მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ ჩემი შვილის სიმართლეში არ დავრწმუნდი..." - რას ამბობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის გოგონას დედა
"აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ ჩემი შვილის სიმართლეში არ დავრწმუნდი..." - რას ამბობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის გოგონას დედა

2018 წლის 12 მა­ისს ღა­მის კლუ­ბებ­ში - "ბა­სი­ა­ნი", "გა­ლე­რი" და თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რის შე­დე­გა­დაც 8 ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც ბრა­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბათ.

პო­ლი­ციამ სპე­ცო­პერ­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა: კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქეთი მუ­რუ­სი­ძე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის და­რახ­ვე­ლი­ძე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ ელი­ა­ვა და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE-ს სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნას, 21 წლის ქეთი მუ­რუ­სი­ძის დედა თე­ო­ნა ტყაბ­ლა­ძე ესა­უბ­რა. ქეთი მუ­რუ­სი­ძე მხო­ლოდ თაღ­ლი­თო­ბას აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ მან ე.წ აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს გა­ცი­ე­ბის წა­მა­ლი "ფლუ­კოლ­დის" აბი მიჰ­ყი­და, რო­მე­ლიც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხი­თაც არის ამო­ღე­ბუ­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო თე­ო­ნა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს­გან?

ასევე დაგაინტერესებთ
17:21 / 15-05-2018

"ის სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს..." - რას ამბობენ ნარკოტიკების გამსაღებელი პირების ადვოკატები

10:31 / 18-10-2018

"ამოღებულია ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს" - რა ეტაპზეა ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე

18:52 / 07-02-2019

"ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი" - რა თქვა პროცესზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ

19:12 / 07-02-2019

ე.წ. "კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი დამნაშავედაა ცნობილი

14:13 / 24-04-2019

"ჯიბღაშვილი გამოუშვეს, ჩემს 22 წლის გოგოს კი 8 წელი მიუსაჯეს" - რას ამბობენ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულების ოჯახის წევრები

- ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს რომ სა­სა­მარ­თლო სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. სამ­წუ­ხა­როდ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან უსა­მარ­თლო­ბას შევ­ხვდი. მე არ ვამ­ბობ, რომ ჩემი შვი­ლი ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზია, მან ნამ­დვი­ლად ჩა­ი­დი­ნა თაღ­ლი­თო­ბა და ამ მუხ­ლით უნდა მი­უ­სა­ჯონ, მაგ­რამ ორ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბი­ან: თაღ­ლი­თო­ბას და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბას, ამის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი ქვეყ­ნი­დან გა­ა­პა­რეს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით ხელი შე­უ­წყვეს ჩემს შვილს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში. აქამ­დე მა­ტყუ­ებ­დნენ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე წა­მო­ვალ­თო. არ იყო ეს ჩემ­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო, რად­გან ჩემს შვილს უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია. უკვე მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბი ვინ ვარ ან მე, ან ჩემი შვი­ლი, ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა რომ აქვთ.

- რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ის­ჯე­ბა თქვე­ნი შვი­ლი?

- აგენ­ტი-პრო­ვო­კა­ტო­რი ქე­თის გა­ეც­ნო ინ­ტერ­ნე­ტით, მო­ა­ტყუა. ის რე­ა­ლუ­რად სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლია და ჩემს შვილს ლა­ზა­რე სი­ლა­გა­ძის სა­ხე­ლით გა­ეც­ნო. ქეთი არის ალა­ლი, შტე­რი ბავ­შვი. ისე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტით გავ­ზარ­დე, ვერც ვი­ჯე­რებ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი მან ჩა­ი­დი­ნა. ქე­თიმ როცა გა­იც­ნო აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი, ის "შეძ­ვრა" ამ ბავ­შვებ­ში და ქე­თის მე­გობ­რე­ბიც მისი აგენ­ტე­ბი გახ­დნენ. ამას და­ზუს­ტე­ბით ვამ­ბობ, ერთ-ერთი გო­გო­ნა, ქე­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბი­სას კად­რებ­შიც ჩანს, ქვეყ­ნი­დან მა­ლე­ვე წა­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ვი­დე­ო­შიც ჩანს, რო­გორ უდებს ქე­თის მისი მე­გო­ბა­რი ჯი­ბე­ში თან­ხას. ქე­თის საქ­მე­ში სულ ხუთი ეპი­ზო­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სამ შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ჩემ­მა შვილ­მა აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს მიჰ­ყი­და "ფლუ­კოლ­დი".

და­ი­კი­თხა აფ­თი­ა­ქის იუ­რის­ტი და ემ­თხვე­ვა რომ იმ პე­რი­ოდ­ში ქეთი ნამ­დვი­ლად ყი­დუ­ლობ­და "ფლუ­კოლდს" აფ­თი­აქ­ში. ორ ეპი­ზოდ­ზე გვე­და­ვე­ბი­ან, რომ თით­ქოს ქე­თიმ ნარ­კო­ტი­კი მი­ყი­და "აგენტს", მაგ­რამ გა­ვა­კე­თე დნმ-ის ანა­ლი­ზი და და­დას­ტურ­და, რომ ჩემს შვილს იმ ორ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას­თან შე­ხე­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ოლი­კო ქარ­სე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ როცა ქე­თიმ სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვილს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ყი­და, 30 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქიო, მა­თი­კაშ­ვი­ლი კი სხვა რა­მეს ამ­ბობს. ბოლო ორ ეპი­ზოდ­ში, სა­დაც გა­მო­ძი­ე­ბა გვე­და­ვე­ბა რომ თით­ქოს ქე­თიმ ნარ­კო­ტი­კი გა­დას­ცა აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს, გა­და­ღე­ბუ­ლია ვი­დეო, რო­გორ აძ­ლევს ქეთი მას პარკს, ის კი ამ პარკს აგ­დებს. ეკი­თხე­ბა კი­დეც ქეთი, პარ­კი რა­ტომ გა­და­აგ­დეო. შემ­დეგ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ითი­შე­ბა და როცა უკვე გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­დას­ცემს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, აქე­დან გრძელ­დე­ბა ვი­დეო.

აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი ამ­ბობს, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მის­გან და­ახ­ლო­ე­ბით ათი წუ­თის სა­ვალ­ზე იდგა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კი ამ­ბობს, რომ 30 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქიო. მე რა ვიცი, იქ­ნებ სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვილ­მა გა­მოც­ვა­ლა "ფლუ­კოლ­დი" და ჩადო პარკში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მდმა"?! ეს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ა­კე­თა თუ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან შე­თან­ხმე­ბით, ვერ გე­ტყვით. ფაქ­ტია, დნმ-ით მტკიც­დე­ბა, რომ იმ ორ ფაქტთან ქე­თის არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია.

აქამ­დე ხმას არ ვი­ღებ­დი, სა­ნამ თა­ვად არ დავ­რწმუნ­დი ჩემი შვი­ლის სი­მარ­თლე­ში, უარს ვამ­ბობ­დი ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ახლა კი მი­ღუ­პა­ვენ ბავ­შვს, მი­წი­რა­ვენ და მინ­და სა­მარ­თა­ლი ვი­პო­ვო. პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვი­სას თუ და­ა­კა­ვებ­დნენ ქე­თის და მი­უს­ჯიდ­ნენ, მად­ლო­ბას ვი­ტყო­დი, რად­გან თაღ­ლი­თო­ბა და­ნა­შა­უ­ლია და ჩემი შვი­ლის­თვის ეს ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ღუ­პა­ვენ ბავ­შვს.

- ამ ყვე­ლა­ფერს ატყობ­დით თქვენს შვილს?

- ქე­თიმ სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი წინა წელს, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო. მე სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვი და ბავ­შვი ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის მყავ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ქე­თის უყ­ვარს კლუ­ბე­ბი და ვუ­თხა­რი, ახა­ლი წელი სახ­ლში გა­ა­ტა­რეთ, კლუბ­ში არ წახ­ვი­დეთ-მეთ­ქი. ხში­რად ამოწ­მებ­და ჩემი ნა­თე­სა­ვი და მე­უბ­ნე­ბო­და, ბავ­შვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თო­ბი­ან, უც­ნა­ურს ვე­რა­ფერს ვამ­ჩნე­ვო.

თავ­და­პირ­ვე­ლად ეს "აგენ­ტი" უფა­სოდ "ეპა­ტი­ჟე­ბო­და" ბავ­შვებს სას­მელ­ზე, მსუ­ბუქ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე... შემ­დეგ კი აქეთ სთხოვ­და "წა­მა­ლი" მა­ყი­დი­ნე­თო. ამათ ნარ­კო­ტი­კი სად ჰქონ­დათ? ჩემი შვი­ლი "აგენ­ტე­ბის" გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა, მათ შო­რის მთა­ვარს, თა­ვი­სი "აგენ­ტე­ბი" ჰყავ­და, ქე­თის და­ქა­ლე­ბი და ასე მი­ყი­დეს "ფლუ­კოლ­დი" მას, თუმ­ცა არა­ვინ და­უ­კი­თხავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქე­თის მდგო­მა­რე­ო­ბას, ვე­ღარ ვცნობ­დი, მისი და მისი მე­გობ­რე­ბის თვა­ლე­ბი არ მომ­წონ­და, ბავ­შვი აქო­ში­ნე­ბუ­ლი, ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი გა­დი­ო­და და შე­მო­დი­ო­და სახ­ლი­დან. სულ ვჩხუ­ბობ­დით ამის გამო... ერთხელ სახ­ლში ნამ­ტი­რა­ლე­ვი მო­ვი­და, ტან­საც­მე­ლიც ჭუ­ჭყი­ა­ნი ჰქონ­და. ვკი­თხე რა მო­გი­ვი­და-მეთ­ქი და მი­თხრა, კლუბ­ში ჩა­სა­ვარ­დნია და იქ ჩავ­ვარ­დიო. თურ­მე მო­მა­ტყუა. მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, სახ­ლთან ვი­ღაც კაცი ეჩხუ­ბე­ბო­და და ქეთი ეუბ­ნე­ბო­და, გა­მა­ნე­ბე თავი, ხომ დაგბ­ლო­კე და შე­მეშ­ვიო. ეს კაცი აღ­მოჩ­ნდა სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი. როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ქე­თის ვუ­თხა­რი, გა­ვი­გე რა პრობ­ლე­მე­ბიც გაქვს და მო­მი­ყე­ვი-მეთ­ქი. ბავ­შვი ანერ­ვი­ულ­და და მი­თხრა, იმ კაცს მო­ცი­ლე­ბის მიზ­ნით "ფლუ­კოლ­დი" მი­ვე­ცი­თო. იმის შემ­დეგ ქეთი გა­რეთ აღარ გა­დი­ო­და. ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა, რომ ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი­ყო სას­წავ­ლებ­ლად. სა­ერ­თოდ აღარ გა­დი­ო­და გა­რეთ, კლუ­ბის გა­გო­ნე­ბა არ უნ­დო­და.

24 აპ­რილს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და მხო­ლოდ ხუთი მე­გო­ბა­რი და­პა­ტი­ჟა, ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა ვუ­ქი­რა­ვე, გა­ვუ­კე­თე ბუ­ტერბრო­დე­ბი, სა­ლა­თე­ბი, სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს ჩა­ვა­ბა­რე ბავ­შვე­ბი და წა­მო­ვე­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე აღ­მოჩ­ნდა სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იქ ქე­თის მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდა. კად­რე­ბიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­გორ აწე­ვი­ნებს ბავ­შვებს "ამ­ფი­ტა­მინს", ბავ­შვი აზ­რზზე რომ არ მო­სუ­ლი­ყო, არ მი­ფხიზ­ლებ­და.

რად­გან ნა­ხეს, რომ ქეთი აღარ გა­დი­ო­და კლუბ­ში, მი­რე­კავს მისი მე­გო­ბა­რი ქ.ს. რო­მელ­მაც მთხო­ვა ქეთი ჩემ­თან გა­მო­უშ­ვიო და სწო­რედ იმ დღეს მი­ა­ცე­მი­ნა ბოლო "ფლუ­კოლ­დი" "აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რის­თვის". ჩემი შვი­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო კლუბ­ზე, კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკ­ზე და მარ­ტი­ვად და­ა­მუ­შა­ვეს, მეს­მის ამას არ აქვს გა­მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გამო უფრო ად­ვი­ლად მო­ხერ­ხდა მისი და­მუ­შა­ვე­ბა.

- თუ გაქვთ მას­თან ცი­ხე­ში კონ­ტაქ­ტი?

- მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მაქვს, სა­სა­მარ­თლო­ზე თუ შევ­ხე­დავ. ერთი პე­რი­ო­დი გავ­რცელ­და ხმა, რომ ცი­ხე­ში ავად იყო, გა­მო­ნა­ყა­რი ჰქონ­და, დეპ­რე­სია, არ ჭამ­და, წყალს არ სვამ­და და ა.შ. ავ­ტე­ხე ერთი ამ­ბა­ვი, მი­ვე­დი ცი­ხე­ში და მომ­ცეს ფორ­მა ასი, რომ ჩემი შვი­ლი ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო, მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. დიდი მად­ლო­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ უმ­კურ­ნა­ლეს ჩემს შვი­ლი. ახლა გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ეტყო­ბა რომ კარ­გა­დაა. აღი­ა­რებს თაღ­ლი­თო­ბას, ნა­ნობს და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის ნა­წილ­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

- და­ნარ­ჩენ და­კა­ვე­ბუ­ლებს იც­ნობს?

- არ იც­ნობს მათ. კლუბ­ში არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ ქეთი. ამ და­კა­ვე­ბულ პი­რებს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა რომ აქ ჰქონ­დათ, საქ­მე­ე­ბი გა­ი­ყო და 7-8 წელი მი­უ­სა­ჯეს და­კა­ვე­ბუ­ლებს. მე რაში მა­ინ­ტე­რე­სებს, სხვას რას მი­უს­ჯი­ან, ამ საქ­მე­ებს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი რომ არ ჰქონ­დათ, იმი­ტომ გა­ი­ყო და "გა­ლე­რის" დაც­ვის უფ­როსს, რო­მე­ლიც 50 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, მა­საც 8 წელი უნდა მი­უ­სა­ჯონ და ჩემს შვილ­საც თაღ­ლი­თო­ბა­ზე? უსა­მარ­თლო­ბას უყუ­რებს ბავ­შვი - რო­გორ გა­წი­რეს მე­გობ­რებ­მა, მთავ­რო­ბამ და ყვე­ლამ. ღმერ­თმა ქნას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­სა­მარ­თლემ. სა­მარ­თა­ლი თუ არ­სე­ბობს, ქეთი თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით უნდა გა­სა­მარ­თლდეს".

Ambebi.ge თე­ო­ნა ტყაბ­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ "პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, ბრალ­დე­ბულ ქ.მ. - ს საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს მისი მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქტს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ ჩემი შვილის სიმართლეში არ დავრწმუნდი..." - რას ამბობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის გოგონას დედა

"აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ ჩემი შვილის სიმართლეში არ დავრწმუნდი..." - რას ამბობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის გოგონას დედა

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში - "ბასიანი", "გალერი" და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ.

პოლიციამ სპეცოპერციების შედეგად დააკავა: კაფე "გალერის" დაცვის წევრი, 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი, 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.

AMBEBI.GE-ს სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი გოგონას, 21 წლის ქეთი მურუსიძის დედა თეონა ტყაბლაძე ესაუბრა. ქეთი მურუსიძე მხოლოდ თაღლითობას აღიარებს და ამბობს, რომ მან ე.წ აგენტ-პროვოკატორს გაციების წამალი "ფლუკოლდის" აბი მიჰყიდა, რომელიც მტკიცებულებების სახითაც არის ამოღებული.

- ქალბატონო თეონა, რა გადაწყვეტილებას ელოდებით სასამართლოსგან?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხაროდ პროკურატურისგან უსამართლობას შევხვდი. მე არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი ფრთიანი ანგელოზია, მან ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა და ამ მუხლით უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ორ დანაშაულს ედავებიან: თაღლითობას და ნარკოტიკების გასაღებას, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

აგენტ-პროვოკატორი ქვეყნიდან გააპარეს და შეიძლება ითქვას, სწორედ მისი მეშვეობით ხელი შეუწყვეს ჩემს შვილს დანაშაულის ჩადენაში. აქამდე მატყუებდნენ, მეუბნებოდნენ საპროცესო შეთანხმებაზე წამოვალთო. არ იყო ეს ჩემთვის სახარბიელო, რადგან ჩემს შვილს უნდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვხვდები ვინ ვარ ან მე, ან ჩემი შვილი, ასეთი დაინტერესება რომ აქვთ.

- რატომ ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად ისჯება თქვენი შვილი?

- აგენტი-პროვოკატორი ქეთის გაეცნო ინტერნეტით, მოატყუა. ის რეალურად სოლომონ მათიკაშვილია და ჩემს შვილს ლაზარე სილაგაძის სახელით გაეცნო. ქეთი არის ალალი, შტერი ბავშვი. ისეთი მენტალიტეტით გავზარდე, ვერც ვიჯერებ, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა. ქეთიმ როცა გაიცნო აგენტ-პროვოკატორი, ის "შეძვრა" ამ ბავშვებში და ქეთის მეგობრებიც მისი აგენტები გახდნენ. ამას დაზუსტებით ვამბობ, ერთ-ერთი გოგონა, ქეთის მეგობარი, რომელიც საკონტროლო შესყიდვებისას კადრებშიც ჩანს, ქვეყნიდან მალევე წავიდა, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უდებს ქეთის მისი მეგობარი ჯიბეში თანხას. ქეთის საქმეში სულ ხუთი ეპიზოდია წარმოდგენილი, სამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ჩემმა შვილმა აგენტ-პროვოკატორს მიჰყიდა "ფლუკოლდი".

დაიკითხა აფთიაქის იურისტი და ემთხვევა რომ იმ პერიოდში ქეთი ნამდვილად ყიდულობდა "ფლუკოლდს" აფთიაქში. ორ ეპიზოდზე გვედავებიან, რომ თითქოს ქეთიმ ნარკოტიკი მიყიდა "აგენტს", მაგრამ გავაკეთე დნმ-ის ანალიზი და დადასტურდა, რომ ჩემს შვილს იმ ორ მტკიცებულებასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. გამომძიებელი ოლიკო ქარსელაძე ამბობს, რომ როცა ქეთიმ სოლომონ მათიკაშვილს ნარკოტიკული საშუალება მიყიდა, 30 მეტრის მოშორებით ვიდექიო, მათიკაშვილი კი სხვა რამეს ამბობს. ბოლო ორ ეპიზოდში, სადაც გამოძიება გვედავება რომ თითქოს ქეთიმ ნარკოტიკი გადასცა აგენტ-პროვოკატორს, გადაღებულია ვიდეო, როგორ აძლევს ქეთი მას პარკს, ის კი ამ პარკს აგდებს. ეკითხება კიდეც ქეთი, პარკი რატომ გადააგდეო. შემდეგ ვიდეოჩანაწერი ითიშება და როცა უკვე გამომძიებელს გადასცემს მტკიცებულებას, აქედან გრძელდება ვიდეო.

აგენტ-პროვოკატორი ამბობს, რომ გამომძიებელი მისგან დაახლოებით ათი წუთის სავალზე იდგა, გამომძიებელი კი ამბობს, რომ 30 მეტრის მოშორებით ვიდექიო. მე რა ვიცი, იქნებ სოლომონ მათიკაშვილმა გამოცვალა "ფლუკოლდი" და ჩადო პარკში ნარკოტიკული საშუალება "მდმა"?! ეს დამოუკიდებლად გააკეთა თუ გამომძიებელთან შეთანხმებით, ვერ გეტყვით. ფაქტია, დნმ-ით მტკიცდება, რომ იმ ორ ფაქტთან ქეთის არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ თავად არ დავრწმუნდი ჩემი შვილის სიმართლეში, უარს ვამბობდი ყველანაირ ინტერვიუზე. ახლა კი მიღუპავენ ბავშვს, მიწირავენ და მინდა სამართალი ვიპოვო. პირველივე შემთხვევისას თუ დააკავებდნენ ქეთის და მიუსჯიდნენ, მადლობას ვიტყოდი, რადგან თაღლითობა დანაშაულია და ჩემი შვილისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ღუპავენ ბავშვს.

- ამ ყველაფერს ატყობდით თქვენს შვილს?

- ქეთიმ სოლომონ მათიკაშვილი წინა წელს, ახალი წლის დღეებში სოციალური ქსელით გაიცნო. მე საზღვარგარეთ ვიყავი და ბავშვი ნათესავებისთვის მყავდა ჩაბარებული. ქეთის უყვარს კლუბები და ვუთხარი, ახალი წელი სახლში გაატარეთ, კლუბში არ წახვიდეთ-მეთქი. ხშირად ამოწმებდა ჩემი ნათესავი და მეუბნებოდა, ბავშვები იკრიბებიან და ერთობიან, უცნაურს ვერაფერს ვამჩნევო.

თავდაპირველად ეს "აგენტი" უფასოდ "ეპატიჟებოდა" ბავშვებს სასმელზე, მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებზე... შემდეგ კი აქეთ სთხოვდა "წამალი" მაყიდინეთო. ამათ ნარკოტიკი სად ჰქონდათ? ჩემი შვილი "აგენტების" გარემოცვაში აღმოჩნდა, მათ შორის მთავარს, თავისი "აგენტები" ჰყავდა, ქეთის დაქალები და ასე მიყიდეს "ფლუკოლდი" მას, თუმცა არავინ დაუკითხავთ.

რაც შეეხება ქეთის მდგომარეობას, ვეღარ ვცნობდი, მისი და მისი მეგობრების თვალები არ მომწონდა, ბავშვი აქოშინებული, ანერვიულებული გადიოდა და შემოდიოდა სახლიდან. სულ ვჩხუბობდით ამის გამო... ერთხელ სახლში ნამტირალევი მოვიდა, ტანსაცმელიც ჭუჭყიანი ჰქონდა. ვკითხე რა მოგივიდა-მეთქი და მითხრა, კლუბში ჩასავარდნია და იქ ჩავვარდიო. თურმე მომატყუა. მეზობლებმა მითხრეს, სახლთან ვიღაც კაცი ეჩხუბებოდა და ქეთი ეუბნებოდა, გამანებე თავი, ხომ დაგბლოკე და შემეშვიო. ეს კაცი აღმოჩნდა სოლომონ მათიკაშვილი. როცა ეს ამბავი გავიგე, ქეთის ვუთხარი, გავიგე რა პრობლემებიც გაქვს და მომიყევი-მეთქი. ბავშვი ანერვიულდა და მითხრა, იმ კაცს მოცილების მიზნით "ფლუკოლდი" მივეცითო. იმის შემდეგ ქეთი გარეთ აღარ გადიოდა. ინგლისურის სწავლა გააგრძელა, რომ ამერიკაში წასულიყო სასწავლებლად. საერთოდ აღარ გადიოდა გარეთ, კლუბის გაგონება არ უნდოდა.

24 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა და მხოლოდ ხუთი მეგობარი დაპატიჟა, ერთოთახიანი ბინა ვუქირავე, გავუკეთე ბუტერბროდები, სალათები, სახლის მეპატრონეს ჩავაბარე ბავშვები და წამოვედი. მოგვიანებით მის დაბადების დღეზე აღმოჩნდა სოლომონ მათიკაშვილი, რომელიც იქ ქეთის მეგობრის დახმარებით მოხვდა. კადრებიც არის გადაღებული, როგორ აწევინებს ბავშვებს "ამფიტამინს", ბავშვი აზრზზე რომ არ მოსულიყო, არ მიფხიზლებდა.

რადგან ნახეს, რომ ქეთი აღარ გადიოდა კლუბში, მირეკავს მისი მეგობარი ქ.ს. რომელმაც მთხოვა ქეთი ჩემთან გამოუშვიო და სწორედ იმ დღეს მიაცემინა ბოლო "ფლუკოლდი" "აგენტ-პროვოკატორისთვის". ჩემი შვილი დამუშავებულია, დამოკიდებული იყო კლუბზე, კლუბურ ნარკოტიკზე და მარტივად დაამუშავეს, მესმის ამას არ აქვს გამართლება, მაგრამ ამ ფაქტორების გამო უფრო ადვილად მოხერხდა მისი დამუშავება.

- თუ გაქვთ მასთან ციხეში კონტაქტი?

- მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, სასამართლოზე თუ შევხედავ. ერთი პერიოდი გავრცელდა ხმა, რომ ციხეში ავად იყო, გამონაყარი ჰქონდა, დეპრესია, არ ჭამდა, წყალს არ სვამდა და ა.შ. ავტეხე ერთი ამბავი, მივედი ციხეში და მომცეს ფორმა ასი, რომ ჩემი შვილი ამ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების გამო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო. დიდი მადლობა ციხის ადმინისტრაციას, რომ უმკურნალეს ჩემს შვილი. ახლა გარეგნულადაც ეტყობა რომ კარგადაა. აღიარებს თაღლითობას, ნანობს დანაშაულს, მაგრამ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

- დანარჩენ დაკავებულებს იცნობს?

- არ იცნობს მათ. კლუბში არ დაუკავებიათ ქეთი. ამ დაკავებულ პირებს ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა რომ აქ ჰქონდათ, საქმეები გაიყო და 7-8 წელი მიუსაჯეს დაკავებულებს. მე რაში მაინტერესებს, სხვას რას მიუსჯიან, ამ საქმეებს ერთმანეთთან კონტაქტი რომ არ ჰქონდათ, იმიტომ გაიყო და "გალერის" დაცვის უფროსს, რომელიც 50 აბი ნარკოტიკული საშუალებით დააკავეს, მასაც 8 წელი უნდა მიუსაჯონ და ჩემს შვილსაც თაღლითობაზე? უსამართლობას უყურებს ბავშვი - როგორ გაწირეს მეგობრებმა, მთავრობამ და ყველამ. ღმერთმა ქნას სწორი გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ. სამართალი თუ არსებობს, ქეთი თაღლითობის მუხლით უნდა გასამართლდეს".

Ambebi.ge თეონა ტყაბლაძის ინტერვიუს შემდეგ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ "პროკურატურის მიერ, ბრალდებულ ქ.მ. - ს საქმეში მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მისი მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტს".

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა - გარდაცვლილის მამა დაზარალებულად ცნეს