ავტორი:

"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - დარჩება თუ არა მმართველ გუნდში გედი ფოფხაძე

"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - დარჩება თუ არა მმართველ გუნდში გედი ფოფხაძე

ჩვენთვის ახლა პრინციპულია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესზე ზეგავლენა მოვახდინოთ - თუ შევძლებთ ამ ზეგავლენის მოხდენას გუნდის შემადგენლობაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს ბუნებრივია.

“ეს არც იმალებოდა და ამ დღეების განმავლობაში ფიქსირდებოდა. განსხვავებული აზრი მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა. აზრთა სხვადასხვობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დინსტანცირებას, ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ ახლა ვფიქრობთ, გვაქვს ერთმანეთთან საუბარი - გვაქვს არგუმენტები, როგორც გუნდთან ერთად ყოფნის, ასევე გუნდიდან წამოსვლის თაობაზე. დრო გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ. თუკი გვექნება რესურსი იმისა, რომ გუნდის ფარგლებში რაიმე სარგებელი მოვუტანოთ პროცესს, ამ ეტაპზე ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პროცესს ჩვენი იდეებით, წინადადებებით წავეშველოთ. მეორეს მხრივ, როცა პარტიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმ განცხადების სახით, რაც გამოქვეყნდა, რბილად რომ ვთქვათ, განცხადების პათოსი ჩვენთვის ბოლომდე მისაღები არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ, რამდენიმე დღეა საჭირო.

“არის მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, გვექნება გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ნაბიჯს გადავდგამთ გამომდინარე იქიდან, სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს რა უფრო წაადგება. სასამართლოში მიმდინარე პროცესს რაც ჩემი მხრიდან დასჭირდება, მე ეს უნდა გავაკეთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები