მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება - რა ვალდებულებები ექნებათ მძღოლებს და აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას
ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება - რა ვალდებულებები ექნებათ მძღოლებს და აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას

ტაქ­სე­ბის თეთ­რად გა­და­ღებ­ვა 1-ელი მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ხმა­ლა­ძემ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კომ­პა­ნია „ალმა“.

თავ­და­პირ­ვე­ლად აუქ­ცი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის ამ უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­რი­ამ იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი ოჯა­ხებს არ და­კის­რე­ბო­და.

"რო­გორც ვიცი, კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ფორ­მე­ბუ­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ვა­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია, რად­გან პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა რე­ფორ­მას ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თქვენ იცით, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და შევ­ჯერ­დით, რომ 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის ფერი არის გან­სა­ზღვრუ­ლი - თეთ­რი და ეს გარ­კვე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი რომ არ და­აწ­ვეს ტაქ­სის მძღო­ლებს, ვი­საც ლი­ცენ­ზია ექ­ნე­ბა და ვისი ავ­ტო­მო­ბი­ლიც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას გა­ივ­ლის, ამ ადა­მი­ა­ნებს რომ არ და­აწ­ვეს გა­და­ღებ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აი­ღებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თა­ვის მხრივ, ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნია "ალმა", რო­მელ­მაც აუქ­ცი­ონ­ში გა­ი­მარ­ჯვა, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლებს მან­ქა­ნებს რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­და­უ­ღე­ბავს.

"ერთი კვი­რის წინ დას­რულ­და კონ­კურ­სი, გვყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს 1-ელი მარ­ტი­დან ორი სა­ხის ვა­უ­ჩე­რის გა­ცე­მას ტაქ­სის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლებ­ზე: ერ­თია - თეთრ ფერ­ზე გა­და­ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რი და მე­ო­რე იქ­ნე­ბა ტაქ­სე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის წმენ­დის ვა­უ­ჩე­რი. ჩვენ შევ­ქმე­ნით საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი და კარ­გი კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კომ­პა­ნია ამის სა­ნაც­ვლოდ თან­ხებს არ მო­ი­თხოვს ტაქ­სის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლე­ბის­გან, ის მათ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­ნა­თავ­სებს რეკ­ლა­მას ორი წლის ვა­დით და ამის სა­ნაც­ვლოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­ღებ­ვას. ამ შე­ღებ­ვის და ინ­ტე­რი­ე­რის წმენ­დის ვა­უ­ჩე­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ იმ ტაქ­სის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლებს, რომ­ლებ­მაც 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მი­ი­ღეს მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის ნე­ბარ­თვა. ჩვენ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ა­საც და­ვი­წყებთ ამ დღე­ებ­ში, თუ რო­გორ უნდა ისარ­გებ­ლონ ამ ვა­უ­ჩე­რე­ბით და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, რომ ვა­უ­ჩე­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლებს, რომ­ლებ­საც გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონ­კურ­სი მი­ვა­ბით თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი მეტ­როს და ავ­ტო­ბუ­სე­ბის რეკ­ლა­მე­ბის აუქ­ცი­ონს. შედ­გა ეფექ­ტუ­რი ვაჭ­რო­ბა, 11 მი­ლი­ო­ნი­დან და­ი­წყო და 14 მი­ლი­ონ ლარს ას­ცდა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კომ­პა­ნია "ალმა", ეს არის საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კომ­პა­ნია და მზად არის 1-ელი მარ­ტი­დან გას­ცეს ვა­უ­ჩე­რე­ბი რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება - რა ვალდებულებები ექნებათ მძღოლებს და აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება - რა ვალდებულებები ექნებათ მძღოლებს და აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებულია კომპანია „ალმა“.

თავდაპირველად აუქციონთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის ამ უფლების გადაცემის გადაწყვეტილება მერიამ იმიტომ მიიღო, რომ დამატებითი ხარჯი ოჯახებს არ დაკისრებოდა.

"როგორც ვიცი, კონკურსი, რომელიც რეკლამის განთავსებაზე იყო გამოცხადებული და ხელშეკრულებაც გაფორმებულია. ამასთან დაკავშირებით მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რადგან პირდაპირ უკავშირდება რეფორმას ტაქსებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და შევჯერდით, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი არის განსაზღვრული - თეთრი და ეს გარკვეული ხარჯები რომ არ დააწვეს ტაქსის მძღოლებს, ვისაც ლიცენზია ექნება და ვისი ავტომობილიც ტექდათვალიერებას გაივლის, ამ ადამიანებს რომ არ დააწვეს გადაღებვის სამუშაოები, ამ ვალდებულებას აიღებს გამარჯვებული კომპანია", - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ კომპანია "ალმა", რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მანქანებს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაუღებავს.

"ერთი კვირის წინ დასრულდა კონკურსი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს 1-ელი მარტიდან ორი სახის ვაუჩერის გაცემას ტაქსის ნებართვის მფლობელებზე: ერთია - თეთრ ფერზე გადაღებვის ვაუჩერი და მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფლობელებისგან, ის მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას ორი წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას. ამ შეღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღეს მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ნებართვა. ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ ამ დღეებში, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონკურსი მივაბით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს. შედგა ეფექტური ვაჭრობა, 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. გამარჯვებულია კომპანია "ალმა", ეს არის საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის 1-ელი მარტიდან გასცეს ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ", - განაცხადა ხმალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ