა 2015 წლამ­დე არ იგეგ­მე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"თელასი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას 2015 წლამდე არ გეგმავს

"თელასი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას 2015 წლამდე არ გეგმავს

კომპანია "თელასი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას 2015 წლამდე არ გეგმავს , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ქობალიამ განაცხადა.

"მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ "თელასი" ტარიფის გაზრდას არ გეგმავს, არ მიუმართავს ეროვნული მარეგულირებელი კომისიისთვის და კომპანია 2015 წლამდე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას არ აპირებს", - აღნიშნა ქობალიამ და დასძინა, რომ არ იგეგმება არც სამეწარმეო ტარიფის შეცვლა.

"თელასის" განცხადებით, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "თელასი" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საქმიანობს და მომხმარებელთან ანგარიშსწორებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს.

არსებული სატარიფო კანონმდებლობის მიხედვით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2006 წლის 1 ივნისიდან საფეხურებად განისაზღვრა: თვეში 100კვტ/სთ მოხმარების შემთხვევაში აბონენტი 1 კვტ/სთ–ში იხდის 13.480 თეთრს; 100-დან 300–მდე 1 კვტ/სთ–ში 16.000 თეთრს; 301-იდან ზემოთ – 17. 697 თეთრს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, "თელასს" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან აქვს გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ტარიფის გაზრდა 2015 წლამდე არ იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ