საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროგრამა დაინერგება 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში - მინისტრი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს
რა პროგრამა დაინერგება 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში - მინისტრი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ვრცლად ისა­უბ­რა სკო­ლა­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე.

მისი თქმით, სკო­ლა არის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბის და სის­ტე­მის რე­ფორ­მის, რო­მელ­ზეც უნდა იდ­გეს მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

"ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­ზეც სკო­ლის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ვსა­უბ­რობთ არის ხედ­ვა, რომ უნდა მოხ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იგი­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, ანუ დას­წავ­ლით ცოდ­ნით დაგ­რო­ვე­ბის მო­დე­ლი­დან, უნდა გა­და­ვი­დეთ ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­გო­რიც არის კრი­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, წიგ­ნი­ე­რე­ბა - ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაც იმას სა­უბ­რობს, რომ დღე­ვან­დე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის მო­დე­ლე­ბი გარ­და დაგ­რო­ვე­ბი­თი ცოდ­ნი­სა, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე ვახ­სე­ნეთ. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. და­ი­წყე­ბა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან და გა­და­ვა ზედა სა­ფე­ხუ­რებ­ზე. ის იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ ბავ­შვებს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ, მეტი ინ­ტე­რე­სი გა­ვუ­ჩი­ნოთ ცოდ­ნი­სად­მი და არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმ ის­ტო­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­ზე, გა­მო­კი­თხვა­ზე და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი სკო­ლა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გან ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ორინ­ტი­რე­ბუ­ლია არა­მარ­ტო დას­წავ­ლა­ზე, არა­მედ ამ ცოდ­ნის შე­ძე­ნი­დან კონ­კრე­ტუ­ლი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­მი­ნის­ტროს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს გეგ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ 2023-2024 წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­ვი­დეს.

"ჩვენ ერთ-ერთ სკო­ლა­ში, კერ­ძოდ, 150-ე სკო­ლა­ში, სწო­რედ იმ მიდ­გო­მით რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, და­ვი­წყეთ ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა რე­ფორ­მე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, რომ დაგ­ვე­ნა­ხა დრო­ში ამ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. და­ვი­წყეთ ახა­ლი მიდ­გო­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და­წყე­ბით კლა­სებ­ში და ჩვენ, რო­გორც ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, ეს არის მარ­თლაც ის ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უნდა და­ე­დოს მო­მა­ვალ გა­ნათ­ლე­ბას.

ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, როცა ბავ­შვე­ბი წიგ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ნეტ­ბუ­ქებს და მთე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ პრაქ­ტი­კა­ში, მო­ნა­ხონ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დაგ­რო­ვე­ბი­თი ცოდ­ნი­დან ორი­ენ­ტი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ კი­დევ მეტ სკო­ლა­ში მოხ­დეს სა­პი­ლო­ტედ ამის და­ნერგვა.

„ეს გეგ­მა მო­ი­ცავს, რომ 2019 წელს ანა­ლო­გი­უ­რად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით შე­ვალთ და­ახ­ლო­ე­ბით 150 სკო­ლა­ში - გა­ზა­ფხულ­ზე - 50 სკო­ლა­ში, შე­მოდ­გო­მა­ზე - 100 სკო­ლა­ში და წლე­ბის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლი გვაქვს ეს რო­გორ უნდა მოხ­დეს. ვფიქ­რობთ, რომ შე­ფა­სე­ბე­ბით, ანა­ლი­ზით უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, რომ 2023-2024 წლე­ბის­თვის ყვე­ლა სკო­ლა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით დავ­ფა­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რა პროგრამა დაინერგება 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში - მინისტრი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

რა პროგრამა დაინერგება 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში - მინისტრი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას ვრცლად ისაუბრა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზე.

მისი თქმით, სკოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მომავალი განათლების და სისტემის რეფორმის, რომელზეც უნდა იდგეს მომავალი ქართული განათლება.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც სკოლის რეფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ არის ხედვა, რომ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგივე საგაკვეთილო პროცესში, ანუ დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან, უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება - ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ჩვენი მომავალი თაობის წარმატებას.

საერთაშორისო პრაქტიკაც იმას საუბრობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება. დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გადავა ზედა საფეხურებზე. ის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ინტერესი გავუჩინოთ ცოდნისადმი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე, გამოკითხვაზე და გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული.

პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის დაგროვებასთან ერთად ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ისეთი თაობა, რომელიც ორინტირებულია არამარტო დასწავლაზე, არამედ ამ ცოდნის შეძენიდან კონკრეტული, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2023-2024 წლებში აღნიშნული პროგრამა ყველა სკოლაში შევიდეს.

"ჩვენ ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ, 150-ე სკოლაში, სწორედ იმ მიდგომით რომელზეც ვსაუბრობთ, დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომ დაგვენახა დროში ამ რეფორმის განხორციელება. დავიწყეთ ახალი მიდგომის ინტეგრირება დაწყებით კლასებში და ჩვენ, როგორც ამ გამოცდილებამ დაგვანახა, ეს არის მართლაც ის ნიმუში, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ განათლებას.

ეს არის მაქსიმალურად საგაკვეთილო პროცესში ჩართული ბავშვები, ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, როცა ბავშვები წიგნების პარალელურად აქტიურად იყენებენ ნეტბუქებს და მთელი საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია იმისთვის, რომ ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, მონახონ პრაქტიკული გადაწყვეტილება და დაგროვებითი ცოდნიდან ორიენტირება გავაკეთოთ ანალიტიკური უნარებისთვის“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თმით, შემუშავებულია გეგმა, რომ კიდევ მეტ სკოლაში მოხდეს საპილოტედ ამის დანერგვა.

„ეს გეგმა მოიცავს, რომ 2019 წელს ანალოგიურად, განახლებული პროგრამით შევალთ დაახლოებით 150 სკოლაში - გაზაფხულზე - 50 სკოლაში, შემოდგომაზე - 100 სკოლაში და წლების მიხედვით გაწერილი გვაქვს ეს როგორ უნდა მოხდეს. ვფიქრობთ, რომ შეფასებებით, ანალიზით უნდა მივაღწიოთ, რომ 2023-2024 წლებისთვის ყველა სკოლა განახლებული მიდგომებით დავფაროთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ