პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყაზტრანსგაზი" მომხმარებლებს აფრთხილებს
"ყაზტრანსგაზი" მომხმარებლებს აფრთხილებს

ხე­თა­გუ­რო­ვის ქუჩა N4-ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლის­ში, ხე­თა­გუ­რო­ვის ქუჩა N4-ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვით (CO) ხან­ში­შე­სუ­ლი ცოლ-ქმა­რი მო­ი­წამ­ლა.

„ოჯახ­ში ღია კა­მე­რი­ან აკ­რძა­ლულ წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბელს ხმა­რობ­დნენ. „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ად­გილ­ზე მი­სულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აკ­რძა­ლუ­ლი ღია კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩაჭ­რეს და ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, არ მო­იხ­მა­რონ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნად­გა­რი. „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი სხვა მო­ბი­ნად­რე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხე­ბი შე­ა­მოწ­მეს.

გა­ზის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კი­დევ ერთ მო­ბი­ნად­რეს­თან აღ­მო­ა­ჩი­ნეს ღია კა­მე­რი­ა­ნი აკ­რძა­ლუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი, რომ­ლის საკ­ვამ­ლე მილი კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არხთან იყო და­ერ­თე­ბუ­ლი, რაც სხვა მო­ბი­ნად­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლე­საც საფრ­თხეს უქ­მნი­და. მო­ბი­ნად­რეს უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტა­რეს და გა­აფრ­თხი­ლეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნად­გა­რი არ მო­იხ­მა­როს.

ამა­ვე კორ­პუს­ში და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ უარი თქვა შე­მოწ­მე­ბა­ზე და გა­ზის სპე­ცი­ა­ლის­ტებს კარი არ გა­უ­ღო. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია და, კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ ის მო­ბი­ნად­რე­ე­ბი არ­ღვე­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ მათ ბი­ნებ­ში გაზ­და­ნად­გა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა­ზე. აკ­რძა­ლუ­ლი გაზ­და­ნად­გა­რე­ბის ჩაჭ­რას კი „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ ვერ ახერ­ხებს, რად­გან კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ქსე­ლის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით მო­ბი­ნად­რე­ე­ბი სახ­ლში არ უშ­ვე­ბენ.

„ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რებ­ლებს აფრ­თხი­ლებს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად მო­ე­კი­დონ გა­ზის და­ნად­გა­რებს. გახ­სოვ­დეთ, რომ CO ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ყაზტრანსგაზი" მომხმარებლებს აფრთხილებს

"ყაზტრანსგაზი" მომხმარებლებს აფრთხილებს

ხეთაგუროვის ქუჩა N4-ში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა N4-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა.

„ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.

გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო დაერთებული, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს უსაფრთხოების ინსტრუქცია ჩაუტარეს და გააფრთხილეს, რომ აღნიშნული დანადგარი არ მოიხმაროს.

ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და გაზის სპეციალისტებს კარი არ გაუღო. მსგავსი შემთხვევები ხშირია და, კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზდანადგარების ჩაჭრას კი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ