პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართება
პროკურატურის გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართება

გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ზაზა სა­რა­ლი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ად­ვო­კატ ნეს­ტან ლონ­და­რი­ძეს­თან და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ალე­კო ცქი­ტიშ­ვილ­თან ერ­თად შე­ვი­და.

ზაზა სა­რა­ლი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, რომ ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში დას­ვამს ყვე­ლა იმ კი­თხვას, რაც მას და­უგ­როვ­და, რო­გორც მის საქ­მეს­თან, ასე­ვე მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ზაზა სა­რა­ლი­ძის­თვის უც­ნო­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეხ­ვედ­რა ვის­თან მოხ­დე­ბა, იქ­ნე­ბი­ან ეს საქ­მის პრო­კუ­რო­რე­ბი, თუ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე.

გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ზაზა სა­რა­ლი­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბი გიგი უგუ­ლა­ვა და სერ­გო რა­ტი­ა­ნი მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი არ გაჩ­ნდეს.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ი­დან ნახა ყვე­ლა ის უბე­დუ­რე­ბა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ საქ­მე­ში გა­ა­კე­თა. ამას მოჰ­ყვა პრო­ტეს­ტი და შო­თა­ძის გა­და­ყე­ნე­ბა. მაგ­რამ ამ­ჟა­მად თა­დუ­მა­ძე ამ კა­ბი­ნეტ­ში უბ­რა­ლოდ დევს, რად­გა­ნაც ყვე­ლა პირი, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის, კვლაც რჩე­ბი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

დღეს რე­ა­ლუ­რად ორი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რია - არა­ფორ­მა­ლუ­რად შო­თა­ძე და მე­ო­რე თა­დუ­მა­ძე. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ ამ საქ­მე­ში სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წევთ“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

პროკურატურის გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართება

პროკურატურის გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართება

გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს. ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილთან ერთად შევიდა.

ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო უწყებაში დასვამს ყველა იმ კითხვას, რაც მას დაუგროვდა, როგორც მის საქმესთან, ასევე მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

ზაზა სარალიძისთვის უცნობია პროკურატურაში შეხვედრა ვისთან მოხდება, იქნებიან ეს საქმის პროკურორები, თუ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

გენერალურ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და სერგო რატიანი მივიდნენ.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი არ გაჩნდეს.

„საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიიდან ნახა ყველა ის უბედურება, რაც პროკურატურამ ამ საქმეში გააკეთა. ამას მოჰყვა პროტესტი და შოთაძის გადაყენება. მაგრამ ამჟამად თადუმაძე ამ კაბინეტში უბრალოდ დევს, რადგანაც ყველა პირი, ვისაც დანაშაული მიუძღვის, კვლაც რჩებიან თანამდებობებზე.

დღეს რეალურად ორი გენერალური პროკურორია - არაფორმალურად შოთაძე და მეორე თადუმაძე. ასეთ ვითარებაში ჩვენ ამ საქმეში სამართალს ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"