პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბო ყოველ ერთ წუთში 18 ადამიანს კლავს - სიმსივნის ადრეული სიმპტომები და მსოფლიო ექიმების ხუთი რჩევა
კიბო ყოველ ერთ წუთში 18 ადამიანს კლავს - სიმსივნის ადრეული სიმპტომები და მსოფლიო ექიმების ხუთი რჩევა

იქამ­დე, სა­ნამ თქვენ ამ ტექ­სტის წა­კი­თხვას და­ას­რუ­ლებთ, სიმ­სივ­ნე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს იმ­სხვერ­პლებს... ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმ­სივ­ნით ყო­ველ წუთ­ში 18 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სიმ­სივ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დონე იკ­ლებს, ბოლო 25 წე­ლია, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რჩე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ წამ­ყვან მი­ზე­ზად მსოფ­ლი­ო­ში.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2018 წელს, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა მოხ­და 18 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ­გან 5 მი­ლი­ონ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადრე და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და.

ფო­ტო­ზე: ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი

ასევე დაგაინტერესებთ
09:11 / 04-08-2018

ის 143 დღის განმავლობაში დარბოდა, იქამდე სანამ არ გარდაიცვალა... - სიმსივნით დაავადებული ბიჭის "იმედის მარათონი"

11:15 / 24-03-2018

"მე სიკვდილი მოვათვინიერე და არ ვაპირებ მის ნებას დავყვე..." - სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი 3 ტყუპის დედისგან, რომელიც ოთხი წელი ებრძოდა სიმსივნეს...

11:21 / 04-09-2019

"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?

12:40 / 13-09-2019

"პროფესორს ვუთხარი: თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ-მეთქი" - 33 წლის ქალის საოცარი ისტორია, რომელმაც მე-3 სტადიის სიმსივნე დაამარცხა

კი­ბოს კონ­ტრო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის კერი ადამ­სის გან­მარ­ტე­ბით, სიმ­სივ­ნის ბევ­რი სა­ხე­ო­ბა მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და უფრო მე­ტიც, სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვლე­ვე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ტა­რე­ბა.

თუმ­ცა, ბრი­ტა­ნე­თის მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ, გა­მო­კი­თხვე­ბით, ყო­ველ მე­ო­თხე პა­ცი­ენტს არ სურს ექიმ­თან წას­ვლა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­აგ­ნო­ზის მოს­მე­ნის ეში­ნია.

და­ა­ვა­დე­ბის კერა შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნო­ში გაჩ­ნდეს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი შე­ი­ძი­ნოს, მაგ­რამ არის გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი და სა­ყუ­რა­დღე­ბო ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­ნიშ­ვნის შემ­დეგ გირ­ჩევთ, სწრა­ფად მი­მარ­თოთ ექიმს.

  • რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა:

უჩ­ვე­უ­ლო კვან­ძებს, შე­სი­ე­ბა­სა და შე­ბე­რი­ლო­ბას - უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სიმ­სივ­ნე ხში­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყელს, საკ­ვერ­ცხე­ებს (მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში) და სარ­ძე­ვე ჯირ­კვლებს (ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში), ასე­ვე იღ­ლი­ებს.

ხან­გრძლივ ხვე­ლას, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა­სა და გარ­თუ­ლე­ბას - და­აკ­ვირ­დით, ხომ არ გი­ჭირთ ყლაპ­ვა.

საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს - უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, ხომ არ აღ­გე­ნიშ­ნე­ბათ მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეკ­რუ­ლო­ბა ან პი­რი­ქით, ხომ არ გაქვთ დი­ა­რე­ის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გა­ნა­ვალ­ში სის­ხლის კვა­ლი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

მო­უ­ლოდ­ნელ სის­ხლდე­ნას - მათ შო­რის სის­ხლის უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მო­ყო­ფას ვა­გი­ნი­დან, სწო­რი ნაწ­ლა­ვი­დან, ასე­ვე სის­ხლი­ან შარ­დსა და ნახ­ველს.

წო­ნის მო­უ­ლოდ­ნელ უმი­ზე­ზო კარ­გვას - თუ თქვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გახ­დით დრო­ის მცი­რე პე­რი­ოდ­ში, ეს უკვე არის მი­ზე­ზი, რომ აღელ­დეთ და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე ჩა­ე­წე­როთ, რად­გან სიმ­სივ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, წო­ნის სწრა­ფი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი კლე­ბა შე­საძ­ლოა, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის მუ­შა­ო­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე ან დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მიგ­ვი­თი­თებ­დეს.

ქრო­ნი­კულ დაღ­ლი­ლო­ბა­სა და ენერ­გი­ის უკ­მა­რი­სო­ბას - გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ თუ ცხოვ­რე­ბის წეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ფე­რი შე­გიც­ვლი­ათ და თქვენ­თვის ჩვე­ულ აქ­ტი­ვო­ბას ეწე­ვით თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბულ დაღ­ლი­ლო­ბა­სა და ენერ­გი­ის დე­ფი­ციტს გრნობთ.

უჩ­ვე­უ­ლო ტკი­ვი­ლებს - ნე­ბის­მი­ე­რი ხა­სი­ა­თი­სა და სიხ­ში­რის: ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რო­გორც ძველ შე­ტე­ვებს ასე­ვე ახ­ლებს, რო­გორც ქრო­ნი­კუ­ლებს, ასე­ვე მათ, რომ­ლე­ბიც თავს იშ­ვი­ა­თად იჩე­ნენ.

ახა­ლი ხა­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნას ან უკვე არ­სე­ბუ­ლის ტრანსფორ­მა­ცი­ას - სა­ყუ­რა­დღე­ბოა ზო­მის, ფორ­მი­სა და ფე­რის ცვლი­ლე­ბა. უჩ­ვე­უ­ლოდ უნდა მო­გეჩ­ვე­ნოთ თან­და­ყო­ლი­ლი ლა­ქის ზე­და­პი­რის გა­მაგ­რე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­მო­ნა­დე­ნი.

შარდდე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს

მკერ­დის უჩ­ვე­უ­ლო ცვლი­ლე­ბას - ნერ­ვი­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი უნდა გახ­დეს მკერ­დის ჯირ­კვლე­ბის ზო­მი­სა და ფორ­მის, ასე­ვე შე­ხე­ბი­სას შეგ­რძნე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბა.

მა­დის და­კარ­გვას - თუ თქვენ ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გიჩ­ლუნ­გდათ შიმ­ში­ლის გრძნო­ბა და ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყეთ, ესეც სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლია, მა­ში­ნაც კი თუ თქვენ სხვა სიმპტო­მე­ბი არ აღ­გე­ნიშ­ნე­ბათ.

ჭრი­ლო­ბას, რო­მე­ლიც რთუ­ლად ხორ­ცდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რის ღრუ­ში;

ოფ­ლის ჭარ­ბად გა­მო­ყო­ფას გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის პე­რი­ოდ­ში;

  • რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ სიმ­სივ­ნის რის­კე­ბი

კი­ბოს მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეს რო­გორც გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ასე­ვე გარე ფაქ­ტო­რე­ბი - როგ­რიც არის გა­მოს­ხი­ვე­ბა და კარ­ცო­რო­გე­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

სიმ­სივ­ნის­გან თა­ვის სრუ­ლად დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა. რის­კფაქ­ტო­რე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი ხუთ რჩე­ვას გვაძ­ლე­ვენ.

  • მო­ე­რი­დეთ მო­წე­ვას და თამ­ბა­ქოს კვამლს
  • და­ი­ცა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბა სექ­სი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას, რად­გან ვირუ­სე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა სიმ­სივ­ნის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი გა­ზარ­დოს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი­თა და სის­ხლით გა­და­დის.
  • რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ი­ტა­რეთ კვლე­ვე­ბი
  • ჩა­ი­ტა­რეთ ვაქ­ცი­ნა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით ჰე­პა­ტი­ტი­სა და პა­პი­ლო­მა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.
  • და­ი­ცა­ვით ჯან­სა­ღი დი­ე­ტა და იცხოვ­რეთ ჯან­სა­ღად

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.COM-ის მი­ხედ­ვით

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი

ავტორი:

კიბო ყოველ ერთ წუთში 18 ადამიანს კლავს - სიმსივნის ადრეული სიმპტომები და მსოფლიო ექიმების ხუთი რჩევა

კიბო ყოველ ერთ წუთში 18 ადამიანს კლავს - სიმსივნის ადრეული სიმპტომები და მსოფლიო ექიმების ხუთი რჩევა

იქამდე, სანამ თქვენ ამ ტექსტის წაკითხვას დაასრულებთ, სიმსივნე კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სიმსივნით ყოველ წუთში 18 ადამიანი იღუპება.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე იკლებს, ბოლო 25 წელია, ონკოლოგიური დაავადებები რჩება სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად მსოფლიოში.

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს, სიმსივნის დიაგნოსტირება მოხდა 18 მილიონი ადამიანის შემთხვევაში, მათგან 5 მილიონ შემთხვევაში დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაში იყო შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტური იქნებოდა.

ფოტოზე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები

კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელის კერი ადამსის განმარტებით, სიმსივნის ბევრი სახეობა მკურნალობას ექვემდებარება და უფრო მეტიც, სრულად განკურნებადია, განსაკუთრებით თუ ადრეულ სტადიაში გამოვლინდება და შესაბამისი მკურნალობა დაიწყება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევების რეგულარულად ჩატარება.

თუმცა, ბრიტანეთის მაგალითი რომ ავიღოთ, გამოკითხვებით, ყოველ მეოთხე პაციენტს არ სურს ექიმთან წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული დიაგნოზის მოსმენის ეშინია.

დაავადების კერა შეიძლება, ნებისმიერ ორგანოში გაჩნდეს და განსხვავებული ფორმები შეიძინოს, მაგრამ არის გარკვეული სიმპტომები და საყურადღებო ნიშნები, რომელთა შენიშვნის შემდეგ გირჩევთ, სწრაფად მიმართოთ ექიმს.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უჩვეულო კვანძებს, შესიებასა და შებერილობას - უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსივნე ხშირად უმტკივნეულოა, განსაკუთრებით კი დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. ყურადღება უნდა მიაქციოთ ყელს, საკვერცხეებს (მამაკაცების შემთხვევაში) და სარძევე ჯირკვლებს (ქალების შემთხვევაში), ასევე იღლიებს.

ხანგრძლივ ხველას, სუნთქვის გახშირებასა და გართულებას - დააკვირდით, ხომ არ გიჭირთ ყლაპვა.

საჭმლის მომნელებელ სისტემის მუშაობაში ცვლილებებს - უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხომ არ აღგენიშნებათ მოულოდნელი შეკრულობა ან პირიქით, ხომ არ გაქვთ დიარეის ხშირი შემთხვევები - განსაკუთრებით თუ განავალში სისხლის კვალი შეინიშნება.

მოულოდნელ სისხლდენას - მათ შორის სისხლის უმნიშვნელო გამოყოფას ვაგინიდან, სწორი ნაწლავიდან, ასევე სისხლიან შარდსა და ნახველს.

წონის მოულოდნელ უმიზეზო კარგვას - თუ თქვენთვის მოულოდნელად მნიშვნელოვნად გახდით დროის მცირე პერიოდში, ეს უკვე არის მიზეზი, რომ აღელდეთ და ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ, რადგან სიმსივნის პარალელურად, წონის სწრაფი და მოულოდნელი კლება შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევებზე ან დიაბეტის განვითარებაზე მიგვითითებდეს.

ქრონიკულ დაღლილობასა და ენერგიის უკმარისობას - განსაკუთრებით მაშინ თუ ცხოვრების წესში განსაკუთრებით არაფერი შეგიცვლიათ და თქვენთვის ჩვეულ აქტივობას ეწევით თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც განსაკუთრებულ დაღლილობასა და ენერგიის დეფიციტს გრნობთ.

უჩვეულო ტკივილებს - ნებისმიერი ხასიათისა და სიხშირის: ყურადღება მიაქციეთ როგორც ძველ შეტევებს ასევე ახლებს, როგორც ქრონიკულებს, ასევე მათ, რომლებიც თავს იშვიათად იჩენენ.

ახალი ხალების გამოჩენას ან უკვე არსებულის ტრანსფორმაციას - საყურადღებოა ზომის, ფორმისა და ფერის ცვლილება. უჩვეულოდ უნდა მოგეჩვენოთ თანდაყოლილი ლაქის ზედაპირის გამაგრება და ნებისმიერი სახის გამონადენი.

შარდდენასთან დაკავშირებულ პრობლემებს

მკერდის უჩვეულო ცვლილებას - ნერვიულობის მიზეზი უნდა გახდეს მკერდის ჯირკვლების ზომისა და ფორმის, ასევე შეხებისას შეგრძნების მოულოდნელი ცვლილება.

მადის დაკარგვას - თუ თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგიჩლუნგდათ შიმშილის გრძნობა და ნაკლები საკვების მიღება დაიწყეთ, ესეც საგანგაშო სიგნალია, მაშინაც კი თუ თქვენ სხვა სიმპტომები არ აღგენიშნებათ.

ჭრილობას, რომელიც რთულად ხორცდება, განსაკუთრებით პირის ღრუში;

ოფლის ჭარბად გამოყოფას განსაკუთრებით ღამის პერიოდში;

  • როგორ შევამციროთ სიმსივნის რისკები

კიბოს მაპროვოცირებელი შეიძლება, გახდეს როგორც გენეტიკური მიდრეკილება, ასევე გარე ფაქტორები - როგრიც არის გამოსხივება და კარცოროგენული ნივთიერებები.

სიმსივნისგან თავის სრულად დაცვა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება. რისკფაქტორების შესამცირებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ხუთ რჩევას გვაძლევენ.

  • მოერიდეთ მოწევას და თამბაქოს კვამლს
  • დაიცავის უსაფრთხოება სექსისა და სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას, რადგან ვირუსები, რომლებმაც შესაძლოა სიმსივნის ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკი გაზარდოს სქესობრივი კავშირითა და სისხლით გადადის.
  • რეგულარულად ჩაიტარეთ კვლევები
  • ჩაიტარეთ ვაქცინაცია განსაკუთრებით ჰეპატიტისა და პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ.
  • დაიცავით ჯანსაღი დიეტა და იცხოვრეთ ჯანსაღად

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ