პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავხადოთ ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო ბავ­შვე­ბის­თვის - საინტერესო ფუნქციები, რომლებსაც თქვენს სმარტფონში აღმოაჩენთ
როგორ გავხადოთ ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო ბავ­შვე­ბის­თვის -  საინტერესო ფუნქციები, რომლებსაც თქვენს სმარტფონში აღმოაჩენთ

"აი­ფო­ნი" დიდი ხა­ნია იქცა მო­წყო­ბი­ლო­ბად, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში ეტე­ვა, მაგ­რამ იმა­ზე უფრო სა­ჭი­რო და ფუნ­ქცი­უ­რია, ვიდ­რე სხვა, მას­ზე ბევ­რად მოზ­რდი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ის უფრო პორ­ტა­ბე­ლუ­რია ვიდ­რე ლეპ­ტო­პი. ახა­ლი მო­დე­ლე­ბის კა­მე­რა ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ზოგი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის. რიგ შემ­თხვე­ვა­ში მას უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა შე­უძ­ლია, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტერს. "აი­ფო­ნის" აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი კი ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ფუნ­ქცია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "აი­ფო­ნის" ბევ­რმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა არც კი იცის. მათი ნა­წი­ლი ახა­ლია, ნა­წი­ლი კი წინა გა­ნახ­ლე­ბებ­თან ერ­თად და­ი­ნერ­გა. სწო­რედ ამი­ტომ, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რო­მელ­თა ცოდ­ნაც „აი­ფო­ნის“ ყვე­ლა მფლო­ბელს სჭირ­დე­ბა და მათ ცხოვ­რე­ბას ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­ტი­ვებს.

  • სელ­ფი ყურ­სას­მე­ნე­ბით გა­და­ი­ღეთ

სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რანს დიდი ხა­ნია აღარ იყე­ნე­ბენ. ამის­თვის ხმის აწე­ვის ან და­წე­ვის ღი­ლა­კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ახა­ლი სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა კი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ სელ­ფი ტე­ლე­ფონ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი ყურ­სას­მე­ნის ხმის ღი­ლა­კით გა­და­ი­ღოთ. ყურ­სას­მე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ტე­ლე­ფო­ნის გან­ძრე­ვის­გან და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით და სმარ­ტფონ­საც უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ი­ჭერთ ხელ­ში.

  • ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო გა­ხა­დეთ ბავ­შვე­ბის­თვის

ბავ­შვებს იმა­ზე მე­ტად უყ­ვართ სმარ­ტფო­ნე­ბი და იყე­ნე­ბენ მას, ვიდ­რე ეს მათ­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ „ეფლმა“ მო­წყო­ბი­ლო­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი დახ­ვე­წა და მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის სმარ­ტფო­ნებ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მოხ­სნა­ში ეხ­მა­რე­ბა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ბავ­შვს შე­უ­ზღუ­დოთ წვდო­მა გარ­კვე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, და­ა­წე­სოთ ასა­კობ­რი­ვი და დრო­ის ლი­მი­ტი. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნოთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ბავ­შვო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ერთი სმარ­ტფო­ნის­თვის იყი­დოთ და ბავ­შვმა ის ორი­ვე მშობ­ლის აი­ფონ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს.

  • გა­თა­ვი­სუფ­ლდით სმარ­ტფონ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის­გან

"აი­ფო­ნი" აკონ­ტრო­ლებს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ხნით იყე­ნებთ მას. პა­რა­მეტ­რე­ბი­დან თქვენ გა­ა­კონ­ტრო­ლებთ, რამ­დე­ნი ხნით იყე­ნებთ თი­თო­ე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ას. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ და­ა­წე­სოთ კონ­ტრო­ლიც, მი­უ­თი­თოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ხნით ან რო­მელ სა­ა­თებ­ში გინ­დათ, გქონ­დეთ წვდო­მა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­რო­ლი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე წვდო­მას რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­გი­ხან­გრძლი­ვებთ.

  • ბეჭ­დეთ ერთი ხე­ლით

„ეფ­ლის“ ახა­ლი სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ კლა­ვი­ა­ტუ­რის ფორ­მა­ტი ისე შეც­ვა­ლოთ (და­ა­ვიწ­რო­ვოთ), რომ მას­ზე ცალი ხე­ლით აკ­რი­ფოთ ტექ­სტი. შეც­ვლა პა­რა­მეტ­რე­ბი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სწო­რედ ასე­თი ფორ­მა­ტის კლა­ვი­ა­ტუ­რას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

  • მო­ძებ­ნეთ მუ­სი­კა ტექ­სტის სი­ტყვე­ბის მი­ხედ­ვით

iOS ახა­ლი სის­ტე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, რომ მუ­სი­კის აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სიმ­ღე­რა იმ ფრა­ზე­ბით მო­ძებ­ნოთ, რო­მე­ლიც გო­ნე­ბა­ში ჩაგ­რჩათ. აღარ არის სა­ჭი­რო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად სიმ­ღე­რის ან შემ­სრუ­ლე­ბის სა­ხე­ლი იცო­დეთ. ამა­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტე­ნი Siri-ს და­გეხ­მა­რე­ბათ.

  • შეც­ვა­ლეთ Siri-ის აქ­ცენ­ტი და მო­არ­გეთ ის სა­კუ­თარს

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის აქ­ცენ­ტის შეც­ვლა სი­ახ­ლე არაა, თუმ­ცა სი­ახ­ლე ისაა, რომ აქ­ცენ­ტე­ბის არ­ჩე­ვა­ნი უფრო მარ­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ოთ ამე­რი­კუ­ლი, ავ­სტრა­ლი­უ­რი, ბრი­ტა­ნუ­ლი, ირ­ლან­დი­უ­რი ან სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი აქ­ცენ­ტი. ასე­ვე გა­ფარ­თოვ­და Siri-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თარ­გმნის მხრივ. აჟა­მად მას 50 ენა­ზე თარ­გმნა შე­უძ­ლია.

  • გა­და­ა­კე­თეთ კლა­ვი­ა­ტუ­რა მა­უ­სად

აღი­ა­რეთ, რამ­დენ­ჯერ მოგშლი­ათ ნერ­ვე­ბი, ეკ­რა­ნის სენ­სო­რით ტექ­სტის კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე რომ ვერ მოხ­ვედ­რილ­ხართ? აი­ფო­ნი კურ­სო­რის სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მარ­ტი­ვად მიყ­ვა­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ამის­თვის სა­ჭი­როა, ჩა­მო­წი­ოთ თქვე­ნი კლა­ვი­ა­ტუ­რა და ასო­ე­ბი გაქ­რე­ბა. სა­ნაც­ვლოდ გაჩ­ნდე­ბა სივ­რცე, რო­მე­ლიც ლეპ­ტო­პებს აქვთ და რო­მე­ლიც კურ­სო­რის სა­მარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ასე თი­თის მარ­ტი­ვი მოძ­რა­ო­ბით კურ­სორს სა­სურ­ველ ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­იყ­ვანთ.

ავტორი:

როგორ გავხადოთ ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო ბავ­შვე­ბის­თვის - საინტერესო ფუნქციები, რომლებსაც თქვენს სმარტფონში აღმოაჩენთ

როგორ გავხადოთ ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო ბავ­შვე­ბის­თვის -  საინტერესო ფუნქციები, რომლებსაც თქვენს სმარტფონში აღმოაჩენთ

"აიფონი" დიდი ხანია იქცა მოწყობილობად, რომელიც ჯიბეში ეტევა, მაგრამ იმაზე უფრო საჭირო და ფუნქციურია, ვიდრე სხვა, მასზე ბევრად მოზრდილი მოწყობილობები. ის უფრო პორტაბელურია ვიდრე ლეპტოპი. ახალი მოდელების კამერა ბევრად უკეთესია, ვიდრე ზოგი ფოტოაპარატის. რიგ შემთხვევაში მას უფრო მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია, ვიდრე კომპიუტერს. "აიფონის" აპლიკაციები კი ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია.

ამ ყველაფრის პარალელურად, არსებობს უამრავი ფუნქცია, რომლის შესახებაც "აიფონის" ბევრმა მომხმარებელმა არც კი იცის. მათი ნაწილი ახალია, ნაწილი კი წინა განახლებებთან ერთად დაინერგა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რჩევებს, რომელთა ცოდნაც „აიფონის“ ყველა მფლობელს სჭირდება და მათ ცხოვრებას ნამდვილად გაუმარტივებს.

  • სელფი ყურსასმენებით გადაიღეთ

სელფის გადასაღებად ტელეფონის ეკრანს დიდი ხანია აღარ იყენებენ. ამისთვის ხმის აწევის ან დაწევის ღილაკი გამოიყენება. ახალი საოპერაციო სისტემა კი შესაძლებლობას იძლევა, რომ სელფი ტელეფონზე მიერთებული ყურსასმენის ხმის ღილაკით გადაიღოთ. ყურსასმენის გამოყენებით ფოტოს გადაღებისას ტელეფონის განძრევისგან დაზღვეული იქნებით და სმარტფონსაც უფრო მოხერხებულად დაიჭერთ ხელში.

  • ტელეფონი უსაფრთხო გახადეთ ბავშვებისთვის

ბავშვებს იმაზე მეტად უყვართ სმარტფონები და იყენებენ მას, ვიდრე ეს მათთვის რეკომენდირებულია. სწორედ ამიტომ „ეფლმა“ მოწყობილობის პარამეტრები დახვეწა და მშობლებს ბავშვების სმარტფონებთან მიჯაჭვულობის მოხსნაში ეხმარება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს შეუზღუდოთ წვდომა გარკვეულ აპლიკაციებზე, დააწესოთ ასაკობრივი და დროის ლიმიტი. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ აპლიკაციების ოჯახის წევრებთან გაზიარების შესაძლებლობა. მაგალითად, საბავშვო აპლიკაციები შეგიძლიათ ერთი სმარტფონისთვის იყიდოთ და ბავშვმა ის ორივე მშობლის აიფონში გამოიყენოს.

  • გათავისუფლდით სმარტფონზე მიჯაჭვულობისგან

"აიფონი" აკონტროლებს, დღის განმავლობაში რამდენი ხნით იყენებთ მას. პარამეტრებიდან თქვენ გააკონტროლებთ, რამდენი ხნით იყენებთ თითოეულ აპლიკაციას. ასევე, შეგიძლიათ დააწესოთ კონტროლიც, მიუთითოთ დღის განმავლობაში რამდენი ხნით ან რომელ საათებში გინდათ, გქონდეთ წვდომა რომელიმე კონკრეტულ აპლიკაციაზე. ასევე, შეგიძლიათ შექმნათ სპეციალური პაროლი, რომელიც აპლიკაციებზე წვდომას რამდენიმე წუთით გაგიხანგრძლივებთ.

  • ბეჭდეთ ერთი ხელით

„ეფლის“ ახალი საოპერაციო სისტემა საშუალებას გაძლევთ კლავიატურის ფორმატი ისე შეცვალოთ (დაავიწროვოთ), რომ მასზე ცალი ხელით აკრიფოთ ტექსტი. შეცვლა პარამეტრებიდანაა შესაძლებელი და ბევრი მომხმარებელი სწორედ ასეთი ფორმატის კლავიატურას ანიჭებს უპირატესობას.

  • მოძებნეთ მუსიკა ტექსტის სიტყვების მიხედვით

iOS ახალი სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ მუსიკის აპლიკაციის საშუალებით სიმღერა იმ ფრაზებით მოძებნოთ, რომელიც გონებაში ჩაგრჩათ. აღარ არის საჭირო, რომ აუცილებლად სიმღერის ან შემსრულების სახელი იცოდეთ. ამაში ვირტუალური ასისტენი Siri-ს დაგეხმარებათ.

  • შეცვალეთ Siri-ის აქცენტი და მოარგეთ ის საკუთარს

ვირტუალური ასისტენტის აქცენტის შეცვლა სიახლე არაა, თუმცა სიახლე ისაა, რომ აქცენტების არჩევანი უფრო მარვალფეროვანი გახდა. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ამერიკული, ავსტრალიური, ბრიტანული, ირლანდიური ან სამხრეთ აფრიკული აქცენტი. ასევე გაფართოვდა Siri-ის შესაძლებლობები თარგმნის მხრივ. აჟამად მას 50 ენაზე თარგმნა შეუძლია.

  • გადააკეთეთ კლავიატურა მაუსად

აღიარეთ, რამდენჯერ მოგშლიათ ნერვები, ეკრანის სენსორით ტექსტის კონკრეტულ ადგილზე რომ ვერ მოხვედრილხართ? აიფონი კურსორის სასურველ ადგილზე მარტივად მიყვანაში დაგეხმარებათ. ამისთვის საჭიროა, ჩამოწიოთ თქვენი კლავიატურა და ასოები გაქრება. სანაცვლოდ გაჩნდება სივრცე, რომელიც ლეპტოპებს აქვთ და რომელიც კურსორის სამართავად გამოიყენება. ასე თითის მარტივი მოძრაობით კურსორს სასურველ ადგილზე სწრაფად მიიყვანთ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის