ბრაზილიელი დეპუტატის, ანა პაულა და სილვას კონგრესში გამოჩენას, საზოგადოებასა და სოციალურ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
ჩაცმულობის გამო, პაულინას (როგორც მას ადგილობრივები მოიხსენიებენ) თავს ინტერნეტმომხმარებლები დაესხნენ და მიზოგინური კომენტარებით აავსეს. ამის პასუხად დეპუტატმა ქალმა განაცხადა, რომ აპირებს იჩივლოს იმ პირების მიმართ, რომლებმაც სოციალურ ქსელში დამამცირებელი და მუქარის შემცველი კომენტარები დაწერეს მასზე. ამასთან დასძინა, რომ გააგრძელებს ასე ჩაცმას, რადგან კარგად გრძნობს თავს ასეთ სამოსში.
VIDEO: მკერდმოშიშვლებულ დეპუტატს ბრაზილიელებმა "განკითხვის დღე" მოუწყვეს
კონგრესში სანტა კატარინას შტატიდან არჩევამდე, პაულინა ქალაქის მერის პოსტს იკავებდა. ასამბლეის წევრად ოქტომბერში აირჩიეს, თუმცა საზოგადოების დიდი ყურადღება იანვარში მას შემდეგ მიიქცია, რაც ვირუსულად გავრცელდა ფოტოები ასამბლეის გახსნის ღონისძიებიდან, სადაც კონგრესმენი წითელი, ღრმა დეკოლტიანი კაბით გამოცხადდა.
კომენტარებში მას "პროსტიტუტების წარმომადგენელი უწოდეს", ასევე დასცინეს, რომ არ იცის სად როგორ ჩაიცვას, ან რომ სხდომის შემდეგ კლუბში გასართობად აპირებს წასვლას.
პაულინამ აღნიშნულზე განაცხადა, რომ მისი გუნდის წევრებმა სათითაოდ შეაგროვეს ყველა კომენტარი, რომელსაც უხამსი და მუქარის შემცველი შინაარსი აქვს და ყველა კომენტარს გამოიყენებენ საჩივარში. კონგრესმენი აპირებს რომ, შეურაცხყოფისთვის მიღებული ფულადი კომპენსაცია ქალთა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს.
"ის თუ როგორ ჩავიცვამ, ჩემი საქმეა. ქალებს აქვთ ძუძუები, მე მაქვს დიდი მკერდი და ეს ყოველთვის მომწონდა, ასე რომ, ვერ გავხდები სხვა ქალი, იმიტომ რომ დეპუტატად ამირჩიეს. საზოგადოების გზავნილი მიღებულია - ქალები არიან პოლიტიკაში და საზოგადოება ამას უნდა შეეგუოს. ამ ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი" - უთხრა ადგილობრივ ტელეარხ NSC-ის ანა პაულა და სილვამ.