პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადამიანების ღმერთი ბოროტებაა..." - პეტრე კოლხი საზოგადოებასა და მრევლის ნაწილში არსებულ აგრესიაზე
"ამ ადამიანების ღმერთი ბოროტებაა..." - პეტრე კოლხი საზოგადოებასა და მრევლის ნაწილში არსებულ აგრესიაზე

ბოლო დროს, ხში­რად ვა­წყდე­ბით ფაქ­ტებს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლე­ბი ყველ­გან, ყვე­ლა­ფერ­ში აგ­რე­სი­ას ავ­ლე­ნენ. უჭირთ ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა, თა­ვის მო­თოკ­ვა, კონ­ტრო­ლი, რი­თაც სხვებს აზი­ა­ნე­ბენ...

ზო­გა­დად კი, უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის თავ­მოყ­რის ად­გი­ლად ბოლო დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი იქცა, რო­მე­ლიც სავ­სეა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ერ­თმა­ნე­თის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით.

ჩვე­ნი სა­ი­ტის რეს­პონ­დენ­ტე­ბიც ხში­რად გამ­ხდა­რან არა­ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რის „მსხვერ­პლი“, როცა მკი­თხვე­ლი ჯან­სა­ღად კი არ აკ­რი­ტი­კებს მათ, პირ­და­პირ დამ­ცი­რე­ბა­სა და "თავ­დას­ხმა­ზე" გა­და­დის. ერთ-ერთი ასე­თი რეს­პონ­დენ­ტი, სა­სუ­ლი­ე­რო პირი პეტ­რე კოლ­ხია.

ამ­ჯე­რად მამა პეტ­რე AMBEBI.GE-ს შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს - რა მი­აჩ­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­თი აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნის მი­ზე­ზად, რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი აგ­რე­სი­ის­გან და რა­ტომ ვერ თო­კავს ზო­გი­ერ­თი ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ემო­ცი­ებს.

"ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტე­სად სა­კუ­თარ თავს აზი­ა­ნე­ბენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც აგ­რე­სია, სი­ძულ­ვი­ლი, შური ახა­სი­ა­თებს, მხრე­ბით წის­ქვი­ლის ქვა­ზე მე­ტად მძი­მე ტვირ­თი და­აქვს. ეს კი სხვა­ზე მე­ტად მას ეხე­ბა, ვინც ამ ტვირ­თის ზიდ­ვა­ზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და.

უამ­რა­ვი რამ შე­იძ­ლე­ბა ბო­რო­ტე­ბის სა­პირ­წო­ნედ მო­ვი­ფიქ­როთ, მაგ­რამ სხვი­სი გან­კი­თხვით და ცი­ლის­წა­მე­ბით ეად­ვი­ლე­ბათ ცხოვ­რე­ბა... ეს არ არის მხო­ლოდ ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის, ან სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის ბრა­ლი... უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ან­მა თით­ქმის და­კარ­გა ადა­მი­ა­ნუ­რი სახე და მტა­ცე­ბელ მხეცს და­ემ­სგავ­სა. ასე­თე­ბი გარ­შე­მო ყვე­ლას არ­თმე­ვენ სიმ­შვი­დეს, მოს­ვე­ნე­ბას, გულს უკ­ლა­ვენ გარ­შე­მო მყო­ფებს...

მა­გა­ლი­თის­თვის, მარ­ტო კო­მენ­ტა­რე­ბიც კმა­რა. რო­გორ ილან­ძღე­ბი­ან, რო­გორ ავ­ლე­ნენ ში­ნა­გან მა­ხინჯ სამ­ყა­როს... ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა კი არა, ბოღ­მის და გეს­ლის გად­მონ­თხე­ვაა... ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნის­თვის კი უცხოა ნამ­დვი­ლი სი­ხა­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა. რა დო­ნის ბო­რო­ტი უნდა იყო, რომ სხვი­სი ლან­ძღვა სი­ხა­რულს გა­ნი­ჭებ­დეს?!" - გვე­უბ­ნე­ბა პეტ­რე კოლ­ხი.

- სამ­წუ­ხა­როდ ისეც ხდე­ბა, რომ ასე­თებს შო­რის ზო­გი­ერ­თი ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი­ცაა, აღმსა­რე­ბელ-მა­ზი­ა­რე­ბელ­ნი, რო­მელ­თა­გან აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა, თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უხერ­ხუ­ლია. რა­ტომ ხდე­ბა ასე? რა­ტომ ვერ ახერ­ხე­ბენ იმ ცოდ­ნით, ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი მად­ლით ამ ყვე­ლაფ­რის და­ბა­ლან­სე­ბას?

- ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ფრთა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ლი­ერ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­რულ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის, სწო­რედ ფა­ნა­ტი­კო­სი, ცრუ სას­წა­უ­ლე­ბის მიმ­დევ­რე­ბი, ათე­ის­ტო­ბამ­დე მი­სუ­ლი ე.წ. მორ­წმუ­ნე­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თა მსოფლხედ­ვა (თუ ასე­თი აქვთ სა­ერ­თოდ) ძა­ლა­დო­ბა­ზე, დას­ჯა­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მათ­თვის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი მი­ტე­ვე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­უ­გე­ბა­რია. სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აფა­სე­ბენ ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნას. ფა­ნა­ტიზ­მის მო­რევ­ში იხ­რჩო­ბი­ან და სიყ­ვა­რულ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რე­ლი­გი­ას სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით თა­ვად­ვე გმო­ბენ.

ფა­ნა­ტიზ­მი შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ქრის­ტეს ჭეშ­მა­რიტ რწმე­ნას­თან. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ეს­რო­ლო ქვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მი­იჩ­ნიო, რომ ცხო­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამა თუ იმ საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნა, იქ­ნე­ბა ეს თვით­დაწ­ვა თუ შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლი, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის დი­რექ­ტი­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა თუ, პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით მოქ­მე­დე­ბა.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ცხოვ­რე­ბა უფრო რთუ­ლია! რთუ­ლია, იყო თა­ნამ­გრძნო­ბი, შე­იგ­რძნო ერ­თმორ­წმუ­ნე ძმა­თა და იმ მოყ­ვას­თა გა­ჭირ­ვე­ბა, რო­მელ­თაც დღეს უფა­ლი გიგ­ზავ­ნის. მაგ­რამ სწო­რედ ასე­თი, მორ­ჩი­ლი, თავ­მდა­ბა­ლი და ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბი სწყუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს, რომ­ლის­გა­ნაც დაც­ლი­ლია ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად დავ­დგე­ბით სხვა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე...

პეტ­რე კოლ­ხი მე­უღ­ლეს­თან, ნინო ვე­კუ­ას­თან ერ­თად

- თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელს, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს მი­ვუბ­რუნ­დე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც და­უნ­დობ­ლად ექ­ცე­ვი­ან რო­გორც უცხო­ებს, ისე ნაც­ნობ-მე­გობ­რებს. ოღონდ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ და ამის­თვის არა­ფე­რი აკა­ვებთ...

- კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფერს ემ­ტე­რე­ბი­ან, ებ­რძვი­ან და მი­წას­თან ას­წო­რე­ბენ. გა­ნად­გუ­რე­ბით კი, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ინად­გუ­რე­ბენ. ისი­ნი სა­კუ­თარ სი­ძულ­ვილს თვი­თონ­ვე ეწი­რე­ბი­ან და საფრ­თხეს უქ­მნი­ან პირ­ველ რიგ­ში ახ­ლობ­ლებს... მათი ღმერ­თი ბო­რო­ტე­ბაა... სწო­რედ ამ ბო­რო­ტე­ბას მთე­ლი გუ­ლით ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან... ქვა­კუ­თხედს ებ­რძვი­ან, მაგ­რამ თა­ვად­ვე ილე­წე­ბი­ან!

- ერთ-ერთი ასე­თი "თავ­დას­ხმის" ობი­ექ­ტი თქვენც ხართ. თქვე­ნი მი­სა­მარ­თით, იმა­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მი­კი­თხავს, არ გე­რი­დე­ბი­ან... რას გრძნობთ ამ დროს?

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, კო­მენ­ტა­რე­ბის წა­სა­კი­თხად ნამ­დვი­ლად არ მცა­ლია - ამ მა­რაზმს დრო რომ და­ვუთ­მო, იმ საქ­მე­ებს ვერ გა­ვა­კე­თებ, რა­საც მთე­ლი არ­სე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბი... კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სი­ტყვე­ბი მახ­სენ­დე­ბა: "იმ ქვას და ტა­ლახს, რო­მე­ლიც ჩემ­კენ იყო გა­მოს­რო­ლი­ლი, იმ ტაძ­რის ასა­გე­ბად ვი­ყე­ნებ­დი, რომ­ლის სა­ძირ­კვე­ლი არას­დროს დაჰ­კა­რე­ბია მი­წას"... ქვე­ბი ხომ ბუ­მე­რან­გი­ვით უკან ბრუნ­დე­ბა...

შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ ამო­რა­ლუ­რი სი­ტყვე­ბით, თან, ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბით სხვი­სი ლან­ძღვა, მხო­ლოდ უკულ­ტუ­რო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს... ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი არ­სე­ბო­ბით სი­ცა­რი­ე­ლეს, არა­რა­ო­ბას ქმნი­ან... არა­და, შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ შეც­ვა­ლონ.

- ე.ი. მათ­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ გინ­დე­ბათ?

- ასეთ დროს გულ­წრფელ სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ... მარ­თლა ძა­ლი­ან ვში­შობ, რომ აგ­რე­სი­ის და სი­ძულ­ვი­ლის გამო, არც ერთი ჩვენ­გა­ნი არ რჩე­ბა და­უს­ჯე­ლი... ისე კი, ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტურ პა­სუხს ღმერ­თი გას­ცემს ყვე­ლას! პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა მკვა­ხე შე­ძა­ხი­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია... "ძაღ­ლი ჰყეფს, ქა­რა­ვა­ნი მი­დის" - ძაღ­ლი კი შო­რი­დან მხო­ლოდ მა­შინ ჰყეფს, როცა ძა­ლი­ან ეში­ნია!

- რას ურ­ჩევ­დით ადა­მი­ა­ნებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ამ­ჯე­რა­დაც არ შე­ი­კა­ვებს თავს და შე­საძ­ლოა, კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში კვლავ მკვა­ხე სი­ტყვებს გა­ი­მე­ტებს?

- სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის ზრდას ვურ­ჩევ­დი... სა­მუ­შაო ბევ­რია... შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან მუ­შა­ო­ბის გამო ხელ­ფა­სი არა­ვინ გა­დაგ­ვი­ხა­დოს, მაგ­რამ ხელ­ფას­ზე მე­ტია ის შე­დე­გი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ... უყუ­რონ ფილ­მებს, მო­უს­მი­ნონ სა­ინ­ტე­რე­სო მე­ლო­დი­ებს, იკი­თხონ წიგ­ნე­ბი. თავი და­აღ­წი­ონ სიბ­ნე­ლეს და მი­ა­შუ­რონ და­უს­რუ­ლე­ბელ ნა­თელს... მუდ­მი­ვად სხვი­სი გან­კი­თხვა, რა ფორ­მი­თაც არ უნდა იყოს ის, მხო­ლოდ პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მია - ში­ნა­გა­ნი პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი.

- რას ურ­ჩევთ ეკ­ლე­სი­უ­რებ­საც და არა­ეკ­ლე­სი­უ­რებს - თუკი ასეთ და­ყო­ფას მო­ვახ­დენთ...

- არა­ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი ბევ­რად ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან, ბევ­რად კე­თი­ლე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი, ვიდ­რე ზო­გი­ერ­თი ხიბ­ლის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლი, მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი! მეტი რა უნდა ვთქვა, სათ­ქმე­ლი უკვე ვთქვი...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

შვილო პეტრე, ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვწერ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რადგან დაწერილია იქადაგე დროულად და უდროოდ, გთხოვ წაიკითხე მოციქულ პავლეს წერილი ტიმოთეს მიმართ.

ზაზა
0

მამაო 2000 დოლარი მჭირდება ორი თვით,არ უნდა გაგიჭერდეს კაცური კაცი:))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ამ ადამიანების ღმერთი ბოროტებაა..." - პეტრე კოლხი საზოგადოებასა და მრევლის ნაწილში არსებულ აგრესიაზე

"ამ ადამიანების ღმერთი ბოროტებაა..." - პეტრე კოლხი საზოგადოებასა და მრევლის ნაწილში არსებულ აგრესიაზე

ბოლო დროს, ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები არიან და გაბოროტებულები ყველგან, ყველაფერში აგრესიას ავლენენ. უჭირთ ემოციების მართვა, თავის მოთოკვა, კონტროლი, რითაც სხვებს აზიანებენ...

ზოგადად კი, უარყოფითი ემოციების თავმოყრის ადგილად ბოლო დროს სოციალური ქსელი იქცა, რომელიც სავსეა შეურაცხმყოფელი, ერთმანეთის დამამცირებელი კომენტარებით.

ჩვენი საიტის რესპონდენტებიც ხშირად გამხდარან არაერთი ნეგატიური კომენტარის „მსხვერპლი“, როცა მკითხველი ჯანსაღად კი არ აკრიტიკებს მათ, პირდაპირ დამცირებასა და "თავდასხმაზე" გადადის. ერთ-ერთი ასეთი რესპონდენტი, სასულიერო პირი პეტრე კოლხია.

ამჯერად მამა პეტრე AMBEBI.GE-ს შეკითხვებს პასუხობს - რა მიაჩნია ადამიანების ასეთი აგრესიის გამოვლენის მიზეზად, როგორ უნდა დავიცვათ თავი აგრესიისგან და რატომ ვერ თოკავს ზოგიერთი ეკლესიური ადამიანი ემოციებს.

"ასეთი ადამიანები უმეტესად საკუთარ თავს აზიანებენ. წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერს, ვისაც აგრესია, სიძულვილი, შური ახასიათებს, მხრებით წისქვილის ქვაზე მეტად მძიმე ტვირთი დააქვს. ეს კი სხვაზე მეტად მას ეხება, ვინც ამ ტვირთის ზიდვაზე საკუთარი ნებით თანხმობა განაცხადა.

უამრავი რამ შეიძლება ბოროტების საპირწონედ მოვიფიქროთ, მაგრამ სხვისი განკითხვით და ცილისწამებით ეადვილებათ ცხოვრება... ეს არ არის მხოლოდ ყოფითი პრობლემების, ან სოციალური ფონის ბრალი... უბრალოდ, ადამიანმა თითქმის დაკარგა ადამიანური სახე და მტაცებელ მხეცს დაემსგავსა. ასეთები გარშემო ყველას ართმევენ სიმშვიდეს, მოსვენებას, გულს უკლავენ გარშემო მყოფებს...

მაგალითისთვის, მარტო კომენტარებიც კმარა. როგორ ილანძღებიან, როგორ ავლენენ შინაგან მახინჯ სამყაროს... ეს თავისუფალი აზრის გამოხატვა კი არა, ბოღმის და გესლის გადმონთხევაა... ამ ტიპის ადამიანისთვის კი უცხოა ნამდვილი სიხარული, ნამდვილი ბედნიერება. რა დონის ბოროტი უნდა იყო, რომ სხვისი ლანძღვა სიხარულს განიჭებდეს?!" - გვეუბნება პეტრე კოლხი.

- სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ ასეთებს შორის ზოგიერთი ეკლესიური ადამიანიცაა, აღმსარებელ-მაზიარებელნი, რომელთაგან აგრესიის გამოვლენა, თავშეუკავებლობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. რატომ ხდება ასე? რატომ ვერ ახერხებენ იმ ცოდნით, ეკლესიაში მიღებული მადლით ამ ყველაფრის დაბალანსებას?

- ყველაზე საშიში ფრთა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სულიერ-ინტელექტუარულ განვითარებას ხელს უშლის, სწორედ ფანატიკოსი, ცრუ სასწაულების მიმდევრები, ათეისტობამდე მისული ე.წ. მორწმუნეები არიან, რომელთა მსოფლხედვა (თუ ასეთი აქვთ საერთოდ) ძალადობაზე, დასჯაზე, შურისძიებაზეა დაფუძნებული. მათთვის სახარებისეული მიტევება და სიყვარული გაუგებარია. საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე აფასებენ ნებისმიერ მოვლენას. ფანატიზმის მორევში იხრჩობიან და სიყვარულზე დაფუძნებულ რელიგიას საკუთარი ცხოვრების წესით თავადვე გმობენ.

ფანატიზმი შეუთავსებელია ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენასთან. ძალიან ადვილია ესროლო ქვა მოწინააღმდეგეს, ძალიან ადვილია, მიიჩნიო, რომ ცხონებისთვის აუცილებელია ამა თუ იმ საქციელის ჩადენა, იქნება ეს თვითდაწვა თუ შიმშილით სიკვდილი, ხელმძღვანელების დირექტივების შესრულება თუ, პირიქით, საკუთარი შეხედულებებით მოქმედება.

ქრისტიანულად ცხოვრება უფრო რთულია! რთულია, იყო თანამგრძნობი, შეიგრძნო ერთმორწმუნე ძმათა და იმ მოყვასთა გაჭირვება, რომელთაც დღეს უფალი გიგზავნის. მაგრამ სწორედ ასეთი, მორჩილი, თავმდაბალი და ქრისტეს სიყვარულით აღსავსე ადამიანები სწყურია თანამედროვე სამყაროს, რომლისგანაც დაცლილია ქართული რეალობა, მაგრამ აუცილებლად დავდგებით სხვა რეალობის წინაშე...

პეტრე კოლხი მეუღლესთან, ნინო ვეკუასთან ერთად

- თუ სოციალურ ქსელს, ინტერნეტსივრცეს მივუბრუნდებით, ადამიანები მართლაც დაუნდობლად ექცევიან როგორც უცხოებს, ისე ნაცნობ-მეგობრებს. ოღონდ შეურაცხყოფა მიაყენონ და ამისთვის არაფერი აკავებთ...

- კიდევ გავიმეორებ, სოციალურ ქსელში ჩასაფრებულები არიან და რაც მათთვის მიუღებელია, ყველაფერს ემტერებიან, ებრძვიან და მიწასთან ასწორებენ. განადგურებით კი, მხოლოდ საკუთარ თავს ინადგურებენ. ისინი საკუთარ სიძულვილს თვითონვე ეწირებიან და საფრთხეს უქმნიან პირველ რიგში ახლობლებს... მათი ღმერთი ბოროტებაა... სწორედ ამ ბოროტებას მთელი გულით ეთაყვანებიან... ქვაკუთხედს ებრძვიან, მაგრამ თავადვე ილეწებიან!

- ერთ-ერთი ასეთი "თავდასხმის" ობიექტი თქვენც ხართ. თქვენი მისამართით, იმავე სოციალურ ქსელში საოცარი კომენტარები წამიკითხავს, არ გერიდებიან... რას გრძნობთ ამ დროს?

- გულწრფელად გეტყვით, კომენტარების წასაკითხად ნამდვილად არ მცალია - ამ მარაზმს დრო რომ დავუთმო, იმ საქმეებს ვერ გავაკეთებ, რასაც მთელი არსებით ვემსახურები... კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები მახსენდება: "იმ ქვას და ტალახს, რომელიც ჩემკენ იყო გამოსროლილი, იმ ტაძრის ასაგებად ვიყენებდი, რომლის საძირკველი არასდროს დაჰკარებია მიწას"... ქვები ხომ ბუმერანგივით უკან ბრუნდება...

შეიძლება ყველა არ მოგწონდეს, მაგრამ ამორალური სიტყვებით, თან, ყალბი პროფილებით სხვისი ლანძღვა, მხოლოდ უკულტურობაზე მიანიშნებს... ასეთი ადამიანები თავიანთი არსებობით სიცარიელეს, არარაობას ქმნიან... არადა, შეუძლიათ ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალონ.

- ე.ი. მათთვის პასუხის გაცემა არ გინდებათ?

- ასეთ დროს გულწრფელ სიკეთეს ვუსურვებ... მართლა ძალიან ვშიშობ, რომ აგრესიის და სიძულვილის გამო, არც ერთი ჩვენგანი არ რჩება დაუსჯელი... ისე კი, ყველაზე ობიექტურ პასუხს ღმერთი გასცემს ყველას! პირადად ჩემთვის ყველა მკვახე შეძახილი მოტივაციის მომცემია... "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის" - ძაღლი კი შორიდან მხოლოდ მაშინ ჰყეფს, როცა ძალიან ეშინია!

- რას ურჩევდით ადამიანებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ამჯერადაც არ შეიკავებს თავს და შესაძლოა, კომენტარების ველში კვლავ მკვახე სიტყვებს გაიმეტებს?

- საკუთარი პიროვნების ზრდას ვურჩევდი... სამუშაო ბევრია... შეიძლება საკუთარ თავთან მუშაობის გამო ხელფასი არავინ გადაგვიხადოს, მაგრამ ხელფასზე მეტია ის შედეგი, რასაც აუცილებლად მივიღებთ... უყურონ ფილმებს, მოუსმინონ საინტერესო მელოდიებს, იკითხონ წიგნები. თავი დააღწიონ სიბნელეს და მიაშურონ დაუსრულებელ ნათელს... მუდმივად სხვისი განკითხვა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ პროვინციალიზმია - შინაგანი პროვინციალიზმი.

- რას ურჩევთ ეკლესიურებსაც და არაეკლესიურებს - თუკი ასეთ დაყოფას მოვახდენთ...

- არაეკლესიურები ბევრად ჰუმანურები არიან, ბევრად კეთილები და მოსიყვარულეები, ვიდრე ზოგიერთი ხიბლისგან გაგიჟებული, მფრინავი ობიექტი! მეტი რა უნდა ვთქვა, სათქმელი უკვე ვთქვი...

"მიმინო 2" - ბუბა კიკაბიძემ ანზორ მელიას პირდაპირ ეთერში უმღერა

"მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ სანდროს რომ არ გაეგო არტისტობდა... ბავშვს რომ ეძინა, ბღაოდა" - ანზორ მელია

დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა